კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ჩემი მშობლების სახლში, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, ცხოვრობდა ჩემი და. მას არასდროს ჰყოლია ქმარ-შვილი. იგი ორი თვის წინ გარდაიცვალა 85 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც განაცხადა, რომ ჩემმა დამ ის 20 წლის წინ იშვილა. ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. ეს პიროვნება ჩემს დას არ პატრონობდა. თუ დამტკიცდა ამ პიროვნების განაცხადის სიმართლე, მეკუთვნის თუ არა მე წილი აღნიშნული ბინიდან? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ სახლი თქვენი მშობლების სახელზე ირიცხებოდა, თქვენ, როგორც მემკვიდრეს, თქვენს დასთან ერთად გეკუთვნოდათ წილი. თუ სახლი მხოლოდ თქვენი დის საკუთრებაა და დადასტურდა, რომ მას ჰყავს  ნაშვილები შვილი, ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებულები არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან და, შესაბამისად, სახლი ეკუთვნის თქვენი დის ნაშვილებ შვილს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, რადგან, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენი რიგის კანონით მემკვიდრეობა არსებობს? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისიწინებს ხუთი რიგის კანონით მემკვიდრეობას.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ვინ ითვლებიან პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებად?

პასუხი: კანონით მემკვიდრეობის დროს, თანასწორი უფლებით, მემკვიდრეებად ითვლებიან უპირველესად – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები); ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებულები არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე, დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისთვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და, თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებულნი არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს, აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კანონი, თუ დადასტურდა, რომ უდანაშაულო ადამიანი განზრახ დაიჭირეს გარკვეული მოტივით? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ, უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება და დანაშაულია, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე; თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით 3 წლამდე ან უამისოდ. იგივე ქმედება კი, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4-დან 7 წლამდე.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, არის თუ არა დანაშაული ყოველგვარი მუქარა და, თუ არა, მაშინ, რა შემთხვევაში ითვლება მუქარა დანაშაულად?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ყოველგვარი მუქარა არ წარმოადგენს დანაშაულს. დანაშაულია მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც, იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს პირის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნად და, ზოგადად, ამგვარი დევნა არის თუ არა დანაშაული?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა, მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, არის დანაშაული. პოლიტიკურ დევნად  შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური ნიშნით სამსახურში მიუღებლობა ან გათავისუფლება, დაწინაურებაზე უარის თქმა, პრემიის მიუცემლობა, ცრუ ბრალდების შეთითხვნა და ასე შემდეგ. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის დანაშაულის შეუტყობინებლობა ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით  და  რა სასჯელია ამისთვის გათვალისწინებული?

პასუხი: გაცნობებთ, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე, ანდა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 4-წლამდე.

კითხვა: ქალს ორსულობის გამო გადავადებული ჰქონდა სასჯელი. გთხოვთ მაცნობოთ დაეკისრება თუ არა ამგვარი მოტივით სასჯელგადავადებულ ქალს სასჯელის მოხდა მომავალში და, თუ დაეკისრება – როგორ?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ქალს, რომელსაც ორსულობის გამო გადავადებული ჰქონდა სასჯელი, როდესაც მისი შვილი დაიბადება და 1 წლის ასაკს მიაღწევს, სასამართლო გაათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისგან, ან, სასჯელის მოუხდელ ნაწილს შეუცვლის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ანდა, მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

კითხვა: შეიძლება თუ არა განქორწინებული  მეუღლეები იყვნენ ერთმანეთის  მემკვიდრეები გარდაცვალების  შემდეგ?

პასუხი: განქორწინებული მეუღლეები არ შეიძლება მემკვიდრეები იყვნენ ერთმანეთის გარდაცვალების შემდეგ.

скачать dle 11.3