კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

აღმართმოხნულები VS ასთვალგამოსხმულები

ანუ, „ყველაფერს ვხედავთ“

მართალია, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კვლავ ჩივიან, მეპატრონისთვის ჩასათვლელი ყოველდღიური გადასახადი არაადეკვატურიაო, ხოლო მგზავრებს კვლავაც არ ეპიტნავებათ 80-თეთრიანი ტარიფი, მაგრამ, რაკი ძალა აღმართს ხნავს, ერთნიცა და მეორენიც მორჩილად იქცევიან. 

ამიტომაც, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, „თბილისის მიკროავტობუსში“ ასი თვალისა და ყურის გამოსხმა განიზრახეს. სახელდობრ, კომპანიის ხელმძღვანელს უბრძანებია, რომ ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში ვიდეოკამერების დამონტაჟებას აპირებენ. სხვათა შორის, როგორც თავად განმარტავენ, ფრიად კეთილშობილური მიზნით – მგზავრთა ნაკადის დასათვლელად, რომ, ბოლოს და ბოლოს, დაადგინონ, რამდენი უნდა იყოს მძღოლთა დღიური გადასახადი.

ზედაც, ირწმუნებიან, რომ ვიდეოკამერები მხოლოდ იმ სამარშრუტო ტაქსებში დამონტაჟდება, რომელთა მძღოლებიც გადასახადის სიძვირეს უჩივიან, ხოლო „პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ“ კამერებს ჩამოხსნიან.

თუ გავიხსენებთ, რომ მომხმარებელი დასუფთავების გადასახდელის სიძვირესაც უჩივის, იმედია, ვიდეოკამერებით არც ფეხსალაგებს აღჭურვავენ – დაბინძურების ხარისხის ადეკვატური სურათის დასადგენად. 

скачать dle 11.3