კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

მგრგვინავი ბარიტონი

„სადაც შენი დაიკვეხნო“, ანუ, ისევ ჩანგალზე

ადრეც მოგახსენებდით, რომ, უცნობ მიზეზთა გამო, განსაკუთრებით ხშირად მოიხმარენ (მართლაცდა რომ სიგრძე-სიგანით)  ყოფილი ხელისუფლების აწ მოქმედი ჩინოვნიკნი სოციალურ სქელებს. გამონაკლისი არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბ-ნი ბარნოვია, რომელიც სულ ბოლოს სოციალური ქსელით დიცში მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა.

რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, იგი უბნობს, რომ „მხოლოდ ბრიუსელსა და ჟენევაში ნაზი ხმით წარმოებული მოლაპარაკებების იმედად ყოფნა არ შეიძლება“. უცნაურია, რადგან, გაუგებარი დარჩა: ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჟენევისა და ბრიუსელის მოლაპარაკებების დონე არ აკმაყოფილებს, თუ, დისკომფორტს „ნაზი  ხმა“ უქმნის (რაც მართალია, მართალია, ცოტა თუ დაიკვეხნის მგრგვინავი ბარიტონით და, საერთოდაც, ეს „ნდობის ტელეფონია“ თუ მოლაპარაკებები?!)? 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოუწოდებს შსს-ს (გთავაზობთ ამონარიდს): „შესაძლოა“ არა, ბატონებო, უნდა გააძლიეროთ და, მხოლოდ პატრულირება კი არ უნდა გააძლიეროთ, არამედ მოსახლეობა რეალურად უნდა დაიცვათ.“

სამწუხაროდ, აღარ დაუკონკრეტებია დაცვის მეთოდები: ვითომ, იმ მეთოდს სთავაზობს, ომის დროს იმდროინდელმა ადმინისტრაციამ რომ გამოასწრო მოსახლეობას?! თუმცა, ისიცაა, რომ ყოფილთა ხმაში აშკარა გამამაცების ნოტები შეიმჩნევა, ხოლო, რადგან მას შემდეგ, რაც თავად აღარ „უკვეთენ მუსიკას“, კიდევ ერთხელ დასტურდება გაცვეთილი ჭეშმარიტება, რომ სხვა მხოლოდ სხვის ომშია ბრძენი.

მოკლედ, მხდალია თუ მამაცი, ბ-ნი ბარნოვი მოგვიწოდებს (ჩვენ რა, ხელისუფლებას მოუწოდებს): „თქვენი მოდუნებულობისა და მშიშარა მთავრობის გამოა, რომ რუსები ამდენს ბედავენ.“ ლოგიკა, რბილად რომ ვთქვა, კოჭლია, თუმცა, ჩვენ რა შეღავათი, თუ მაშინ ტერიტორიის 20 პროცენტზე იყო ლაპარაკი, ახლა კი – 400 მეტრზე, რადგან, ზღვა კოვზით დაილიაო.

ხოლო, თუ კვლავ იმ პასაჟს დავუბრუნდებით, სადაც ბ-ნი ბარნოვი ბრძანებს, „მოსახლეობა რეალურად უნდა დაიცვათ“, არც ისაა გამორიცხული, თავდაცვის გაუმჯობესებად შეიარაღების არსენალში ჩანგლების ჩართვასაც გულისხმობდეს. 

скачать dle 11.3