კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მითხრეს, რომ ზიარების წინადღით, საღამოს რვა საათის შემდეგ, აღარ უნდა მივიღოთ საჭმელი. რამდენად მართალია ეს?

პასუხი: ისინი, ვინც ზიარების წინა საღამოს ვახშმისგან თავს იკავებენ, კარგად იქცევიან. საეკლესიო კანონიკით კი ამ დღეს ღამის თორმეტი საათის შემდეგ აღარ შეიძლება არც საზრდოს მიღება და არც წყლის დალევა.

კითხვა: ვართ ხანშიშესული ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმარი. როგორც გვითხრეს, ჩვენი ქორწინება რომ უფლისგან იყოს ნაკურთხი, ჯვარი უნდა დავიწეროთ. გვაინტერესებს, ჯვრისწერა მაინცდამაინც ეკლესიაში უნდა შესრულდეს?

პასუხი: ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმრის კავშირი მართლაც არ არის უფლისგან ნაკურთხი. ჯვრისწერა აუცილებელია, ამასთან, მართლაც მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიაში, რადგან, სჯულის კანონში წერია, რომ ჯვრისწერა მხოლოდ იქ აღესრულება, სადაც არის ტრაპეზი, ანუ, სადაც უფლისთვის წირვა-ლოცვა შეიწირება.

კითხვა: რითია სასარგებლო ნაკურთხი წყლისა და სეფისკვერის მიღება?

პასუხი: როდესაც მორწმუნე ნაკურთხ წყალსა და სეფისკვერს იღებს, მას არ ეკარება ბოროტი სული, ხორცი იკურნება, გონება ნათლდება უფლის სამსახურისთვის და ადამიანი განეწყობა მარხვისთვის, ლოცვისთვის და სხვა კეთილზნეობისთვის.

კითხვა: მოძღვარი ეკლესიაში კვერექსებს კითხულობს. გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა არის „კვერექსი“?

პასუხი: კვერექსები – ეს არის მოკლე ლოცვები, რომლებსაც კითხულობს მღვდელი ან დიაკვანი. დიდი კვერექსი იწყება სიტყვებით: „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.

скачать dle 11.3