კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ანეკდოტები

მედიცინის დას ბრძოლის ველიდან გამოჰყავს ორმეტრიანი დაჭრილი მეომარი.... ძლივს მოჰყავს.

– დამტოვე და თავი გადაირჩინე! – ეუბნება მებრძოლი.

– არ დაგტოვებ!

– მძიმე ვარ‚ დამტოვე!

– არა‚ მედპუნქტამდე მიყვანას შევძლებ...

– ცხენიდან მაინც მომხსენი...

***

– აბა‚ ჩემო შვილებო‚ რა მოგიტანოთ ცხრა მთას იქიდან?

– მე სარკე‚ მამიკო...

– მე – სავარცხელი...

– მე კი – ალისფერი ყვავილი...

– რას ამბობ?! სხვა რამე დამაბარე‚ წინა წასვლაზე ძლივს გადავრჩი‚ მაგ წითელი ყაყაჩოს გამო კინაღამ დამაპატიმრეს...

***

ყველა არხს პორნოარხი ჯობია... არანაირი მკვლელობა‚ დევნა‚ ჩხუბი‚ კამათი – უყვართ ერთმანეთი და არიან ბედნიერები...

***

ჩემი სურვილი რომ მოისმინეს‚ ოქროს თევზი მოკვდა‚ კეთილი ფერია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წევს‚ ჯინმა კი სულიერი ტრავმა მიიღო...

***

– სანდრო‚ ეს ყველაფერი იმის ბრალია‚ რომ ძალიან გაგათამამეთ... ახლა კი ნამდვილად უნდა დაგსაჯოთ...

– თქვენ გამათამამეთ და მე უნდა დავისაჯო?! 

***

ქართველი უცხოეთში ისვენებს. ამოიწურა ვადა და უნდა გამოემგზავროს. 12 საათი და 30 წუთია და პორტიეს ურეკავს.

– რას ჰგავს ეს?! თქვენ დილის 6 საათზე უნდა გაგეღვიძებინეთ და ახლა რომელი საათია? თვითმფრინავზე უკვე დამაგვიანდა!

– სამწუხაროა‚ ბატონო‚ მაგრამ, თქვენ სასტუმროში 8 საათზე მოხვედით...

***

„ვიკიპედია“: მე ყველაფერი ვიცი!

„გუგლი“: მე ყველაფერს მოვძებნი!

„ფეისბუქი“: მე ყველა ვიცი!

„ინტერნეტი“: თქვენ უჩემოდ არაფერი ხართ!

დენი: გაჩუმდით‚ საცოდავებო!

***

პარადოქსი: არჩევნები იმიტომ კი არ ტარდება‚ რომ ადამიანმა რომელიმე კანდიდატს მისცეს ხმა‚ არამედ‚ იმიტომ, რომ ვიღაცეებმა უკანონოდ არ მიითვისონ ხმები...

***

– გამარჯობა‚ სიხა! ჩემთან ამოდი‚ სახლში მარტო ვარ... მამაჩემი კია‚ მაგრამ, ფეხი იღრძო და თავის ოთახში წევს‚ ადგომა არ შეუძლია...

– სამწუხაროდ‚ ვერ მოვალ‚ მეც ვწევარ.... ზუსტად ის ადგილი მტკივა‚ რაზეც მამაშენმა ფეხი იღრძო...

***

ინგლისელი მამაკაცი დგება დილით. ცოლი უკვე სამზარეულოში ფუსფუსებს‚ ორი კვერცხი უკვე შემწვარია და მაგიდაზე დევს‚ ყავაც მოადუღა. ისაუზმა ინგლისელმა და სამსახურში წავიდა.

ფრანგი მამაკაცი დგება დილით. ორი კვერცხი შეწვა‚ ორი ყავა მოადუღა – ერთი ცოლს მიართვა. ისაუზმა და სამსახურში წავიდა.

ქართველი მამაკაცი დგება... ცოლი უკვე სამსახურშია...

***

მიხო და მარო ტელევიზორს უყურებენ: მაღალ მთაზე ასულან მოგზაურები და კოცონს ვერ ანთებენ. „ჟანგბადის ნაკლებობაა‚ ცეცლი არ ინთება“‚ – ამბობს ერთ-ერთი.

– გესმის, მარო‚ განათლებული ხალხი რას ამბობს? ჟანგბადის ნაკლებობააო. შენ კიდენა, დაიჟინებ ხოლმე: ფეჩს ვერ ვანთებ‚ შეშა გვინდა‚ შეშა მაიტაო...

***

– ჩემი კომპიუტერი პრინტერს ვერ ხედავს‚ მონიტორიც კი მივატრიალე‚ მაგრამ, მაინც წერს‚ რომ ვერ ხედავს...

– თითით უჩვენე‚ თითით...

***

– აჰ‚ თქვენ ციმბირიდან ხართ? ამბობენ‚ თქვენთან გზებზე დათვები დადიანო...

– ტყუილია ეგ ყველაფერი‚ სადაა ჩვენთან გზები...

***

მხოლოდ ზღაპრებში უყვართ ქალი თავისი სიამაყისა და მტკიცე ხასიათის გამო... ცხოვრებაში კი – გემრიელი კერძების‚ დამყოლი და თვინიერი ხასიათის წყალობით უყვარდებათ.

***

– რით განსხვავდება ფასიანი სექსი უფასოსგან? 

– ფასიანია‚ როდესაც  ქალთან სექსი გაქვს და შემდეგ ფულს უხდი; უფასოა‚ როცა ქალს ჯერ მანქანას‚ ოქროსა და ბრილიანტის სამკაულებს‚ ძვირფას ტანსაცმელს ჩუქნი და შემდეგ გაქვს სექსი.

***

– ქურდების დასაფრთხობად სახლში ნათურებს ანთებულს ვტოვებ.

– მე ტელევიზორს ვტოვებ ჩართულს...

– მე კიდევ, კარში ვტოვებ ფურცელს: „საყვარელო‚ გველი ტერარიუმიდან გამოიპარა‚ ვერ ვიპოვე... იქნებ შენ მოძებნო“.

***

– გოგო‚ ვიღაც მსუქან‚ ბანჯგვლიან ცხოველთან დაუნახიხართ... ვინაა?

– ჩემი საქმროა‚ საქორწილო საჩუქრად ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მაჩუქა საბერძნეთში...

– სად იშოვე ეს საყვარელი და ფუმფულა საოცრება?

***

– მამი, პრეზერვატივი რისთვისაა საჭირო?

– იმიტომ‚ რომ ბევრი ბავშვი არ გაჩნდეს.

– და, როგორ იყენებენ?

– როგორ და... მოკლედ‚ წეროს ნისკარტზე წამოაცმევენ ხოლმე...

***

ტაქტიანმა ქალმა, ღრმა დეკოლტეთი მამაკაცთან შეხვედრისას‚ მზერა სხვაგან უნდა გადაიტანოს‚ რომ უხერხულობა თავიდან აიცილოს და მისცეს კაცს დაკვირვების საშუალება...

***

შეუხედავმა ქალბატონმა ეტლი გააჩერა‚ მეეტლეს მისამართი უთხრა და, სანამ დაჯდებოდა‚ ჰკითხა:

– თქვენი ცხენი ხომ არ დაფრთხება‚ მშიშარა ხომ არ არის?

– არა‚ ქალბატონო‚ ნუ გეშინიათ‚ დაბრძანდით‚ უკან არ მოიხედავს...

скачать dle 11.3