კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

მხოლოდ ფაქტები

* ჰავაიურ ენაში მხოლოდ 12 ასოა, მათ შორის 7 თანხმოვანი: H, K, L, M, N, P და W.

* 1812 წლის ომის დროს მოსკოვის მაღალ საზოგადოებაში ფრანგულ ენაზე ლაპარაკისთვის ჯარიმას ახდევინებდნენ.

* გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო საზღვაო „დაჭერებიდან“ თევზი 85 პროცენტია, ვეშაპი – 6 პროცენტი, მოლუსკები და კიბოსნაირები – 8 პროცენტი, დანარჩენი კი – წყალმცენარეები.

* მეოცე საუკუნის 20-იან წლებში პოეტმა-კონსტრუქტივისტმა სელვინსკიმ წინადადება წამოაყენა რუსულ ენაში პუნქტუაციის რეფორმის შესახებ. მაგალითად, კითხვისა და ძახილის ნიშნები წინადადების ბოლოდან გადმოეტანათ წარმოთქმისთვის უფრო შესაფერის პოზიციაში – თუნდაც შუა სიტყვაში.

* ხელის ჩამორთმევის რეკორდი პოლიტიკოსებს შორის თეოდორ რუზველტს ეკუთვნის: მან ერთ-ერთ საახალწლო მიღებაზე თეთრ სახლში 8 513 ადამიანს ჩამოართვა ხელი.

* პირველი ბიგმაკი ქალაქ პიტბურგში გამოჩნდა 1968 წელს. ის 7 კომპონენტისგან შედგებოდა, რომელთა შორის ერთ-ერთს რომანტიკული სახელი – „ათასი კუნძული“ დაარქვეს.

скачать dle 11.3