კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ტრანსფერი ითვლება ყველაზე ძვირადღირებულად მადრიდული კლუბის ისტორიაში

მრავალსერიიანი ფილმი, სახელწოდებით „გარეთ ბეილის ტრანსფერი რეალში” დასასრულს მიუახლოვდა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ „ტოტენჰემის” უელსელ ვინგერში მადრიდულმა გრანდმა 100 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს ტრანსფერი 2013 წლის ზაფხულის ყველაზე ძვირად ღირებელ გარიგებად დასახელდა. მადრიდის „რეალი” ტრანსფერებში დიდძალ თანხებს რომ ხარჯავს, ყველასთვის არის ცნობილი. გთავაზობთ კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერების ტოპ-ათეულს.

 

ქარიმ ბენზემა – 35 მილიონი ევრო 2009 წელს „ლიონიდან”

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი „რეალმა” 2009 წელს შეიძინა. იმ წელს მადრიდელები ახალი გუნდის მშენებლობას იწყებდნენ და ბენზემა ახალი ფორმაციის „რეალის” დამრტყმელი ძალა უნდა გამხდარიყო. ქარიმი შედეგიანობით გამოირჩევა, იგი ხშირად ხვდება ძირითად შემადგენლობაში და, ახალი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ნდობითაც სარგებლობს, თუმცა, ამის მიუხედავად, არ წყდება საუბრები გუნდიდან მის შესაძლო წასვლაზე. წელს ბენზემას ყიდვის ორი რეალური ფავორიტი იყო გამოკვეთილი – „არსენალი” და „იუვენტუსი”, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და ქარიმი გუნდში რჩება.

ნიკოლა ანელკა – 35 მილიონი ევრო 1999 წელს „არსენალიდან”

ნიკოლა ანელკა „რეალში” გადასვლის მომენტში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა. „რეალში” მისი გადასვლა ვისენტე დელ ბოსკეს პერიოდში მოხდა, როდესაც „რეალი” ნელ-ნელა ყალიბდებოდა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებისგან შემდგარ ანსამბლად. ანელკამ დიდი წვლილი შეიტანა „რეალის” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებაში 2000 წელს, მაგრამ, გუნდის ლიდერად ვერ იქცა. ანელკამ მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და „პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა.

ჩაბი ალონსო – 35,4 მილიონი ევრო 2009 წელს „ლივერპულიდან”

მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, ჩაბი ალონსო, ესპანეთის ნაკრებისა და „რეალის” ნახევარდაცვის ლიდერია. „ლივერპულში” გატარებული ხუთი წლის შემდეგ, იგი მანუელ პელეგრინის პერიოდში შეიძინა „რეალმა” და ლივერპულელებს საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადა. ამბობენ, რომ ალონსოს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა „ლივერპულის” მაშინდელ მწვრთნელთან, რაფაელ ბენიტესთან და ამან დააჩქარა მისი ტრანსფერი მადრიდელთა სუპერკლუბში, რომლის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელადაც ითვლება ამჟამად.

არიენ რობენი – 36 მილიონი ევრო 2007 წელს „ჩელსიდან”

ჰოლანდიელი შემტევი, რომელიც ხშირი ტრავმებით გამოირჩევა, ბერნდ შუსტერის მწვრთნელობის პერიოდში მოვიდა. ორი სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ 50-მდე მატჩში ითამაშა და 11 ბურთი გაიტანა. აბრამოვიჩის „ჩელსიდან” დიდი ზარ-ზეიმით გადმოსული რობენი ვერ იქცა მადრიდის გმირად და ორი სეზონის შემდეგ იგი მიუნჰენის „ბაიერნს” მიჰყიდეს, სადაც მან ფრანკ რიბერისთან ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შეტევის ტანდემი შექმნა.

დევიდ ბექჰემი – 37,5 მილიონი ევრო 2003 წელს „მანჩესტერიდან”

ლეგენდარული „გალაქტიკოსის” ერთ-ერთი ბოლო შენაძენი ინგლისელი დევიდ ბექჰემი იყო, რომელიც ალექს ფერგიუსონთან კონფლიქტის გამო წამოვიდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან”. ბექჰემმა ოთხი წელი გაატარა „რეალში” და 2007 წელს დიდი წვლილი შეიტანა მის გაჩემპიონებაში, მიუხედავად იმისა, რომ ფაბიო კაპელო არ სწყალობდა ინგლისელ ნახევარმცველს და ძირითადად შეცვლებზე ათამაშებდა. სწორედ „რეალიდან” წავიდა ბექჰემი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც წარმატებულად იასპარეზა და ევროპაში კარიერის დასასრულებლად დაბრუნდა „პარი სენ-ჟერმენში” 2013 წლის ზამთარში.

რონალდო – 45 მილიონი ევრო 2002 წელს „ინტერიდან”

თითქმის ორწლიანი ტრავმიანობის შემდეგ, დიდ ფეხბურთში დაბრუნებულმა რონალდომ საუცხოოდ ჩაატარა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, მოიპოვა მუნდიალის გამარჯვებულის ტიტული და მადრიდული გრანდის ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდა. ფლორენტინო პერესმა 45 მილიონი ევრო გადაუხადა მასიმო მორატის და „კიჭა” თავისთან გადაიყვანა, სადაც ზიდანთან, რაულთან, ფიგუსთან, რობერტო კარლოსთან და სხვებთან ერთად, „გალაქტიკოსად” წოდებული ლეგენდარული „რეალი” შეიქმნა. რონალდოს კარიერამ დაღმასვლა სწორედ „რეალიდან” წამოსვლის შემდეგ დაიწყო.

ლუიშ ფიგუ – 60 მილიონი ევრო 2000 წელს „ბარსელონიდან”

2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სატრანსფერო სკანდალი ლუიშ ფიგუს „ბარსელონიდან” მოსისხლე მტერთან – „რეალში” გადასვლას მოჰყვა. ფლორენტინო პერესის საარჩევნო დაპირება სწორედ ფიგუს გადაბირება იყო და, როგორც კი პერესი პრეზიდენტად აირჩიეს, მან შეასრულა დანაპირები – იმ პერიოდის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი გაჩარხა. ფიგუს გადასვლა „რეალში” შოკის მომგვრელი იყო კატალონიელი გულშემატკივრებისთვის. ტრანსფერიდან „რეალის” პირველი სტუმრობის დროს „კამპ ნოუზე,” „მოღალატე” ფიგუს ღორის თავებს უყრიდნენ ტრიბუნებიდან. 

კაკა – 65 მილიონი ევრო 2009 წელს „მილანიდან”

„რეალის” არსებობის ისტორიაში ყველაზე უიღბლო ტრანსფერი. კაკა იმ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და „მილანის” ლიდერი იყო. მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ მადრიდში, თუმცა, ბრაზილიელმა იმის ნახევრის ჩვენებაც კი ვერ მოახერხა, რასაც „მილანში” აჩვენებდა. კაკამ ვერც ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და ვერც ლიდერული თვისებები გამოავლინა. იგი თავისი თანაკლუბელების ჩრდილქვეშ მოექცა და, სავარაუდოდ, შესაძლოა, ამ მასალის გამოსვლის მომენტში, ის უკვე სხვა კლუბის წევრიც კი გახდა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კაკაზე პრეტენზიას „მილანი” და რამდენიმე ინგლისური კლუბი აცხადებდა.

ზინედინ ზიდანი – 74,5 მილიონი ევრო 2001 წელს „იუვენტუსიდან”

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, ზინედინ ზიდანის გადმოსვლა „რეალში,” ფიგუს ტრანსფერის შემდეგ, „რეალის” მეორე დიდი შენაძენი იყო. ფლორენტინო პერესი ახალი გუნდის მშენებლობას იწყებდა და ზიდანი გუნდში „ხერხემლის“ ფუნქციის შესასრულებლად მოიწვიეს. პერესს ერთხელაც არ უნანია ფრანგ ნახევარმცველში გადახდილი თანხა. ცნობისთვის, ჯერჯერობით უკანასკნელი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში, რომელიც 2002 წლით თარიღდება, სწორედ ზიდანის ჯადოსნურმა გოლმა მოუპოვა „რეალს”.

კრიშტიანუ რონალდუ – 94 მილიონი ევრო 2009 წელს „მანჩესტერიდან”

კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი „რეალში” მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ გარიგებად ითვლება. „რეალის” უკანასკნელი წარმატებები სწორედ პორტუგალიელის სახელს უკავშირდება; ის არის საუკეთესო მეგოლე და ყველაზე სახიფათო მოთამაშე. ამბობენ, რომ კონტრაქტის დასრულების შემდეგ რონალდუ „მანჩესტერში” დაბრუნდება, თუმცა, მანამდე მისი მთავარი მიზანი „რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაში წარმატების მიღწევაა. 

скачать dle 11.3