კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

9 სექტემბერი

1850 – კალიფორნია გახდა ამერიკის შეერთებული შტატების 31-ე შტატი.

1886 – შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში ხელი მოეწერა კონვენციას ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ – პირველი საერთაშორისო შეთანხმება საავტორო უფლებების დაცვაზე.

1956 – ელვის პრესლი პირველად გამოჩნდა ნაციონალურ ტელევიზიაში.

1991 – ტაჯიკეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

10 სექტემბერი

1835 – გაიხსნა პირველი რკინიგზა გერმანიაში – ნიურნბერგი-ფიურტი, რომლის სიგრძე 10 კილომეტრი იყო.

1977 – ტუნისის იმპერატორი ხამიდა ჯანდუბი გაასამართლეს, როგორც მკვლელი. ის გახდა საფრანგეთში გილიოტინის უკანასკნელი მსხვერპლი. 4 წლის შემდეგ გილიოტინა, როგორც დასჯის იარაღი, აიკრძალა.

1981 – პაბლო პიკასოს „გერნიკა“ დააბრუნეს ესპანეთში და მადრიდის მუზეუმში – „პრადოში“ მოათავსეს.

11 სექტემბერი

1795 – კრწანისის ბრძოლა.

1881 – მწვერვალ პლატენბერგკოფის ჩამოშლით წარმოშობილმა მეწყერმა შვეიცარიაში დაანგრია სოფელი ელმი, დაიღუპა 150 და სერიოზულად დაშავდა 200 ადამიანი.

1973 – პუტჩის დროს მოკლეს ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე.

1985 – ამერიკულმა კოსმოსურმა აპარატმა პირველად გაიარა კომეტის კუდში და უშუალოდ დააკვირდა, შეისწავლა ის.

2001 – ტერორისტული აქტი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. თვითმფრინავები შეეჯახნენ სავაჭრო პალატის „ტყუპებს“ და პენტაგონის შენობას.

12 სექტემბერი

1683 – ოსმალეთის იმპერიის არმია დამარცხდა ვენასთან ბრძოლაში ევროპულ კოალიაციასთან, აქედან დაიწყო ოსმალეთის დასუსტება.

1953 – ჯონ კენედისა და ჟაკლინ ბუვიეს ქორწილი.

1958 – ჯერ კილბიმ შექმნა პირველი ელექტრონული ინტეგრალური სქემა.

13 სექტემბერი

1902 – დიდ ბრიტანეთში პირველად გამოიყენეს თითის ანაბეჭდები დამნაშავის დასადგენად.

1922 – ელ-აზიზიაში (ლიბია) აღინიშნა ყველაზე მაღალი ტემპერატურა – ჩრდილში +58 გრადუსი C.

1942 – დაიწყო სტალინგრადის ბრძოლათა ეპოპეა

14 სექტემბერი

1812 – ნაპოლეონის ჯარები შევიდნენ მოსკოვში. იმავე დღეს რუსებმა ცეცხლს მისცეს საკუთარი დედაქალაქი.

1857 – ბრიტანეთის ჯარებმა აიღეს ინდოეთის დედაქალაქი და ამით ჩაახშეს სიფაების აჯანყება.

1886 – ჯორჯ ანდერსონმა დააპატენტა საბეჭდი მანქანის ლენტა.

15 სექტემბერი

1830 – გაიხსნა მსოფლიოში პირველი სარკინიგზო ხაზი – სტოკტონი–დარლინგტონი.

1916 – ბრძოლებში პირველად გამოიყენეს სატანკო ნაწილები.

1928 – ინგლისელმა მეცნიერმა ალექსანდრ ფლემინგმა ობის სოკოსგან გამოყო პენიცილინი.

1935 – ებრაელებს ჩამოართვეს გერმანიის მოქალაქეობა.

скачать dle 11.3