კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მესამე სართულიდან ჩამოვარდნილი ბავშვი

(დედის მონაყოლი თავისი პატარა ვაჟიშვილის შესახებ)

 

„ეს ამბავი ჩემს ვანიას შეემთხვა, როდესაც იგი შვიდი წლისა იყო. ვანია მეტისმეტად ცელქი და დაუდეგარი ბავშვი გახლდათ. ერთხელ მე ის ჩაიზე დასაპატიჟებლად გავგზავნე თავის ნათლიასთან, რომელიც ჩვენგან ოდნავ მოშორებით, ხუთსართულიან სახლში ცხოვრობდა.

ვანიამ ქუჩა გადაჭრა, მესამე სართულზე ავიდა. რადგან პატარა იყო და ზარის ღილაკს ვერ მისწვდა, კიბეების მოაჯირზე შედგა და, ის იყო, ღილაკისთვის თითი უნდა დაეჭირა, რომ ფეხი დაუცდა და კიბეების ჭრილში ჩავარდა.

მოხუცმა შვეიცარმა დაინახა, რომ ბავშვი ტომარასავით დაენარცხა ბეტონის იატაკს. ის კარგად იცნობდა ჩვენს ოჯახს და ამ საშინელების დანახვისას, ჩვენი სახლისკენ გამოქანდა ყვირილით.

ჩვენ ყველანი თავქუდმოგლეჯილები გავექანეთ შემთხვევის ადგილისკენ, მაგრამ, როდესაც ნათლიის სახლს მივუახლოვდით, დავინახეთ, რომ ვანია თვითონ მოდის ჩვენს შესახვედრად.

– ვანია, შვილო, ცოცხალი ხარ? – მივვარდი და გულში ჩავიკარი, – აბა, მითხარი, სად გტკივა?

– არსად არ მტკივა. უბრალოდ, ნათლიასთან ზარს ვრეკავდი და ქვემოთ ჩავვარდი. იატაკზე რომ დავეცი და ვერ ვდგებოდი, უცებ ჩემთან ის მოხუცი მოვიდა, თქვენს საძინებელში, სურათზე რომაა დახატული. ჯერ წამომაჯინა, მერე ფეხზე დამაყენა და მითხრა: „კეთილად გევლოს. გასწი ახლა და აღარ დაეცე ხოლმე!“ მეც წამოვედი, ოღონდ, ის კი აღარ მახსოვს, ნათლიასთან რატომ გამგზავნეთ.

ამის შემდეგ ვანიას მთელი დღე და ღამე ეძინა და სრულიად ჯანმრთელი წამოდგა ფეხზე. რაც შეეხება საძინებელს, ვანიამ რომ ახსენა, იქ ჩვენი წმიდა სერაფიმე საროველის ხატი გვეკიდა...“

 

კიბოთი დაავადებულის განკურნება

1927 წელს წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის ლოცვით განიკურნა ებრაელი მოსე კალმანოვიჩი, რომელმაც შემდეგ ქრისტიანობა მიიღო.

დალაქი მოსე კალმანოვიჩი კუჭ-ნაწლავის კიბოთი იყო დაავადებული. ყოველგვარმა მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა. ავადმყოფობა დღითი დღე ძლიერდებოდა, საკვებად მხოლოდ სითხის მიღება თუ შეეძლო. ბოლოს ცოლთან ერთად მოსკოვში ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში სამკურნალოდ გაემგზავრა. ხანგრძლივი და გულდასმით გამოკვლევის შემდეგ, ექიმმა კალმანოვიჩის ცოლს უთხრა, რომ ავადმყოფი მხოლოდ ორ კვირას თუ იცოცხლებდა და შინ დაბრუნება ურჩია.

კლინიკიდან სახლში დაბრუნებისას, გზად წმიდა პანტელეიმონის სამლოცველოს ჩაუარეს. კალმანოვიჩმა მასში შესვლა მოისურვა. ცოლი დაბეჯითებით უმტკიცებდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რადგან ეს მათ რელიგიას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ, ავადმყოფმა თავისი გაიტანა და სამლოცველოში შევიდა. იმ დროს იქ  საზოგადო ლოცვა აღესრულებოდა. კალმანოვიჩი მივიდა წმიდა პანტელეიმონის ხატთან, დაიჩოქა და ღვთისმსახურების დამთავრებამდე არ ამდგარა. შემდეგ მიეახლა ხატს და ცრემლმორეული ემთხვია. სამლოცველოდან გამოსულმა კი ცოლს უთხრა: „სრულიად ჯანმრთელი ვარ, არაფერი მაწუხებს. ახლავე დავბრუნდეთ კლინიკაში და შევამოწმოთ“.

როდესაც პროფესორმა ავადმყოფის დაბრუნების შესახებ შეიტყო, განაცხადა, რომ მის მიერ დასმული დიაგნოზის გადამოწმება საჭიროდ არ მიაჩნდა, მაგრამ, ავადმყოფის მომაბეზრებელი თხოვნის შემდეგ თავის ერთ-ერთ ასისტენტს დაავალა, გაესინჯა იგი. ასისტენტმა კალმანოვიჩს დაავადების რაიმე ნიშანიც ვერ აღმოუჩინა და ამის შესახებ პროფესორს მოახსენა. პროფესორმა დაეჭვებით გადახედა მას და თქვა: „ან ეს კაცია შეშლილი, ან თქვენ“. მან კვლავ გასინჯა ავადმყოფი, სახეზე გაოცება აღებეჭდა და ასისტენტს უთხრა: „მართლაც, აბსოლუტურად ჯანმრთელია“.

ამ საოცარი განკურნების მიზეზი მხოლოდ კალმანოვიჩმა იცოდა. მშობლიურ სოფელში დაბრუნებული, დაუყოვნებლივ წავიდა ეკლესიაში და მოინათლა. ახლად მონათლულმა მოძღვარს უთხრა, რომ მზად იყო, ქრისტესთვის თავიც გაეწირა.

წიგნიდან „მართლმადიდებლური სასწაულები მეოცე საუკუნეში“ (პირველი კრებული)

скачать dle 11.3