კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1986 წლის 21 მაისს, დაახლოებით 13-დან 14 საათამდე. მაინტერესებს, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული?

პასუხი: თქვენ კუროს ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ თქვენზე დიდია ტყუპების ზეგავლენა, რადგან, თქვენი დაბადების მომენტიდან 3-4 წუთის შემდეგ,  მზე გადავიდა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში.

კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2009 წლის 8 აპრილს, ღამის 2 საათსა და 25 წუთზე. გვაინტერესებს, რომელ პროფესიას დაეუფლოს მომავალში, რომ წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში?

პასუხი: თქვენი შვილიშვილი ვერძია. მისთვის სამომავლოდ მისაღები და წარმატების მომტანი პროფესიებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება და ბიზნესი; მედიცინიდან – ფარმაცევტიკა, ენდოკრინოლოგია, ყელ-ყურ-ცხვირი; ასევე, პედაგოგიური სფერო, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია; არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, სამოდელო სფერო, სასტუმროების ბიზნესი, საქველმოქმედო საქმიანობა, უძრავი ქონების ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ან ბიზნესი, სამეცნიერო საქმე, საკონდიტრო ბიზნესი ან ინდუსტრია, მშენებლობის ფართო სპექტრი, საინჟინრო საქმე, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, საიუველირო საქმე ან ბიზნესი. 

კითხვა: დავიბადე 1965 წლის 9 ივნისს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო წარმატებების მისაღწევად?

პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ მეტად გამოავლინოთ თქვენი ხასიათის დადებითი შტრიხები; იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მომთმენი, შრომისმოყვარე, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და მარტოხელა მებრძოლი; საქმეს მიუდექით მეტი სერიოზულობით. გამოავლინეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა – სადაც საჭიროა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ. გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზატორული მონაცემები, ამავე დროს, იყავით მაქსიმალისტი. იბრძოლეთ კარიერული წინსვლისთვის, დაასტაბილურეთ საოჯახო ურთიერთობები. ეს ყოველივე ბევრად განაპირობებს თქვენს წარმატებებს ცხოვრებაში. ასევე, პატივი ეცით იერარქიულ სისტემას და ყოველთვის გახსოვდეთ, ვინ არის უფროსი და ვინ – უმცროსი.

скачать dle 11.3