კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაინტერესდა ცნობილი კომპანია „შილერი“ ქართველი მესაყვირით და რის გამო გახდა პაატა ბერიძე მათი სახე

ცოტა ხნის წინ, 25 წლის მესაყვირე, პაატა ბერიძე, ცნობილი გერმანული კომპანია „შილერის“ (რომლის ისტორია ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ დაიწყო) სახე გახდა. ამ კომპანიის ინსტრუმენტებზე მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი მუსიკოსი უკრავს. „შილერის“ ოფიციალური საიტის პირველ გვერდზე შესვლისთანავე ნახავთ პაატა ბერიძის რამდენიმე ვიდეოს, სადაც ის საყვირზე ჩაბერვით საოცარ ბგერებს აჟღერებს, რითაც მან ცნობილი გერმანული კომპანია მოხიბლა და სერიოზულად  დააინტერესა.

პაატა ბერიძე: ბავშვობიდან მიყვარდა მუსიკა, მაგრამ, რადგან არ მქონდა მუსიკალური განათლება, ნიჭიერთა ათწლედში ჩაბარებისას მითხრეს: წლოვანებით დიდი ხარ, ამიტომ, ისეთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა უნდა სცადო, რომელზეც დიდი კონკურენცია არ არისო. ასეთი ინსტრუმენტი კი იყო საყვირი, რომელიც, საბოლოოდ, ძალიან შემიყვარდა. როგორც კი შევეჭიდე და მივხვდი ამ ინსტრუმენტის ფასს, ვეღარ დავთმე, თან‚ ამ ყველაფერში ძალიან დიდი ენერგია ჩავაქსოვე – საყვირზე თითო ბგერის მიღებაც ძალიან რთულია. თან, ეს ხომ არ არის ჩვენი ინსტრუმენტი... სალამური, ჩონგური – ჩვენია, სისხლში გვიზის, დედის მუცელში ესმის ბავშვს მათი ხმა, ეს ინსტრუმენტი კი სტუმარია, ცოტა ხნის წინ შემოვიდა და მას საქართველოში დიდი ყურადღება, პიარი სჭირდება. საყვირის ისეთი სკოლა, რომ ქუხდეს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არის, ამიტომ, მესაყვირეები „იუთუბიზე“ ვუსმენთ და სხვადასხვა გაკვეთილებით ვცდილობთ, საკუთარ თავზე ვიმუშაოთ, ჩვენით ვაკეთებთ ყველაფერს. ჩემი მიზანი ზუსტად ის იყო, რომ ხალხს გაეგო: საყვირი – ეს არის ჯაზური ინსტრუმენტი, რომელსაც კლასიკაშიც სერიოზული ადგილი უჭირავს. რაც შეეხება სირთულეს, ფორტეპიანოზე ბგერის მისაღებად ერთ კლავიშზე ხელის დაჭერაა საკმარისი, საყვირზე ბგერის ჩამოყალიბება კი ტუჩის საშუალებით ხდება. იმისთვის, რომ ტუჩის კუნთი ისე ჩამოყალიბდეს, როგორც საჭიროა, წლები სჭირდება. 

– როგორ განვითარდა შემდეგში შენი კარიერა?

– ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე კონსერვატორიაში. მერე გავაკეთე სოლო კონცერტი, რომელიც უფრო აკადემიური იყო, თუმცა, მრავალფეროვანი. ასეთი ფორმით კონცერტები ხშირად არ ტარდება, ამიტომ, ფანტასტიკურად ჩაიარა, ხალხი ძალიან კმაყოფილი დარჩა. მთელი წლის განმავლობაში მწერდნენ, როდის გააკეთებ შემდეგ სოლო კონცერტსო. თან, იმ დღეს ხალხს დავპირდი, რომ კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვან კონცერტს შევთავაზებდი. მივხვდი, ინსტრუმეტებიც მჭირდებოდა. ძალიან ბევრი ვიქექე ინტერნეტში და ბოლოს ვიყიდე „შილერის“ საყვირი. ასეთი ინსტრუმენტი საქართველოში ბევრი არ არის, ძირითადად, ორკესტრებს აქვთ ხოლმე. ზომით საყვირზე დიდია, „ფლუგენ ჰორნის“ სტილია, თბილი ტემბრი აქვს. იმდენად მომეწონა მისი ხარისხი, რომ, მოვაგროვე ფული და შევიძინე იმავე ფირმის სხვა საყვირი, რომელიც კლასიკაში გამოიყენება. ჩემმა მეორე კონცერტმაც წარმატებით ჩაიარა, უფრო მრავალფეროვანი იყო. თან, გავაკეთე ბენდი და, მასთან ერთად, ჩემი სოლო კონცერტი სასიამოვნო ჯაზური მუსიკით დავამთავრეთ. ამის შემდეგ დამიკავშირდა ნიჭიერი რეჟისორი, ოპერატორი მიხეილ ჭიჭიბოშვილი, რომელმაც, ჩემი მრავალფეროვნი კონცერტის მოსმენის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ საინტერესო პიროვნება ვიყავი და ჩემზე მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი უნდა გადაეღო. მხოლოდ და მხოლოდ ამ ინსტრუმენტის გამო დავთანხმდი გადაღებაზე. ჩემს კონცერტებზე მოდიოდა, წერდა, შემდეგ ინტერვიუებს იღებდა. ფილმში ძალიან ბევრი ჟანრი, ასევე, სხვა საინტერესო ნიუანსები შევიდა. გარდა ამისა, შემომთავაზა: რადგან შენ ეს ინსტრუმენტი კარგად მოირგე, თან, ამ ინსტრუმენტზე ძალიან ცოტა ადამიანი უკრავს, იქნებ, მივწეროთ „შილერის“ ფირმას, შენი კონცერტის ლინკებიც გავუგზავნოთ, ვუთხრათ, რომ ფილმს ვიღებთ და, იქნებ, იმის უფლება მოგვცენ, ჩავიდეთ და ქარხანაში გადავიღოთ, როგორ იწყობა ეს ინსტრუმენტი ნულიდანო. მათ თანხმობა გვითხრეს. მაგრამ, ჩვენი წასვლის თარიღი ჩემს კონცერტს დაემთხვა და, ამიტომ, კარგა ხნით გადაიდო, რადგან, ახლა სხვა რაღაცეებია დაგეგმილი. სამაგიეროდ, მათ ჩემი ვიდეოჩანაწერები იმდენად მოეწონათ, რომ მომწერეს: „ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში ჟღერს „შილერის“ ფირმა,“ რომელიც მე შემოვიტანე პირველმა. 

– როგორ გახდი ამ ცნობილი და საკმაოდ დიდი ისტორიის მქონე კომპანიის სახე? როგორც კი შედიხარ მათ საიტზე, პირველივე გვერდზე შენი ორი ვიდეოს ლინკი და ფოტო დევს. 

– ცოტა ხანში მომწერეს: ძალიან გვსურს, ჩვენს საიტზე განვათავსოთ თქვენ მიერ „შილერის“ საყვირზე დაკვრის ამსახველი ვიდეოო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან, გახდე ასეთი კომპანიის სახე – ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია. არ ველოდი, ასე უცებ თუ გააკეთებდნენ ყველაფერს: მაშინვე დადეს ვიდეორგოლი. ეს არა მხოლოდ ჩემი ბედნიერება და წარმატებაა, არამედ, მთელი ქვეყნის. მათ ჩემი შემოქმედება, ის სტილი, ჟანრი, რაც მე დავუკარი, იმდენად მოეწონათ, რომ ინსტრუმენტში თავადაც სხვა „ფერები“ დაინახეს. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს ისეთი კონტრაქტი, როგორსაც ძალიან ცნობილ და წარმატებულ მესაყვირეებს უდებენ, მაგრამ, ის, რომ მათ გადაწყვიტეს, გავმხდარიყავი მათი კომპანიის სახე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადაგმული ნაბიჯია. მათ ოფიციალურ საიტზე დადებულ ვიდეოში ასეთი სიტყვებია: „მოუსმინეთ, საქართველოში უკვე ჟღერს ჩვენი ინსტრუმენტის რბილი და თბილი ბგერები!“ – და შემდეგ შემოდის ჩემი კომპოზიცია. ის ვიდეოები, რომლებიც მათ გავუგზავნე იმისთვის, რომ ამეხსნა, რატომ მინდოდა ქარხანაში ფილმის გადაღება, მათ იმდენად მოეწონათ, რომ დაამონტაჟეს  და თავისი კომპანიის სახედ მაქციეს. 

– ცნობილ მესაყვირეებთან თუ გქონია როდისმე ურთიერთობა?

– ცოტა ხნის წინ საქართველოში არტურო სანდოვალი იყო ჩამოსული, რომელსაც შევხვდი, ვაჩვენე ჩემი ინსტრუმენტი და არჩევანი მომიწონა. შემდეგ რამდენიმე კითხვა დავუსვი: „როგორ მოხდა თქვენი კონფრონტაცია ჯაზში კლასიკურის მუსიკის შემდეგ?“ მან მიპასუხა: მე ერთი წუთით არ მიმიტოვებია კლასიკური მუსიკა, ყოველ დილით ვიღებ კლარკის სავარჯიშოებს (ეს აკადემიური გამებია), ვხურდები, ვმეცადინეობ და მერე ვიწყებ ჯაზის დაკვრასო. ეს იმხელა სიხარულის მომტანი იყო ჩემთვის... არტურო სანდოვალი ღვთისგან ნაბოძები ნიჭის მქონე მუსიკოსია და, როცა ასეთი ადამიანი იმ სავარჯიშოებზე მეცადინეობს, რომლებსაც ჩვენ ყოველდღე ვაკლავთ თავს, ეს ძალიან დიდი სტიმულია – თითქოს არც შენ ხარ შორს. გარდა ამისა შევხვდი იტალიელ მესაყვირეს – მაურო მაუერს, რომელთანაც სერიოზული მასტერკლასები მივიღე. მაურომ მითხრა: „არასდროს იქექო ძველში, ყოველთვის ეცადე, ახალი შექმნა.“ მაშინვე გამახსენდა ჩემი სოლო კონცერტები, სადაც დავუკარი ის ნაწარმოებები, რაც საქართველოში აქამდე არ შესრულებულა. ბატონ გია ყანჩელთანაც მქონდა შეხვედრა, რის შემდეგაც გადავწყვიტე, შემესრულებინა მისი ერთი ნაწარმოები – „ყარაჩოღელის ანდერძი“.  ეს ნაწარმოები ერთხელ იყო ჩაწერილი რადიოკონკურსისთვის, სცენაზე არასდროს შესრულებულა. ამიტომაც, ჩემს სოლო კონცერტზე დავუკარი და შემდეგ მიხეილ ჭიჭიბოშვილმა ამაზე ფილმისთვის კლიპი გადაიღო. ეს კადრები გამოიყენეს სწორედ „შილერის“ კომპანიაში თავიანთი კლიპისთვის. 

– მგონია, ასე ხშირად არ უნდა ხდებოდეს – ვგულისხმობ მათთვის უცნობი მესაყვირის ვიდეოების, ფოტოების საკუთარ საიტზე განთავსებას.

– ამ ფირმასთან დაკავშირებით ასეთი რამ არასდროს მინახავს. უბრალოდ, სხვადასხვა ინსტრუმენტზე აქვთ ტესტები – როგორ ჟღერს. მაგრამ, ის, რომ პირველივე გვერდზე წერია: „ეს საქართველოში ჟღერს,“ – შემდეგ აწვები ღილაკს და გადადიხარ პაატა ბერიძის „იუთუბის“ გვერდზე, სადაც ჩემი ყველა მონაცემი კონკრეტულად წერია, ასეთი რამ ადრე ნამდვილად არ მინახავს. მათ, ასევე, უდევთ ლინკები, სადაც მე სტუმრად ვარ „რუსთავი 2-ში“ და „იმედში“, იქ ვსაუბრობ ჩემს ბენდზე და ვუკრავ სწორედ ამ ინსტრუმენტზე. გარდა ამისა, მთხოვეს, გამეგზავნა საყვირთან ერთად გადაღებული ფოტო – გვინდა, ჩვენს კომპანიაში ჩამოვკიდოთო. რა თქმა უნდა, გადავიღე და გავუგზავნე. სხვათა შორის, „შილერის“ ფირმამ არ იცის, რომ მე მათ მეორე ინსტრუმენტზე ოპერის ორკესტრთან ერთად დავუკარი ჰაიდნის კონცერტი. როდესაც ფილმს ნახავენ, შეიძლება, კიდევ უფრო სერიოზულ ურთიერთობაზე წამოვიდნენ. 

– როდის დაასრულებთ ფილმზე მუშაობას?

– ორ თვეში დავამთავრებთ, ახლა მონტაჟზე ვართ. მე დავწერე ამ ფილმისთვის კომპოზიცია, რომელიც ტიტრებზე დაედება. ფილმი საფესტივალოა, გადაღებულია იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო მოიაროს. ამ დღეს, ასევე, იქნება ჩემი წიგნის პრეზენტაცია. საყვირის სავარჯიშოები ქართულ ენაზე მე ვთარგმნე, აქამდე არ იყო ქართულად. მოსწავლეები მყავს და ეს ყველაფერი მათთვის გავაკეთე. 

скачать dle 11.3