კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ადეკვატური გამტაცებლები

დამაიმედებელი კრიმინალი

გასული კვირა არა მხოლოდ არარსებულ ბომბთა ცვენით იყო დასამახსოვრებელი, არამედ, ისეც მოხდა, რომ, ოფიციალური ინფორმაციით, გურჯაანის რაიონში ახალგაზრდა მამაკაციც გაიტაცეს.

სამართალდამცველებს, ბომბისგან განსხვავებით, ორი გამტაცებელი დაუკავებიათ (განსხვავებით-მეთქი, ვინაიდან, რეალურ ბომბს ჯერჯერობით ვერსად მივაკვლიეთ და ნურც მიგვიკვლევია). გატაცებულის ვერსიით, უცნობებს ის მოტყუებით ჩაუსვამთ მანქანაში და მთელი დღის განმავლობაში დაუტყვევებიათ, თუმცა, მას მოუხერხებია და დღის ბოლოს თავი გამოუხსნია. 

გამტაცებლები, არც მეტი, არც ნაკლები, გატაცებულის გასათავისუფლებლად 300 ლარს ითხოვდნენ და თუმცა ამ ტიპის დანაშაულისთვის (გამოსასყიდი გინდა 300 იყოს, გნებავთ, 300 000), თუ დაუმტკიცდათ, თავისუფლების აღკვეთა მთელი 10 წლით ემუქრებათ, ყველაზე საინტერესო მაინც გამოსასყიდის საფასურია. საინტერესოა, რადგან, გამტაცებელთა მადა ქვეყანაში არსებული სიდუხჭირის ადეკვატურია და, თუნდაც, ხავსსმოჭიდებული წყალწაღებულის პრინციპით, დამაიმედებელი (რაღაცაში მაინც თუ ვყოფილვართ ადეკვატურები). 

скачать dle 11.3