კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

"კიშ ლორენი" - სოკოთი და ყველით

საჭირო ინგრედიენტები: 1,5 ჭიქა ფქვილი, 125 გრამი კარაქი ან მარგარინი, 3-4 სადილის კოვზი არაჟანი, 500 გრამი ქამა სოკო, 1 თავი ხახვი, 1 კონა შერეული მწვანილი, 200 მილილიტრი ნაღები (15-20 პროცენტიანი), 3-4 ცალი კვერცხი, 150 გრამი მაგარი ყველი, ცოტა მუსკატის კაკალი, მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი: ფქვილში შეურიეთ წვრილად დაჭრილი კარაქი (ან მარგარინი). კარგად ასრისეთ ხელით, წვრილად რომ დაქუცმაცდეს. დაუმატეთ მწიკვი მარილი და არაჟანი. მოზილეთ ნაზი, მაგრამ, მკვრივი ცომი. თუ საჭირო იქნება, არაჟანი კიდევ დაუმატეთ. ცომი ბურთივით დაამრგვალეთ, შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.

ქამა სოკოდან ამოარჩიეთ სამი ერთნაირი, შედარებით მოზრდილი სოკო, დანარჩენები ფირფიტებად დაჭერით. გადარჩეული სოკოები გაჭერით შუაში ისე, რომ ფეხიც 'შეუნარჩუნდეს". ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად. თუ მწვანე ხახვი გაქვთ, მუქი ფოჩები მოაშორეთ, დანარჩენი კი გამოიყენეთ.

სოკო მოშუშეთ ზეთში, სანამ სითხე ბოლომდე არ ამოშრება. დაუმატეთ ხახვი და ოდნავ ჩაშუშეთ (დიდი დრო არ სჭირდება). ცომი გამოიღეთ და თანაბრად გააბრტყელეთ ფორმაში. წაუსვით ზედაპირზე კარაქი. ნაპირები ამოუკეცეთ. 15-20 წუთით მოათავსეთ ფორმა ცხელ ღუმელში 180 გრადუსზე.

სანამ ის ცხვება, მოამზადეთ სატენი. კვერცხი კარგად გათქვიფეთ. დაუმატეთ მწვანილი. ცოტა მარილი, ოილპილი და მუსკატის კაკალი. ჩაუმატეთ ნაღები და ყველაფერი კიდევ კარგად ამოურიეთ. ყველი გახეხეთ. ცოტაოდენი ცალკე შეინახეთ, დანარჩენი კი შეურიეთ კვერცხის მასას. ნახევრად გამომცხვარი ცომი გამოიღეთ. მის ზედაპირზე მოათავსეთ მოშუშული სოკო ხახვით, მოასწორეთ და მოასხით გათვეფილი კვერცხი ყველით, ისევ შეწვით (ოდნავ შეფერადება საკმარისია). როცა ღვეზელი ოდნავ შეწითლდება, გამოიღეთ. დააწყვეთ მის ზედაპირზე სოკოს ნაჭრები, მოაყარეთ გახეხილი ყველი (ცალკე რომ გქონდათ) და ღვეზელი ისევ მოათავსეთ აირღუმელში. 10 წუთში მზად იქნება. გააცივეთ ფორმაშივე და მერე დაჭერით. ცივიც ძალიან გემრიელია.

скачать dle 11.3