კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში შურიანი მზერა და რა გავლენას ახდენს ადამიანზე წინაპართან ფიზიკური მსგავსება

ჩვენგან წარმოთქმულ ნებისმიერ სიტყვას უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს. ამიტომ, უნდა აკონტროლოთ ემოცია და აზრები, რომ უნებურად რამე არასასურველი არ წამოგცდეთ, რაც ბუმერანგივით უკან შემოგიბრუნდებათ და, შესაძლოა, ცხოვრებაში უსიამოვნებების მიზეზიც კი გახდეს. თუ რატომ უნდა ვაკონტროლოთ ემოციები და სიტყვები, რომლებსაც წარმოვთქვამთ და რა შედეგები მოჰყვება ადამიანის უკონტროლო ემოციებს, ამ საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოს ბატონ შალვას. იგი წლებია, უცხოელ კოლეგებთან ერთად აწარმოებს კვლევებს. მისი თქმით, ადამიანის სახელი და გვარი უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს ბედისწერაზე, ყოველდღიურ საქმიანობასა და იღბალზეც კი.

შალვა: სამყაროში არაკანონზომიერად არაფერი ხდება და, ჩვენ, ადამიანები, ამ სამყაროს უმწეო სტუმრები ვართ. უკვე კარგა ხანია, უცხოეთში ვცხოვრობ. წლების წინ დავინტერესდი, ჩავები ეზოთერიკულ  საქმიანობაში, საკმაო ცოდნაც მივიღე და, დღეს, ცნობილ ეზოთერიკოსებთან ერთად, არაერთი კვლევის წარმოების პროცესშიც ვარ ჩართული. ადრე მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ სიტყვას, ემოციას, ამა თუ იმ ნივთის ტარებას, რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო კონკრეტულ ადამიანზე. მაგრამ, დღეს ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ. მოკლედ, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ სიტყვას უდიდესი ძალა გააჩნია.

– კერძოდ, როგორ ზემოქმედებს ადამიანზე ემოციურად წარმოთქმული სიტყვა და რა ძალა აქვს მას?

– ყოველი სიტყვა გარკვეულ ენერგეტიკას ატარებს და უდიდესი ზემოქმედების მოხდენაც შეუძლია. თუმცა, ძალა არა თავად წარმოთქმულ სიტყვას აქვს, არამედ, იმ ენერგეტიკას, რაც უშუალოდ მას მოჰყვება. ამას წინათ ერთ-ერთმა ახლობელმა მკითხა, შესაძლებელია თუ არა, ემოციის გარეშე თქვა სიტყვა და მას რაიმე ძალა გააჩნდესო.  საერთოდ, რაც მეტად გაბრაზებული ლაპარაკობს ადამიანი და მძაფრია ემოციური ფონი, მით მეტი ძალა აქვს მის სიტყვას ანუ, ის მეტ ენერგეტიკას იძენს. შესაბამისად, მეტი ზემოქმედება შეუძლია სიტყვას სხვა ადამიანზე და თავად მთქმელზეც. ასეთ დროს ამბობენ, ადამიანი სიტყვით გაითვალაო. დიახ, ამას, შესაძლოა, სიტყვით გათვალვაც ვუწოდოთ და ამ დროს თქვენ თავს ვერ დაიცავთ.

– მოხუცებისგან გამიგია, ავი თვალი სიგამხდრეს, უიღბლობას, წარუმატებლობასა და მთელ რიგ დაავადებებსაც იწვევსო. ამაზე რას გვეტყვით?

– დიახ, ავმა სიტყვამ და თვალმა, შესაძლოა, ჯანმრთელობის გაუარესებაც კი გამოიწვიოს, მაგალითად: სიგამხდრე, კრუნჩხვა, მელანქოლია, ნევროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ასე შემდეგ. პირადად მე ხშირად მაქვს შეხება მსგავს ფაქტებთან. მაგალითად, თუ უარყოფითი ენერგიის ნაკადი მარცხენა მხრიდან მოდის, მაშინ დიდია შანსი, გულის არეში ტკივილი იგრძნოთ; არ არის გამორიცხული, ამას უცაბედი ინფარქტიც მოჰყვეს და ეს ავი მზერისა და სიტყვის შედეგი შეიძლება იყოს. ანალოგიური რამ მოხდება სხვა ორგანოებთან დაკავშირებითაც. პათოლოგია წარმოიქმნება იმ არეალში, რომელზეც კონცენტრირებულია უარყოფითი ენერგიის მუხტი. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ადამიანი თავს ცუდად გრძნობს და ექიმს აკითხავს, მას დიაგნოზის დასმა უჭირს. სიტუაცია კი თვალსა და ხელს შუა რთულდება. ამ დროს ბევრი ფიქრობს, რომ, შესაძლოა, ამის მიზეზი კონკრეტულ ადამიანზე გაკეთებული ჯადო, ავი თვალი ან ემოციურ ფონზე წარმოთქმული უარყოფითი სიტყვები იყოს. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მისი ავადმყოფობის მიზეზი ჯადო, თვალი ან უარყოფითი ენერგეტიკით დამუხტული სიტყვაა, მაშინ, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა აღიდგინოს აურა და არასასიამოვნო შედეგებს ამით დააღწიოს თავი. არ შეიძლება, წარმატებული ადამიანი უცბად გახდეს ცუდად, იგრძნოს რომ ჯანმრთელობა უმიზეზოდ შეერყა, სამყარომ ზურგი აქცია. უბრალოდ არაფერი ხდება, ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს და ეს კანონზომიერებები ჩვენზეც მოქმედებს – ზოგზე დადებითად და ზოგზე უარყოფითად. შურიანი ადამიანის ავმა თვალმა, შეიძლება, ავტოკატასტროფაც გამოიწვიოს და ამას დიდი მსხვერპლიც მოჰყვეს – ამაში არაფერია მისტიკური, ეს ავი თვალის მოქმედების შედეგია ცოცხალ ორგანიზმზე. ადრე ბავშვებს არიდებდნენ ავი მზერის მქონე და მოლაყბე ადამიანებს, რომ მათ სიტყვით და თვალით არ მიეყენებინათ მათთვის ზიანი. ასევე, ფრთხილად უდგებოდნენ ახალშობილისთვის სახელის დარქმევას. სახელიც ერთგვარი დამცავია ჩვენთვის და მისი სწორი შერჩევით, შეგვიძლია, ბევრი განსაცდელი ავარიდოთ ჩვენს შვილებს. ყველას თავისი მისია და ვალი აქვს დედამიწაზე, მაგრამ, მაგალითად, თუ გარდაცვლილის სახელს დაარქმევთ შვილს, მაშინ, დიდი შანსია, ხასიათების დამთხვევა მოხდეს. ეს მსგავსება გენეტიკური კარმისა და ერთნაირი სახელის ენერგეტიკის შედეგია. კერძოდ, გარდაცვალების დროს, ზოგჯერ ბებია-ბაბუის ან სხვა ახლობლის სული ღია ასტრალში ვერ გადის, ოჯახის რომელიმე წევრის აურას ეწებება, სული ამ ადამიანის ენერგეტიკით იწყებს საზრდოობას და ისინიც ემსგავსებიან გარდაცვლილებს. ალბათ, ბევრ ახლობელში თქვენც აღმოაჩენდით ასეთ მსგავსებას. 

– თუ ადამიანი წინაპარს ფიზიკურად ემსგავება?

– თუ ქალიშვილი მამას, ბაბუას ან ბიძას ჰგავს, ის ნამდვილად ბედნიერი იქნება ან პირად ცხოვრებაში, ან კარიერაში, ან ორივეში ერთად. მაგრამ, რომელიმეში რომ დიდი წარმატება გარდაუვალია, ამის ბევრი ფაქტი არსებობს. თავადაც შეგიძლიათ, დააკვირდეთ ახლობლებს და დასკვნას აუცილებლად გამოიტანთ, მიხვდებით, რომ მართალს ვამბობ. ასევე, ანალოგიურად, თუ ვაჟიშვილი დაემსგავსა დედას, ბებიას ან დეიდას, ისიც ბედნიერი იქნება მომავალში.

– ის თუ არის მართალი, რომ, როცა ადამიანი საკუთარ ბედზე წუწუნებს, ამით საკუთარ თავს თვალავსო?

– ეს მართლაც ასეა და, გაფრთხილებთ,  არასდროს იწუწუნოთ საკუთარ ბედ-იღბალზე ხმამაღლა. როცა ადამიანები საკუთარ ბედზე დაიწყებენ მოთქმას, ყველას თავს აბეზრებენ წუწუნით, თუ როგორ იტანჯებიან უიღბლობის გამო, მათთან კონტაქტს ყველა ერიდება, რადგან, მათგან უარყოფითი ემოცია მოდის და, გარკვეული დროის განმავლობაში, ეს უარყოფითად აისახება ნებისმიერ ჩვენგანზე. 

скачать dle 11.3