კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რატომ იზიდავთ ქართველ მამაკაცებს სლავი ქალები, რა პრეტენზიებს უყენებენ ქართველ ქალებს და რატომ რჩებათ ცოლისადმი მხოლოდ მეგობრული გრძნობები

მთლად საჯარო გამოსვლებისას არა, მაგრამ ქართველი მამაკაცები არ მალავენ, რომ ქართველ ქალბატონებს სექსუალობა აკლიათ, სწორედ ამით ხსნიან და ამართლებენ თავიანთ მიდრეკილებებს სლავი ქალებისადმი და, მეტიც, თავიანთ არაერთგულებასაც. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ჩვენებური სტერეოტიპებით, ქალი და შვილების დედა, ქალი და ცოლი ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია, ხანდახან – ურთიერთგამომრიცხავიც. ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ვისაუბრებთ თემაზე, რას მოელის ქართველი ქალისგან ქართველი კაცი და რა როლს ასრულებს ეს უკანასკნელი ქართველი ქალის სექსუალობის დათრგუნვაში.

–  სამართლიანია ეს პრეტენზია ქართველი ქალისადმი და, საერთოდაც, შეუძლია, ქალს თავისთავად იყოს სექსუალური, თუ ხელი არ შეუწყო მან, ვინც მისგან სექსუალობას მოითხოვს?

– სექსუალობა ძალიან ფაქიზი თემაა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ინტიმურ სამყაროს ეხება, არამედ იმის გამო, რომ ეს არის ურთიერთქმედების ფუნქცია ქალსა და მამაკაცს შორის. სექსუალობის ნებისმიერი შეფასებისას საფუძველი უნდა იყოს არა ის, თუ რანაირი ადამიანია, არამედ ის, თუ რა ურთიერთობაშია ჩართული, როგორია მისი პარტნიორი, მასთან როგორ ურთიერთობს პარტნიორი და თვითონ როგორ ურთიერთობს პარტნიორთან. ჰორმონული თვალსაზრისით, ყველა ქალშია შესაბამისი ჰორმონები, რაც ქალის სექსუალობას უზრუნველყოფს, მამაკაცში კი ის ჰორმონები, რომლებიც მამაკაცის სექსუალობას უზრუნველყოფს. მეტიც, ყველა ქალში არის მამაკაცის ჰორმონული ბაზა, რომელიც მამაკაცურია თავისი წარმოშობით და ყველა მამაკაცშია მოცემული ქალურობა თავისი ჰორმონული საწყისითურთ. ამ თვალსაზრისით, თითოეული ადამიანის სექსუალური პოტენციალი უსაზღვროა, უბრალოდ გააჩნია, რა ურთიერთობებში ჩაერთვება. ხშირად იმპოტენციაც კი განსაზღვრულია არა ორგანული დარღვევით, არამედ იმით, თუ რა ურთიერთობები ვერ ააწყო ან რა ტრავმები მიიღო ამ ურთიერთობების დროს მამაკაცმა. ქალი კი უფრო მეტად არის განსაზღვრული ურთიერთობათა კონტექსტით, ვიდრე მამაკაცი.

– იმიტომ რომ უფრო ემოციურია?

– ქალი ატარებს ნაყოფს, ანუ იმთავითვე აქვს თანაარსებობის ბიოლოგიური ვალდებულება. ამიტომ არის, რომ ქალები უფრო ხშირად ჭორაობენ, ვიდრე მამაკაცები. ამ თვალსაზრისით, ქალის სექსუალობას განსაზღვრავს ურთიერთობათა კონტექსტი. თუ ქალს აქვს ანორგაზმია ან ფრიგიდულობა, ან სხვა სექსუალური პრობლემა, ეს მეტწილად დაკავშირებულია იმასთან, თუ ვისთან აქვს ურთიერთობა, რა გავლენას ახდენს მის პიროვნებაზე ეს ურთიერთობები.

– ანუ ქართველი ქალი მივიღეთ ისეთი, როგორიც უნდოდა ქართველ კაცს?

– თუ მამაკაცი ამბობს, ჩემი ცოლი თუ პარტნიორი ფრიგიდულია ან აქვს ანორგაზმია, ამის მიზეზად შეიძლება, თავისი თავიც იგულოს და არა მხოლოდ თვითონ ეს ქალი. ამ თვალსაზრისით, მხარეებს ერთმანეთისადმი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ.

– თუმცა ქართველ კაცებს მოსწონთ სლავი ქალები. სლავი ქალები კი შეიქმნა სლავი მამაკაცების მონაწილეობით. თვითონ რატომ არ უნდათ, შეიქმნან ასეთივე ქალი? ჩვენთან ხომ ქალი და ცოლი დაშორებული ცნებებია.

– თქვენ გგონიათ, მარტო ჩვენთან? ბევრგანაა ასე. ჯერ გატაცების რომანტიკული პერიოდი აქვთ, ამიტომ ქალს ხედავს, შემდეგ ის ნელ-ნელა მასში ხედავს ცოლს, თავისი შვილების დედას, თავისი შვილიშვილების ბებიას.

– რატომ გამორიცხავს შენი შვილების დედა ქალს?

– იდეაში არ გამორიცხავს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ხდება ისე, რომ მამაკაცი სექსუალურ ინტერესს კარგავს თავისი ცოლისადმი, როგორც ქალისდამი, თუმცა შეიძლება, არ დაკარგოს ინტერესი, როგორც მეგობრისადმი.

– რატომ კარგავს? ვერ აკადრებს ქალობას, რადგან მისი შვილების დედაა?

– ადამიანის ყველაზე გამახვილებული უნივერსალური მექანიზმია ადაპტაციის მექანიზმი. არსებობს ადაპტაციის დონეები, თვით ბედნიერებასაც კი, თუკი ის ხშირად გეძლევა, ეგუები და ის თავის მნიშვნელობას კარგავს. ბედნიერება მანამდეა ბედნიერება, სანამ ის წუთი, საათი თუ დღეები ამოვარდნილია კალაპოტიდან და არ არის ჩვეული. როგორც კი ის ჩვეული ხდება, კარგავს მიზიდულობას. დაახლოებით, იგივეა სექსუალური მიზიდულობის შემთხვევაში. ეგრეთ წოდებული, ლიბიდო, სექსუალური სწრაფვა საპირისპირო სქესისადმი, ქვეითდება. შეიძლება, ზოგიერთმა გადალახოს ეს ჩვეულებრიობა და თავის ცოლში აღმოაჩინოს რაღაც განსხვავებული, მაშინ ეს ლიბიდო აღდგება და ყველაფერი დალაგდება.

– ანუ შვილები არ უნდა გაუჩინო, სხვა სახლში იცხოვრო და ლიბიდო შენარჩუნდება?

– ანუ ჩვეულება დარტყმას აყენებს ლიბიდოს, ამიტომ, რადგან ლიბიდო ქვეითდება მეუღლისადმი, მამაკაცი გადაინაცვლებს სხვაზე. ეს ლიბიდონალური ენერგია ექვემდებარება ენერგიის მუდმივობისა და შენახვის კანონს. ეს უკლებლივ ყველა მამაკაცს ეხება: ნურავინ იტყვის, რომ არ შეჩვეულა ცოლთან სექსუალურ ურთიერთობას და ლიბიდო არ დაქვეითებია. სხვა საქმეა, რომ ყველა არ იჩენს საყვარელს და არ დადის პროსტიტუტკებში.

– გამოდის, ხშირად უნდა იცვალო პარტნიორები?

– შეიძლება, ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვანაირად გარდაისახოს. ისიცაა, რომ ცოლების უმეტესობა კარგავს სიფრთხილეს ქმრისადმი და არ ცდილობს, მისთვის მიმზიდველი იყოს ყოველთვის.

– დასავლურმა საზოგადოებამ მოაგვარა ეს პრობლემა იმით, რომ თანაბარ მოთხოვნებს უწესებს ურთიერთობისას ქალსაც და კაცსაც. მათი ურთიერთობა ერთგულებასა და ნდობაზეა აგებული. ჩვენთან კი არის კატეგორია ქალების, რომელიც მოქმედებს მოტივით, კაცია და რა ქნას.

– თვითონ ქალებიც არიან ყაბულს. მართალია, რუსთაველი იყენებს, მაგრამ ჩვენთან „ბოზი“ საგინებელი სიტყვაა. ამ სიტყვის ქვეშ იგულისხმება არა ის, ვინც ამაში ფულს იღებს, ანუ როსკიპი, არამედ ის, ვინც ვნების გამო არის ვინმესთან. ვნებიანობა კი ისჯება ქართულ ყოფიერებაში. ორმაგი სტანდარტით მუშაობს ქართული საზოგადოება: ერთი მხრივ, უნდა, რომ ქალი იყოს ასექსუალური და, მეორე მხრივ, უნდა რომ იყოს სექსუალური.

– ერთად გამოვა ეს?

– მახსოვს, ბებიაჩემი მეუბნებოდა, რომ ქალს უნდა ჰქონდეს წვრილი და მოკუმული ტუჩები, რადგან მიაჩნდათ, რომ მოკუმული ტუჩი არის უფრო ლამაზი. მაშინ, როდესაც დღეს სპეციალურ სითხეს უშვებენ ტუჩებში, რომ გაზარდონ მისი მოცულობა. ტუჩები არის სექსუალობის გამოხატულება, ვინაიდან ასოცირდება ვაგინალურ სფეროსთან და პომადაც ამასთანაა დაკავშირებული. სხეულის ენის სპეციალისტების თქმით, პომადა სექსუალური ცდუნების ელემენტია. ანუ მეცხრამეტე საუკუნეში იყო მოთხოვნა, რომ ქალი ყოფილიყო ასექსუალური, ახლა კი გაჩნდა მოთხოვნა, ქალი იყოს სექსუალური.  მაგრამ, საუკუნეების განმავლობაში რაც შეიქმნა, ის არსად მიდის, რჩება ადამიანის ტვინში, ოღონდ ემატება ახალი. აი, ასეთი ორმაგი სტანდარტისაა ჩვენი თანამედროვე ყოფა.

– და ასე გადანაწილდა: ასექსუალური ცოლი და სექსუალური საყვარელი?

– ესეც არ არის ძალიან გავრცელებული. ნუ გგონიათ, რომ ყველა მამაკაცს ჰყავს საყვარელი. ამ სიტუაციაში ქალს უფრო მიუძღვის წვლილი, ვიდრე კაცს, იმიტომ რომ ქალმა უფრო გაიხადა. კაცს ისევ შარვალი აცვია, ქალმა კი გამოაჩინა, რაც ადრე დამალული ჰქონდა.  ქალის ფეხები, მკერდი და ტუჩები მამაკაცისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამღიზიანებელია. მეტიც, არა მხოლოდ გამოაჩინა, არამედ, კულტურა ისე აიგო, რომ, რაც უფრო გამოაჩენს, მით უკეთესია. და ქალი სთავაზობს მამაკაცს ქცევის შემდეგ ნიმუშს: შენ გახდი ასექსუალური, თვალს ნუ გამომაყოლებ ან, თუ გამომაყოლებ, ნუ ამეტორღიალები, იყავი გულგრილი და მე გავიხდიო. მამაკაცების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალი ზედმეტად გახდილია.

– ჩვენთან თუ ზოგადად?

– ზოგადად და ყველა ქვეყანაში მამაკაცს თვალი გაურბის. თუ არ გაურბის, ესე იგი, ლიბიდო დაქვეითებული აქვს. თვალი ყოველთვის გარბის იმ საგნებისკენ, რომლებიც მიმზიდველია, ქალი კი ამ დროს ეუბნება, მე გავშიშვლდები და შენ გულგრილად იყავიო. ანუ, თუ საუკუნეების განმავლობაში ქალი ითვლებოდა ასექსუალურ და მიუწვდომელ არსებად, ახლა გეუბნება, მისაწვდომია, მაგრამ, აბა, გადმოდგი ნაბიჯი, მაშინვე პოლიციას დავუძახებ.

– დიახ, „112“ ძალიან ეფექტიანია აბეზრებისგან თავის დასაცავად.

– შეიძლება, მე ახლა ცოტას ვაჭარბებ, მაგრამ ეს კომპონენტიც არის: ქალი იყენებს თავის მიუწვდომლობას, მაგრამ თან იხდის. ადრე კონკურენცია მამაკაცებს შორის იყო და მოტაცებაც ამის გამოვლინებაა: ვიღაც ვიღაცას ართმევდა პოტენციალურ ცოლს, ქალი ითვლებოდა მონაპოვრად.

– კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, ქალი ნაალაფარივით დასწრებაზეაო.

– ასეა, ახლა კი ქალიც ჩაერთო კონკურენტულ ბრძოლაში მამაკაცებისთვის და ითვლება, ვინც მეტად გაიხდის, მით უფრო მეტ მამაკაცს მოიპოვებს.

– და იმას არ აქვს მნიშვნელობა, რასაც აჩენს, როგორი სანახავია?

– ქალი, საერთოდ, თავიდან ბოლომდე მაკიაჟია. ქალი ყოველთვის შეკეთებულია. ეს მამაკაცია ისეთი, როგორიც არის. 

– მამაკაცებმა ახლა უკვე დაიწყეს ეპილაციის გაკეთებაც, წარბების ამოქნაც, ბოტოქსით ნაოჭების ამოვსებაც.

– ყოველ შემთხვევაში, ეს მასქულინურ, ანუ მამაკაცურ თვისებებში არ შედის. საკუთარი თავის შეკეთება ფემინური, ქალური თვისებაა. უამრავ რამეს იკეთებენ ქალბატონები, რომ მომხიბვლელები იყვნენ, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა. ქალი უფრო აქტიურობს იმ თვალსაზრისით, რომ თავისკენ მიიზიდოს მამაკაცი, ვიდრე მამაკაცი, რომ მიიზიდოს ქალი. თუმცა მამაკაციც ცდილობს მასქულინური თვისებებით იმავეს: ვგულისხმობ, „მაჩო“ ტიპებს. ერთი სიტყვით, ბრძოლაა: ქალები იბრძვიან მამაკაცებისთვის, მამაკაცები –  ქალებისთვის. ამიტომ ანორგაზმია თუ ფრიგიდულობა არ არსებობს, უბრალოდ არსებობს მამაკაცი, რომელიც ამ პრობლემებს იწვევს. 

– ცნობილია, რომ ქართველი ქალები ქვეყნის გარეთ საკმაოდ გახსნილად იქცევიან. სოციუმი აიძულებს, იყოს ასეთი მიუწვდომელი და კდემამოსილი?

– არა მარტო გარეთ, ამა თუ იმ ვიწრო კამპანიაშიც თუ აიწყვიტა, ვეღარ გააჩერებ. ამ დროს კი შეიძლება, მოკრძალებულ ქალბატონად გაასაღოს თავი. ქალი მოთამაშეა.

– რაც იყიდება, იმას ასაღებს.

– ბიბლიაში რომ არის მინიშნება, ღმერთმა ქალი კაცის ნეკნიდან შექმნაო, მართლა ნეკნისგან ხომ არ შეუქმნია. ეს ნიშნავს, რომ მამაკაცი ქმნის ქალს. ქალს აკლია თვითკმარობა და ის ვიღაცამ უნდა შექმნას. ამიტომ ქალი უნდა გამოაქანდაკოს მამაკაცმა, რადგან ქალს არ შეუძლია თავისი თავის გამოქანდაკება, სჭირდება შემქებელი გარედან, ვინც უჩურჩულებს, შენსავით კარგი არავინ არისო. ქალს გარეთ ეგულება სტიმულატორი, რომელიც დაადგენს მის კარგობას ან ცუდობას. ავიღოთ სექსუალობა: სექსუალობა ხომ გენეტიკურად მოდის იმ ჰორმონებიდან, რომლებიც განაპირობებს გამრავლებას. დღე-ღამეში მამაკაცის ორგანიზმში იქმნება მილიარდობით სპერმატოზოიდი. კვერცხუჯრედი კი ერთადერთია, რაც ქალს გამოუმუშავდება თვეში ერთხელ. ერთ კაცობრიობას მოიცავს ერთი კაცის სხეული, ამდენად, ის სავსეა, ქალს ეს სისავსე არ აქვს. ქალის სხეული სავსეა, როდესაც ის ატარებს ბავშვს და მაშინაა მატარებელი მთელი კაცობრიობის. მაგრამ ის ერთი ბავშვია.

– მაგრამ, თუ ის თვეში ერთი კვერცხუჯრედი არ იქნა, იმ მილიარდს, კაცობრიობას რომ იტევს, ხომ საერთოდ ეკარგება აზრი?

– მართალია, მაგრამ ამით მოცემულია მამაკაცის სისავსე. ქალი კი არ არის თვითკმარი. ეს რაც შეეხება ბიოლოგიას, მაგრამ ამას არ იმეორებს ადამიანური ეროტიზმი. ერთია, გამრავლების ინსტიტუტი, თავისი იმ კანონებით, რაც გენეტიკამ შესანიშნავად იცის და მეორე, ეროტიზმი, რომელსაც ასეთი კანონზომიერი ხასიათი არ აქვს. მას გამოუცნობი,  ირაციონალური და ხშირად არაბუნებრივი გამოვლენები აქვს. სად –  ნაზი სიყვარული, სად –  სადისტური სიყვარული, არადა, ორივე სიყვარულია. ბერძნებმა სიყვარულის 5 ნაირსახეობა ჩამოთვალეს, ვიღაც უფრო მეტს ასახელებს: ეროსის ღვთაება მდიდარია თავისი სახეებით და ვერ დაიყვანება მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიურ საწყისზე. ამ მხრივ „ვეფხისტყაოსანია“ საინტერესო, ბევრი სახეობის სიყვარულია აღწერილი.

მომისმენია მამაკაცებისგან, რომ საქართველოში ქალს, რომელიც თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობაში შედის, მიზნად აქვს ოჯახის შექმნა ამ მამაკაცთან. ანუ ის სექსუალობას ამჟღავნებს ოჯახის შექმნის პერსპექტივისთვის, თან, ეს ეხება ყველა ასაკის ქალს.

– მგონია, ქართველ მამაკაცებს იმიტომ მოსწონთ სლავი ქალები, რომ მათგან ცოლად მოყვანის საფრთხეს ვერ ხედავენ.

– როდესაც მამაკაცები მიდიან ქვეყნის გარეთ, სლავი ქალები მათგან არაფერს ითხოვენ სამაგიეროდ. ცნობილია საკურორტო რომანის ცნება, რაც გულისხმობს ურთიერთობას ყოველგვარი ვალდებულების გარეშე.

скачать dle 11.3