კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რამდენი სახის ალერგია არსებობს ძაღლებში და რომელია ყველაზე გავრცელებული?

პასუხი: ძაღლებში არსებობს რამდენიმე სახის ალერგია, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ტკიპას ნერწყვით გამოწვეული ალერგია. ასევე, ალერგია გარემოზე, რომელშიც ცხოველი იმყოფება და საკვებისმიერი ალერგიები. ყველაზე გავრცელებულია ტკიპის ნერწყვზე ალერგია. სამწუხაროდ, ხშირად არ ხდება მისი ობიექტური შეფასება, რადგან, ამ დროს ცხოველის ორგანიზმზე შეიძლება ვერ აღმოვაჩინოთ ტკიპა. საქმე ისაა, რომ ალერგიული რეაქციის ჩამოყლიბებაში ტკიპის ერთი კბენაც საკმარისია. კბენა შეიძლება მოხდეს ცხოველის გასეირნების დროსაც. ეს, შეიძლება, აიხსნას იმითაც, რომ ხშირად ცხოველები ერთსა და იმავე გარემოში იმყოფებიან და ტკიპები მათზე პარაზიტობენ. არც ის არის გამორიცხული, რომ ორი ერთად მყოფი ცხოველიდან ალერგია ერთს განუვითარდეს, მეორეს კი – არა. საკვებისმიერი ალერგიები ყველაზე იშვიათია ალერგიებს შორის. საკვებისმიერი ალერგიების განვითარებისთვის იმუნურ სისტემას სჭირდება გარკვეული დრო, ამიტომ, არასწორია ის აზრი, რომ, საკვების მსგავსი ალერგია შეიძლება განვითარდეს ახალი პროდუქტების მიცემის შედეგად. პირიქით, სრულიად ახალ ცილას არ შეუძლია, ცხოველში რაიმე რეაქცია გამოიწვიოს და ზუსტად ამიტომ გამოიყენება ის ალერგიული დაავადებების სადიაგნოსტიკოდ. ყველაზე ხშირად ალერგია ვითარდება ხორცის ცილაზე და ის მკაცრად ინდივიდუალურია, რადგან, შეიძლება, ერთ ცხოველს საქონლის ხორცზე ჰქონდეს ალერგია, მეორეს კი – თევზზე. რაც შეეხება ალერგიას გარემოში არსებულ სხვადასხვა ნივთიერებაზე (ატოპიური დერმატიტები), თავისი გავრცელების მიხედვით ის მეორეა. როგორც წესი, აღნიშნული ტიპის ალერგიების პირველადი გამოვლინება ხდება 10 თვიდან 3 წლის ასაკამდე.

კითხვა: რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ ძაღლების ჯანმრთელობისთვის პრევენციისთვის და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შემოდგომის დადგომასთან ერთად? 

პასუხი: პირველ ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის, რომ, შემოდგომის დადგომასთან ერთად, გრილ ამინდებში, განსაკუთრებით აქტიურდებიან ექტო-პარაზიტები, რწყილები და ტკიპები. მათ გადააქვთ ისეთი მეტად მძიმე დაავადებები, როგორიცაა პიროპლაზმოზი, რომელიც მიმდინარეობს საკმაოდ მძიმედ და, შეიძლება, არასახარბიელო შედეგითაც დამთავრდეს. ამიტომ, შემოდგომის დადგომისთანავე აუცილებელია, ცხოველები დავამუშაოთ რწყილებისა და ტკიპების საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებებით, მაგალითად, როგორიცაა წვეთები, საყელოები და ინსექტოციდური აეროზოლები. 

скачать dle 11.3