კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

„ჩხვლეტა ქოლგით“

„დანამა, დანამა, დანამა...“

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თავდაპირველად იმით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას, რომ ბათუმის ბულვარზე (სადაც, სპეცტექნიკის გარდა, ავტომანქანით გადაადგილება აკრძალულია) ავტოთი გასრიალდა, მოგვიანებით კი მისი ის ფოტოებიც გავრცელდა, სადაც მისი დაცვის წევრს ქოლგა უჭირავს, რომ ბ-ნი ბერიძე არ დაინამოს.

თუმცა, მეორე მხრივ, ავტონომიელი მაღალჩინოსანი თავს „დამნაშავედ“ არც ერთ ეპიზოდში არ მიიჩნევს და თავის არგუმენტებსაც გვაცნობს. ბულვარზე ავტოთი გასეირნების ფაქტს იმით ხსნის, რომ VIP პერსონაა და, ეკუთვნის, სადაც უნდა და როგორითაც მოესურვება, ისეთი ტრანსპორტით მივიდეს. 

ქოლგიან ეპიზოდს კი შემდგენაირად ახასიათებს (მოვიხმობ ციტატას მისი ინტერვიუდან): „როგორც ჩანს, თქვენ არ იცით ბათუმელების სულისკვეთება, აქ ქოლგა არის ცხოვრების ატრიბუტი. ახლა, როცა მანქანით ვმგზავრობ, თითქმის აღარ მიწევს ქოლგის გამოყენება, მაგრამ, როცა მიდიხარ კონფერენციაზე, წვიმიანი ამინდია და მანქანა გაჩერდა 100 მეტრში, ამოლუმპული ხომ არ შეხვალ დასასწრებად (მერე და, თვითონ დაიკავე, დალოცვილო, ქოლგა!)?!“

ჰოდა, რაკი ვერ შევა, ბ-ნი ბერიძე ასკვნის, რომ, თუ ხელები დაკავებული აქვს, ქოლგას ვერ დაიჭერს (აი, მესმის ლოგიკა!),  და მერე რა, რომ არც ერთ ფოტოზე არ აქვს დაკავებული ხელები.

მეტიც, გაოცებული კითხულობს: „რაა ამაში გასაკვირი, რომ თქვენზე ასაკით უმცროსმა დაიკავოს ქოლგა?“

ამთავითვე აშკარაა, რომ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე არ დაუტოვებს შთამომავლობას „გალობანი სინანულისანს“ (ცხადია, ამ დანაკლისს ვაჟკაცურად გადავიტანთ), თუმცა, მაინც უპასუხოდ რჩება კითხვა: თანამდებობა ჩამოერთმევა, თუ ორიოდ ნაბიჯს საკუთარი ორთავ ფეხით გაივლის, ან, ქოლგას, ასევე, საკუთარი ორთავ ხელით ჩაეჭიდება?! ხოლო, თუ უფრო პოეტურად ვიტყვით: პატივს ხედავს, მაგრამ, აი, პატიჟისა არ ეშინის.  

скачать dle 11.3