კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

უფალმა შეისმინა ლოცვა

ერთხელ ღირსმა ეფრემმა მესოპოტამიაში, ქალაქ ედესაში გადაწყვიტა წასვლა და უფალს ასეთი თხოვნით მიმართა: „უფალო იესო ქრისტე, ღირს-მყავ, ვიხილო შენი ქალაქი, ხოლო შესასვლელთან ისეთი კაცი შემახვედრე, რომელიც ჩემი სულის სასარგებლოდ წმიდა წერილის შესახებ გამესაუბრება“.

როდესაც ქალაქს მიუახლოვდა, ჭიშკართან დედაკაცს შეხვდა. მისმა დანახვამ დაამწუხრა და გონებით უფალს მიეახლა: „უფალო, რად არ შეისმინე ვედრება მონისა შენისა, როგორ გამესაუბრება იგი წიგნიერი სიბრძნის შესახებ?“

ქალი კი იდგა და შეჰყურებდა. წმიდა ეფრემმა ჰკითხა: „მითხარი, დედაკაცო, რისთვის დგახარ და კადნიერად შემომცქერი?“

მან უპასუხა: „მე იმიტომ გიყურებ, რომ დედაკაცი მამაკაცისგან შეიქმნა, ხოლო შენ მე კი ნუ მიყურებ, მიწას დახედე, რისგანაც თვითონ ხარ შექმნილი“.

ეს რომ გაიგონა, ეფრემმა ადიდა უფალი, რომელმაც დედაკაცს ასეთი გონიერება მიანიჭა და მიხვდა, რომ უფალმა შეისმინა მისი ლოცვა.

 

ადამიანთა საქმენი

ამბა არსენი ყვებოდა:

ერთ ბერს, თავისთვის სენაკში მჯდომარეს, ხმა ჩაესმა – მომყევი და გიჩვენებ კაცთა საქმეებსო. ისიც  ადგა და გაჰყვა ხმას. ხმამ მიიყვანა ეთიოპიელთან, რომელიც შეშას ჩეხდა. დაჩეხდა კაიძალს, მერე მის გადაზიდვას დააპირებდა და ვერ ერეოდა გუდურას. იმის მაგივრად, რომ ტვირთი შეემსუბუქებინა, ისევ ჩეხას განაგრძობდა და უფრო უმატებდა ნაპობს. ამას იქმოდა უსასრულოდ დიდხანს.

როდესაც ბერი გასცდა ეთიოპიელს, ხმამ ახლა ჭასთან მდგომი კაცი დაანახვა. მას წყალი ამოჰქონდა ჭიდან და გაბზარულ ჭურჭელში ასხამდა, საიდანაც ისევ ჭაში იქცეოდა.

მერე ხმამ უთხრა: წამოდი, ახლა სხვა რამესაც გაჩვენებო. ბერმა დაინახა ტაძარი და ცხენებზე ამხედრებული ორი ადამიანი. ხელთ გარდიგარდმო მორი ეპყრათ და ტაძარში შესვლას ლამობდნენ, მაგრამ, კარში ვერ ეტეოდნენ, მეწინავის პოზიციას კი არც ერთი არ თმობდა – არც ერთს არ სურდა, უკან გამდგარიყო, ამიტომაც, ორივე კარს მიღმა რჩებოდა.

ხმამ განუმარტა ბერს: ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თითქოს სიმართლის უღელს ეზიდებიან, მაგრამ, ამას სჩადიან ქედმაღლობით – არ სურთ თავის დამდაბლება, ქრისტესადმი მორჩილების გზით სიარული და ამიტომაც რჩებიან უფლის სამეფოს მიღმა. შეშის მჭრელი ნიშნავს მრავალი ცოდვით დამძიმებულ ადამიანს, რომელიც ცოდვათა მონანიების ნაცვლად, სხვა უსჯულოებას ამატებს ამ ცოდვებს; ხოლო, კაცი, რომელიც ჭიდან წყალს იღებს, ისეთ პიროვნებაზე მიუთითებს, რომელიც, თუმცა კი იქმს სიკეთეს, მაგრამ, მათში ავ საქმეებსაც გამოურევს, რითაც თავის კეთილად ნაღვაწსაც ღუპავს.

 

სინდისის დახშობა

კაცს თვალში მტვრის პატარა ნამცეცი რომ ჩაუვარდეს, თვალს აატკივებს. ასევე, სინდისი ამხილებს კაცს პირველ და მცირე შეცოდებისთვისაც კი. მაგრამ, უკეთუ კაცმა განაგრძო შეცოდება და სინდისის მხილება არ შეისმინა, მაშინ ის მიემსგავსება სირაქლემის კუჭს, რომელიც რკინასაც კი ინელებს. ასეთი „დამწვარი სინდისი“ შეიძლება შევადაროთ გაყინულ წყალს, რომელიც წინათ ნემსსაც ვერ იმაგრებდა, ახლა კი იმდენად გასქელდა, რომ რკინით დატვირთულ ურმებს უძლებს. კაცი, რომელიც ხშირად სცოდავს, ბოლოს ცოდვის შეგნებას კარგავს და სინდისი ეხშობა.

скачать dle 11.3