კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაოჭების გამსწორებელი

დიასახლისებისთვის საყვარელი ნივთი არ არის – თუმცა, ის ყველა დიასახლისს აქვს, თანაც აუცილებელ ატრიბუტად, ზოგს – ძვირფასი, ზოგსაც შედარებით უბრალო, მაგრამ ფუნქცია ყველასი ერთია – გაასწოროს „ნაოჭები“. რომ ტანსაცმელში მომხიბვლელად გამოვიყურებოდეთ...

ძველ რომში ტანსაცმლის გასაუთოებლად იყენებდნენ ბრტყელ, გახურებულ ქვებს. შემდეგ ქვები ტაფებმა შეცვალა...

მოგვიანებით გაჩნდა ჯოხი, რომელიც ჰგავდა ცომის გასაბრტყელებელს და სპილენძისგან ამზადებდნენ. მას ნახშირზე აცხელებდნენ და ქსოვილს ისე აუთოებდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სასიამოვნო იქნებოდა დაუთოების პროცესი. ფრანგებს ყველაზე მეტი ფანტაზიის უნარი აღმოაჩნდათ. მათ შექმნეს პირველი ნაცრის უთო. მასში ყრიდნენ გავარვარებულ ნახშირს და ისე აუთოებდნენ.

მეცხრამეტე საუკუნემ უთოს „ბედ-იღბალში“ მკვეთრი გარდატეხა მოახდინა. საფრანგეთის მეფემ, შარლ მეათემ სპეციალური კანონით, თავისი ფავორიტისთვის შეუკვეთა უთოს ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც ფირმა „ბაკარამ“ დაამზადა. ის მთლიანად ბროლის იყო. იმაზე არაფერია ცნობილი, კარგად აუთოვებდა თუ არა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანიაში გაჩნდა პირველი უთოები „სპირალზე“. თითქმის იმავე პერიოდში შეიქმნა „წყლის უთოები“. ნახშირის მაგივრად, შიგნით მდუღარე წყალი ისხმებოდა.

1882 წლის 6 ივნისიდან კი თანამედროვე უთოების ეპოქა დაიწყო, როცა ამერიკელმა ჰენრი სილმა პირველი ელექტრონული უთო დააპატენტა.

 

კომპიუტერი თუ...

1980-იანი წლების დასაწყისში პატარა კუნძულ ანტიკიტერის სიახლოვეს, რომელიც კრეტასა და საბერძნეთს შორის მდებარეობს, არქეოლოგებმა საიდუმლოებით მოცული ხელსაწყო აღმოაჩინეს. მას ანტიკიტერიული მექანიზმი უწოდეს. ხელსაწყო რომაული ხომალდის ნანგრევებში იყო. ხომალდი ძველი წელთაღრიცხვით 80-60 წლებით თარიღდება.

2005 წელს კომპიუტერისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გაირკვა, რომ მექანიზმი სხვა არაფერია, თუ არა ასტრონომიული ხელსაწყო ადამიანების პირადი ჰოროსკოპის შესადგენად. მისი საშუალებით რეალურად იყო შესაძლებელი ადამიანის მომავლის წინასწარ განჭვრეტა მინიმუმ ათი წლით ადრე.

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ასეთ ხელსაწყოს ბევრი მეცნიერი ინატრებდა. მას წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს.

скачать dle 11.3