კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გახდება თუ არა ახალი პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და როგორ მოაგროვებენ პარლამენტში უმრავლესობისთვის საჭირო 51 პროცენტს

მართალია, საპრეზიდენტოდ აგერ უკვე 44 კანდიდატია გამზადებული, თუმცა წინასაარჩევნო კამპანია ისე დუნედ მიმდინარეობს, არც ჩვენს ამომრჩეველს და არც საპრეზიდენტოდ გამზადებულებს დიდი გვარის კაცის შემოლაწუნება არ აწყენდათ, ცოტა რომ გაცოცხლებულიყო ეს ჩვენი არაადეკვატურად მინავლებული წინასაარჩევნო ცხოვრება. მეორე მხრივ, უფრო დიდი აქტივობა გამოიწვია პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებამ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე აპირებს არა მხოლოდ თავისი პოსტის, არამედ, აქტიური პოლიტიკის დატოვებას. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ გადანაცვლებას საზოგადოებრივ სექტორში გეგმავს, სამოქალაქო საზოგადოება კი ჩვენი თანამედროვეობის აქილევსის ქუსლია (რადგან არც ერთ ხელისუფალს არ სურს სამოქალაქო სექტორის გაძლიერება), შესაძლოა, ბ-ნი ივანიშვილის წასვლა მოსვლასაც ნიშნავდეს. რა გავლენას მოახდენს საპრეზიდენტო კანდიდატების გამარჯვების შანსებზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება? –  ამ თემაზე ამჯერად ირინა სარიშვილის პროგნოზს მოვისმენთ.

– ვის მიაყენა დარტყმა და ვინ გააძლიერა ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადებამ?

– დარტყმა მიიღო, რა თქმა უნდა, მარგველაშვილმა, რომელიც ისედაც შოკისმომგვრელი კანდიდატურა იყო და ვის მიმართაც დადებითი დამოკიდებლება მთლიანად იყო განპირობებული ივანიშვილის ფაქტორით. იგივე შეიძლება ითქვას საპარლამენტო უმრავლესობაზე, თუმცა მათ უკვე განაღდებული აქვთ თავიანთი მდგომარეობა, განსხვავებით მარგველაშვილისგან.

– მაგრამ მხოლოდ მომავალი სამი წლის განმავლობაში?

–  ვნახოთ, ეს მომავალი სამი წელიწადი რას ნიშნავს. რაც შეეხება მარგველაშვილს: არ გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილმა მაინც მოიგოს, რადგან არსებობს საამისოდ სხვა საარჩევნო მექანიზმებიც.

– და „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების შიშის გამოც?

– და შიშის ფაქტორიც არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტი სარგებელი ამ მდგომარეობიდან მიიღო „ნაციონალების“ კანდიდატმა.

– და არა ნინო ბურჯანაძემ?

– დიახ, და არა ნინო ბურჯანაძემ. მე არ ვიცი, საიდან და როგორ დააჯერეს საზოგადოება შეცდომით, რომ ნინო ბურჯანაძე მიიღებს რაღაც დივიდენდებს ბიძინა ივანიშვილისგან. 

„ნაციონალების“ და ამ შემთხვევაში უკვე ბიძინა ივანიშვილის გარეშე „რესპუბლიკელებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ინტერესთა თანხვედრა აბსოლუტურად გასაგებია. გავიხსენოთ ლევან ბერძენიშვილის დაუფარავი განცხადებები იმის შესახებ, რომ მეორე ადგილზე უნდა გავიდეს დავით ბაქრაძე და ნინო ბურჯანაძეს არ მიაკარებენ მეორე ადგილს. მეტსაც ვფიქრობ, თუ გამოუვიდათ, მესამე ადგილზე შალვა ნათელაშვილს უფრო „გაქაჩავენ“, ვიდრე ბურჯანაძეს. მე არ ვარ ბურჯანაძის მეხოტბე და არც მომავალში ვიქნები, რადგან ფუნდამენტური სხვაობებია ჩვენ შორის ბევრ საკითხში და არა მხოლოდ პოლიტიკაში, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ნინო ბურჯანაძე ამ სამეულიდან რადიკალურად განსხვავდება თავისი დღევანდელი მდგომარეობით. მეორეც –  არ დაგვავიწყდეს, რომ საარჩევნო კომისიებში ბურჯანაძეს არ ჰყავს თავისი წევრები, ეს კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და, სამწუხაროდ, რეიტინგზე უფრო მნიშვნელოვანი. კიდევ ერთი –   ყველა დანარჩენი კანდიდატი ხმას არ უყოფს ბაქრაძეს, იმიტომ რომ ბაქრაძეს ჰყავს სპეციფიკური და, აქედან გამომდინარე, სტაბილური ამომრჩეველი. ვინც „ნაციონალებისთვის“ აპირებს ხმის მიცემას, ის სხვა კანდიდატისკენ არ გადაიხრება. ამდენად, ყველა დანარჩენი კანდიდატი ხმას უყოფს ნაწილობრივ მარგველაშვილს და ნაწილობრივ – ბურჯანაძეს. ასე რომ, დასკვნის გაკეთება ძალიან იოლია.

არ მგონია, მოხერხდეს დავით ბაქრაძის პირველ ადგილზე გასვლა, თუმცა ამ კურიოზებით სავსე ქვეყანაში ალბათობის დონეზე ამასაც ნუ გამოვრიცხავთ, მაგრამ ფაქტია, რომ დაგეგმილია ბაქრაძის მეორე ადგილი, რაც შემდეგ გაამართლებს და საფუძველს შეუქმნის პარლამენტს, რომ კოაბიტაციის თემა გააგრძელონ. ასევე, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუ ვის უთავისუფლებს პერმიერ-მინისტრის ადგილს ბიძინა ივანიშვილი.

– ვის, თქვენი აზრით?

– სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს „ნაციონალი“, რომელი ვერ გეტყვით, მაგრამ, თუ მომავალ კოალიციაზეა საუბარი, არა კოალიცია „ოცნებაზე“, არამედ „რესპუბლიკურ“-„ნაციონალურ“ კოალიციაზე, რაზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ვლაპარაკობთ, მაშინ ბუნებრივია, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი ან უნდა დაეთმოს „ნაციონალს“, ან გაიცვალოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტში. ამით მანიპულირება ძალიან ადვილია.

– ახალი მოდელით, პრემიერ-მინისტრი ძლიერი იქნება, თუ ეყოლება საპარლამენტო უმრავლესობა და, საერთოდაც, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა აირჩიოს ახალი პრემიერ-მინისტრი. საკმარისია „ნაციონალებისა“ და, როგორც თქვენ ამბობთ, მათთან მყოფი „რესპუბლიკელების“ ხმები უმრავლესობის შესაქმნელად?

– აქ მარტო „რესპუბლიკელებს“ ნუ თვლით, მათთან ერთად არიან „თავისუფალი დემოკრატები“, ანუ ირაკლი ალასანიას დაჯგუფება, რომელიც, სამწუხაროდ, „რესპუბლიკელებისგან“ და „ნაციონალებისგან“ იდეოლოგიურად არაფრით განსხვავდება. არის კიდევ პარტია „ოცნება“, რომელშიც ძალიან ბევრი დაბნეული ადამიანია მოხვედრილი. იქიდანაც ნუ გამოვრიცხავთ კონკრეტული ადამიანების გადმოდინებას. და, ბოლოს და ბოლოს, პარლამენტში 40 პროცენტი „ნაციონალები“ არიან.

– და მონოლითური „ნაციონალები“.

– დიახ, მონოლითური „ნაციონალები“ და 40 პროცენტს 11 პროცენტი როგორ არ დაემატება, რომ რაღაც სურათი მივიღოთ?! ასე რომ, მოგროვდება ეს რაოდენობა.

–  ჩვენ გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან აგრესიული წინასაარჩევნო კამპანიები, მაშინაც კი, როდესაც გარანტირებული ჰქონდათ გამარჯვება. ამჯერად ძალიან არააგრესიული კამპანია აქვთ. რას უკავშირებთ ამას?

– ყველაფერს, რაც ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა. ამაზე იმდენი მაქვს ნათქვამი, გამეორება აღარც არის საჭირო. პლუს, ამასვე მიუთითებს ივანიშვილის მიერ არჩევნების წინ გაკეთებული განცხადება, რომელიც შეიძლებოდა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაეკეთებინა.

– თუმცა გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთი წლის წინათ თქვა, ერთი წლის შემდეგ წავალ პოლიტიკიდანო?

– ეს იყო სხვა შემთხვევა, როდესაც ჩემს დანაპირებს შევასრულებო. და მითხარით, რომელი თავისი დანაპირები შეასრულა?!

– ის ამბობს, რომ შეასრულა ძირითადი დანაპირები: „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოაშორა ხელისუფლებას, თუმცა მე ის გკითხეთ, მისი მოქმედების ეს სქემა წინასწარ ხომ არ იყო ჩაფიქრებული-მეთქი?

– დღიდან პოლიტიკაში მისი შემოსვლისა, ყველაფერი წინასწარ იყო ჩაფიქრებული. ივანიშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ უნდა შეესრულებინა მავრის ფუნქცია: ხელისუფლებაში მოეყვანა ის ხალხი, ვინც სიზმარშიც ვერ ნახავდა ხელისუფლებაში მოსვლას, ანუ იმავე იდეოლოგიის ხალხი, რაშიც ამერიკელებმა ფული ჩაყარეს.

– ესე იგი, თქვენი პროგნოზია, რომ „ნაციონალების“ მმართველობა დაბრუნდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?

– რა თქმა უნდა. უბრალოდ მიშა სააკაშვილის გარეშე და თუ ვინმეს ამ ქვეყნის პრობლემა ის ეგონა, მიშა სააკაშვილი თუ ჰალსტუხს ჭამდა და ცხირს უშნოდ იწმენდდა, ყველაფერ დანარჩენს კი კარგად აკეთებდა, მაშინ ეს ქვეყანა იმ ხელისუფლებას იმსახურებს, რაც ეყოლება და რაც ჰყავს.

– ჩვენ კი ვისმენთ, განსაკუთრებით, რუსი ექსპერტების შეფასებას, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნები იყო დიდი პოლიტიკის დიდი გარიგების შედეგი და ამომრჩეველი არაფერ შუაშია, მაგრამ ჩვენ, როგორც თვითმხილველებმა, ვიცით, რომ ამომრჩეველი შუაშია. ამჯერად თქვენც ფიქრობთ, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ფაქტორი არ იქნება ამომრჩეველი და მისი აქტივობა?

– ამომრჩეველი ფაქტორი იქნება იმ დოზით, რა დოზითაც აქამდე ყოფილა, იმიტომ რომ ამომრჩეველი ახლა სრულიად დაბნეულია და ისიც ვიცით, რას აკეთებდა ხოლმე დაუბნეველი ჩვენი ამომრჩეველი. მცირე დოზით ამომრჩეველი იქნება ფაქტორი, იმიტომ რომ არსებობს 25-პროცენტიანი საარჩევნო ცდომილება, რაც გამოიყენეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და ეს 25 პროცენტი პირდაპირ აჩუქეს „ნაციონალებს“. 25-პროცენტიანი ცდომილებით აბსოლუტურად შესაძლებელია საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ პირველის არა, მეორე ადგილის განსაზღვრა.

– რასაც თქვენ ამბობთ, ხომ ნიშნავს, რომ მაშინ ბიძინა ივანიშვილი, როგორც პიროვნება, კოტრდება?

– ვის გაკოტრებაზე მელაპარაკებით –  ათეულში შემავალი მილიარდერის?!

– მე ვგულისხმობ მორალურ გაკოტრებას.

– მე ვერ ვილაპარაკებდი იმ ადამიანის მორალურ მხარეზე, რომელიც აცხადებს, რომ არ სჯერა სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ. ეს განცხადება მან თავის დროზე გააკეთა და გამგონმა გაიგო, მაგრამ, ვისაც ყურებზე ხელი ჰქონდა მიდებული, ვერ გაიგო.

– მე არ მქონია ყურებზე ხელი მიდებული, მაგრამ გამოგიტყდებით, არ მახსოვს ეს განცხადება. როდის თქვა?

– პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე დღეებში მე მას პრესკონფერენციაზე დავუსვი შვიდი შეკითხვა  და ერთ-ერთი ძირითადი შეკითხვა სწორედ ეს იყო. მეორე –  ივანიშვილმა უამრავი საქმე გააკეთა პოლიტიკაში შემოსვლით: ვგულისხმობ არა მხოლოდ „რესპუბლიკელების“, ანუ მიშას იდეოლოგიის ხალხის მოყვანას ხელისუფლებაში, სავარაუდოდ, ბევრი ფინანსური ოპერაციაც მოგვარდა –  ეგრეთ წოდებული ფულის გათეთრება. წლების შემდეგ ციფრებიც დაიდება, მაგრამ ერთი რამაა ფაქტი–   ივანიშვილი არ დაზარალებულა პოლიტიკაში შემოსვლით და არც პოლიტიკიდან გასვლით დაზარალდება, იმიტომ რომ ყოველთვის იარსებებს ჩვენს ხალხში კრიტიკული მასა, რომელიც ბოლომდე იყვირებს, რომ ივანიშვილი გმირია, რომელმაც გვიხსნა. აი, ეს კრიტიკული მასა დააკმაყოფილებს მის შელახულ მორალურ მდგომარეობას.

– თუ მაინც გიორგი მარგველაშვილი გავიდა პირველ ადგილას?

– მარგველაშვილის პირველ ადგილზე გასვლას მე არათუ არ გამოვრიცხავ, ძალიან დიდი ალბათობაც მგონია, რომ გავა, მაგრამ მარგველაშვილი საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პიროვნულად მაინც უნდა იყო სხვანაირი, რომ კანონით შემცირებულუფლებიანმა პრეზიდენტმა რამის გაკეთება შეძლოს. მარგველაშვილი იქნება „რესპუბლიკელებთან“ და უმრვლესობასთან და, ასევე, კოაბიტაციაში მეორე ადგილზე გასულთან. ამიტომ ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გაიყოფენ პირველ-მეორე ადგილებს ბაქრაძე და მარგველაშვილი.

– ბაქრაძის მეორე ადგილი მნიშვნელოვანია მხოლოდ კოაბიტაციისთვის თუ დასავლეთის თვალში „ნაციონალების“ იმიჯის შესანარჩუნებლად?

– დასავლეთისთვისაც და, საერთოდ, კოაბიტაციაც დასავლეთიდან მოდის.

– ამბობთ, რომ პოლიტიკაში მოსვლა-წასვლით ბიძინა ივანიშვილმა არათუ არაფერი დაკარგა, პირიქით, გაიუმჯობესა მდგომარეობა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა როგორ შეიცვალა ბოლო ერთ წელიწადში?

– რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი, სააკაშვილი დარჩებოდა პრეზიდენტად?! ხომ მაინც ვერ დარჩებოდა?!

– შეიძლებოდა, გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი.

– ძალიან მიცრე ალბათობა იყო, რომ სააკაშვილი გახდებოდა პრემიერ-მინისტრი, რადგან ვხედავთ, როგორი დამოკიდებულებაა მის მიმართ „ნაციონალურ მოძრაობაში“. მე მგონია, რომ მაშინაც დაბალი იყო ეს ალბათობა და დღესაც დაბალია, იმიტომ რომ დასავლეთს აღარ სჭირდება გამაღიზიანებელ ფაქტორად სახელგატეხილი სააკაშვილი.

– ვის ვარაუდობთ პრემიერ-მინისტრად?

– არავის არ ვვარაუდობ, იმიტომ რომ ეს იქნება ერთი უსახური, არაფრის მთქმელი სახელი და გვარი.

– ანუ სრულად კულუარებში ინაცვლებს ქართული პოლიტიკა?

– ქართული პოლიტიკა დიდი ხანია, კულუარებშია, მაგრამ, თუ აქამდე წინ გამოსული ფიგურები იყვნენ სატელევიზიო ვარსკვლავები ზოგი უარყოფითი და ზოგი –  დადებითი, „რესპუბლიკელების“ გამეფება სწორედ  იმას მიუთითებს, რომ ეს არ იქნება ხელისუფლება, რომელიც ტელევიზიით შეგვაწუხებს, მაგრამ ასჯერ მეტს დააშავებს.

– თქვენ უსახურ სახელსა და გვარს პროგნოზირებთ პრემიერ-მინისტრად, მაგრამ ახალი კონსტიტუციით, ახალი პრემიერი იქნება სუპერ-უფლებებით აღჭურვილი, ისეთივე, როგორიც აქამდე პრეზიდენტი გვყავდა?

– ეჭვი მეპარება, აქ ვინმე სუპერი იყოს.

– მე მხოლოდ სუპერუფლებებს ვგულისხმობ?

– ყველაფერს განსაზღვრავს მომავალი საპარლამენტო უმრავლესობა.

– რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება?

– გამოვრიცხავ, ეს პარლამენტი, რომელიც ბიძინას წყალობით არის პარლამენტი არ წავა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე.

скачать dle 11.3