კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიცხეში ხშირი სექსუალური ურთიერთობა გულ-სისხლძარღვთა სისტემას ამაგრებს

ცხელ სეზონზე ორგანიზმს თავისი ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა შეუძლია, ამიტომ, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა წელიწადის ამ პერიოდში უნდა გააძლიეროთ, კერძოდ:

* ხშირად იარეთ ფეხშიშველმა ბალახზე, ზღვის ქვიშიან თუ ქვიან სანაპიროზე. ტერფზე თავმოყრილია ადამიანის ყველა ორგანოს საპროექციო წერტილები. ქუსლის მიწასთან შეხებისას მასზე არსებული მრავალრიცხოვანი რეცეპტორი ღიზიანდება და ორგანიზმის  გარკვეულ წერტილებში რეფლექტორულ რეაქციებს რთავს, უფრო მეტად კი – ცხვირ-ხახისა და ზედა სასუნთქი გზების მიდამოში. ასე რომ, ვინც ზაფხულის პერიოდში ხშირად ივლის ფეხშიშველი, ზამთარში უკეთ იქნება დაცული ვირუსული დაავადებებისგან.

* ეცადეთ, ველოსიპედით სეირნობით გაავარჯიშოთ გული და სისხლძარღვები. ჩაატარეს ექსპერიმენტი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ, იმ ადამიანების გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რომლებიც წელიწადის თბილ პერიოდში ყოველდღიურად სეირნობენ ველოსიპედით, უფრო ეფექტურად ფუნქციონირებდა და ინფარქტით გარდაცვალების რისკი მათში რამდენჯერმე ნაკლები იყო.

* თუ გსურთ, წონაში დაიკლოთ 5-6 კილოგრამი მაინც, უარი თქვით მზისგან დამცავ მუქ სათვალეზე. მეცნიერები მსუქან ადამიანებს ურჩევენ, რომ სამყაროს შეუიარაღებელი თვალით უყურონ. ისინი ამტკიცებენ, რომ სუფთა ჰაერზე ჩატარებული სეზონური ფოტოთერაპიის დროს, იკარგება დაახლოებით იმდენივე კალორია, რამდენიც სატრენაჟორო დარბაზში ერთი საათის განმავლობაში აქტიური ვარჯიშისას. ზაფხულში მოქმედებს ბევრი ისეთი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას, კერძოდ, ორგანიზმში აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი – ცხელ დღეებში ცხიმები უფრო სწრაფად იწვება, შემცირებულია კუჭის წვენის გამოყოფა, რაც, შესაბამისად, დამთრგუნველად მოქმედებს მადაზე.

* ყოველდღიურად მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი, განსაკუთრებით – კენკროვნები, რომლებსაც აქვს უნარი, ბიოლოგიური დრო უკან „შეაბრუნოს“. მათ შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები, იცავს რა კანის უჯრედებს მავნე რადიკალების გავლენისგან, შესაბამისად, აფერხებს სიბერის პროცესს და იმის საშუალებას იძლევა, ორი-სამი თვის განმავლობაში მათი სისტემატური მიღებით, სამი-ოთხი წლით მაინც გაახალგაზრდავდეთ.

* ზღვის მიკროკრისტალებს, რომლებიც ლაგდება კანის ზედაპირულ ფენებში, აქვს გამაჯანსაღებელი ეფექტი, რომელიც ზღვაზე დასვენების შემდეგ ორი-სამი თვის განმავლობაშიც კი გრძელდება. ვისაც არ აქვს საშუალება, ზღვაზე დასასვენებლად წავიდეს, გული ნუ დაგწყდებათ – შეგიძლიათ, ეს პრობლემა სახლშიც მოაგვაროთ: მიიღეთ  300 გრამი ზღვის მარილისა და 2 სადილის კოვზი წიწვოვანი ექსტრაქტის აბაზანები, დღეში 15 წუთის განმავლობაში.

* ცხელ ამინდში ადამიანის ორგანიზმი დღეში 2-3 ლიტრ სითხეს საჭიროებს. შემდგომში ეს სითხე გამოიყოფა ოფლთან ერთად, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის უვარგის, ნარჩენ პროდუქტებს. ამას გარდა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება ასტიმულირებს განსაკუთრებულ ცილას, ეგრეთ წოდებული ეპიდერმული ზრდის ფაქტორს. ეს განსაკუთრებული ცილა, თავის მხრივ, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და აფერხებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.

* ზაფხულში ენდოკრინული სისტემა განსაკუთრებით აქტიურად გამოიმუშავებს სასქესო ჰორმონს, რომელიც აძლიერებს სექსუალურ აქტივობას. ხშირი სექსუალური ურთიერთობა კი ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აძლიერებს იმუნიტეტს და წვავს კალორიებს.

 

მწვანე ჩაის ანტისიმსივნური თვისებები გააჩნია

ანტისიმსივნური ეფექტისთვის ყოველდღიურად სვით მწვანე ჩაი, რადგან  მას უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს. ის ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე ზემოქმედებს, კერძოდ: 

* საგრძნობლად ამცირებს მავნე ქოლესტერინის შეწოვას;

* ამაგრებს სისხლძარღვებს, ასუსტებს სახსრებისა და მყესების ტკივილს;

* ამცირებს გულის შეტევის ალბათობას;

* ელასტიკურობას ჰმატებს არტერიებს და წმენდს ქოლესტერინული, ეგრეთ წოდებული „ფოლაქებისგან;“ 

* ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას; აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხსნის დაღლილობას, ამაღლებს შრომის უნარს და ორგანიზმს ახალი სასიცოცხლო ძალებით ავსებს;

* საგრძნობლად ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას;

* არის ორგანიზმის სითხით მომარაგების საუკეთესო საშუალება. კლავს წყურვილს და, ამავდროულად, ქსოვილებს საჭირო თხევად გარემოსაც უნარჩუნებს.

მწვანე ჩაი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოსფორსა და ფტორს. მის შემადგენლობაში, ასევე შედის ტანინები, რომლებიც კბილის მინანქარს მჟავების დამშლელი ზემოქმედებისგან იცავს და ამაგრებს ღრძილებს.

მწვანე ჩაის ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარეული თვისება კი ის არის, რომ მას შეუძლია, ნიადაგიდან ამოიწოვოს და შემდეგ თავად მოახდინოს ისეთ იშვიათ და სასარგებლო ნივთიერებათა სინთეზი, როგორებიცაა: ეთერზეთები, ალკალოიდები, ამინომჟავები და ვიტამინები.

მწვანე ჩაის სმა აუცილებელია ხანში შესული ადამიანებისთვის, რადგან ის ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, რითაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს.

გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგოდ, ქოლესტერინის დონის სტაბილიზაციის, თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და ანტისიმსივნური ეფექტისთვის, დალიეთ დღეში 2-3 ჭიქა მწვანე ჩაი.

 

რამდენი საათის ძილია საჭირო ადამიანისთვის დღე-ღამეში

ზოგს მიაჩნია, რომ, რაც მეტხანს სძინავს, მით კარგად გამოიყურება და ენერგიულია მთელი დღის განმავლობაში; ბევრიც ამტკიცებს, რომ შუადღით წაძინება ძალებს ჰმატებს ადამიანს. რეალურად კი ეს ასე სულაც არ არის, ანუ, რაც უფრო მეტხანს გძინავს, მით უკეთ გამოიყურები – ტყუილია. ორგანიზმმა იმდენ ხანს უნდა დაისვენოს, რამდენიც მას სჭირდება. საწოლში გატარებული ზედმეტი საათები გვართმევს არა მარტო ძვირფას დროს, არამედ, ცუდად აისახება ჩვენს გარეგნობაზეც. ამ დროს სახე უსიცოცხლო ელფერს იძენს, ქუთუთოები შეშუპებულია, კანი – გაუფერულებული. 

გგონიათ, რომ შუადღისას ერთი საათი წაძინება შემდგომში ენერგიით აგავსებთ?! სინამდვილეში ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ინდივიდუალურ ბიორიტმზე. ბევრი ჩივის, რომ, რაც უნდა ადრე დაწვეს დასაძინებლად, დილით მაინც უჭირს ადგომა. თუ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, უმჯობესია, გვიან დაწვეთ და, სულაც არ არის აუცილებელი, შუადღემდე იძინოთ ან შუადღით „წაუძინოთ“.

ვინც ადრე დგება, ყოჩაღია – ეს არ არის მართალი. ალიონზე წამოხტომა მავნებელია, რადგან, ეს არღვევს ფიზიოლოგიურ რიტმს. მხნედ რომ იგრძნოთ თავი, დილის 8 საათზე ადრე არ უნდა ადგეთ.

ერთი უძილო ღამეც კი მავნებელია ჯანმრთელობისთვის – სინამდვილეში, უძილო ღამე აბსოლუტურად უვნებელია. არც ერთმა მეცნიერულმა გამოკვლევამ არ უჩვენა რაიმე გადახრა იმ ადამიანის ორგანიზმში, რომელმაც უძილო ღამე გაატარა. მთავარია, ქრონიკული გამოუძინებლობა არ დაგჩემდეთ.

 

ყურძენი აქტიურად ებრძვის ორგანიზმის დაბერების პროცესს

თავისუფალი რადიკალები უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ კანის, არამედ, ზოგადად, ორგანიზმის უჯრედებზე. კვლევების შედეგად, სპეციალისტებმა მავნე რადიკალებთან ბრძოლის საკმაოდ ეფექტური ხერხები შეიმუშავეს. კერძოდ, მათ მიაგნეს ეგრეთ წოდებულ ანტიოქსიდანტებს, ანუ, განსაკუთრებულ ნივთიერებებს, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ანადგურებენ და კანს დაბერებისგან იცავენ. ანტიოქსიდანტები კანის ღრმა შრეებში აღწევენ, იცავენ მათ გარემოს მავნე ფაქტორთა ზემოქმედებისგან, ჯანმრთელობას უნარჩუნებენ და აფერხებენ დაბერების პროცესს.

ყურძნის წიპწები, რომლის შემცველი კომპონენტი უხვად შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს – პოლიფენოლებს, ებრძვის დაბერების პროცესს. ეს ნივთიერება ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას; დაზიანებისგან იცავს კოლაგენურ და ელასტიკურ ბოჭკოებს, რომლებიც კანს ელასტიკურობასა და დრეკადობას ანიჭებს; ხელს უშლის კანის ქსოვილთა რღვევას და აფერხებს მათ ასაკობრივ ცვლილებებს.

ხილში შემავალი ბუნებრივი ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მათი ზემოქმედებით კანის ზედაპირული შრის მკვდარი უჯრედები უფრო აქტიურად ჩამოიფცქვნება, რისი წყალობითაც კანი უკეთ ინარჩუნებს სინორჩესა და სიჯანსაღეს. ალფა-ჰიდროქსიდული მჟავები ააქტიურებს კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს, მათი წყალობით კი ორგანიზმი ტენიანობას ინარჩუნებს.

C ვიტამინი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლის უნიკალური საშუალებაა. ასკორბინმჟავას გარეშე ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ცილა კოლაგენს.

კანის ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებელი შემაერთებელი ქსოვილების მუშა მდგომარეობის უზრუნველყოფაც სწორედ ამ ნივთიერებაზეა დამოკიდებული. C ვიტამინი, ასევე, ორგანიზმს მზის ულტრაიისფერი სხივების ნეგატიური ზემოქმედებისგანაც იცავს.

მწვანე ჩაის ფოთლები, ყურძნის წიპწების მსგავსად, მდიდარია პოლიფენოლით, რომელიც კანის დაბერებას ანელებს და აქტიურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ანტიოქსიდანტური თვისებებით მწვანე ჩაი C ვიტამინის სერიოზული კონკურენტია. მისი გავლენით ძლიერდება ორგანიზმის დამცავი მექანიზმები.

კანის დაბერებას ხიზილალაც აფერხებს. მისი ამინომჟავური შემადგენლობა მეტად უახლოვდება ადამიანის კანის უჯრედთა ქიმიურ შემადგენლობას. ხიზილალა ყველაზე უკეთ ააქტიურებს და აღადგენს უჯრედთა ფუნქციას. ის მდიდარია იოდითა და თუთიით, რომლებიც შემაერთებელი ქსოვილის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს.

E ვიტამინი ადვილად აღწევს კანის ღრმა შრეებში, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აჯანსაღებს უჯრედებსა და ქსოვილებს, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და აფერხებს ორგანიზმიდან წყლის დაკარგვას, რითაც ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს.

ზღვის პროდუქტთა და წყალმცენარეთა ექსტრაქტები განსაკუთრებით სასარგებლოა და ეფექტური საკვები ნივთიერებებით კანის გაჯერების თვალსაზრისით. ამ ბიოექსტრაქტებს, რომლებიც ვიტამინების, მინერალებისა და ცილების უნივერსალური კომბინაციაა, უჯრედები ადვილად ითვისებს. მათი წყალობით კანი ინარჩუნებს ტენიანობას, ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს და ჯანსაღად გამოიყურება დიდი ხნის განმავლობაში.

скачать dle 11.3