კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

თუშიშვილი

ქართული გვარების ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენს ტომის, ეროვნების ან სადაურობის, ანუ, წარმოშობის ადგილის აღმნიშვნელი გვარები.

გავრცობილი სახით გვხვდება, ასევე, საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სახელწოდებათაგან ნაწარმოები გვარები, მაგალითად: ქართველიშვილი გავრცელებული გვარია დასავლეთ საქართველოში, ნიშნავს „ქართლელის შვილს“ აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში გადასულს; იმერლიშვილი ქართველიშვილის საპირისპირო მნიშვნელობისაა და გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში; კახელიშვილი, თუშიშვილი, ფხოველიშვილი (ფხოვი ფშავის ძველი სახელწოდებაა, აქედან ჩნდება ფხოველი, ანუ ფშაველი და ასე შემდეგ).

„თუშიშვილის მიწა ესაზღვრება ბერუა ბერიშვილის მიერ თევდორე ბერიშვილისთვის მიყიდულ მიწას“ (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).

ჭიჭია თუშიშვილი შეტანილია ალავერდის ტაძრის საკომლოების ნუსხაში, მეჩვიდმეტე საუკუნეში.

ამავე ფუძისაა გვარები: თუშაბრამიშვილი, თუშმალიშვილი (თუშმალოვი), თუშურაშვილი, თუშური (თუშუროვი).

საქართველოში 871 თუშიშვილი ცხოვრობს: თელავში – 342, თბილისში – 231, გარდაბანში – 56. არიან სხვაგანაც.

ზაქაიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზაქა, რომელიც ზაქარიას შემოკლებული ფორმაა.

ზაქაიძეები გარისში გადასულან სოფლებიდან: წკერა და ზაქათკარი.

ხადის ხეობის სოფელ წკერაში მცხოვრები ზაქაიძეები იყოფიან გივიანად და კაციანად; ამავე ხეობის მეღურის მოსახლენი– ყატკუიანად და ჯაბაიანად; ბეგოთკარისა კი – ბაზიანად და გაჩალდიანად.

ამავე ძირისაა გვარები: ზაქარაშვილი, ზაქარიძე, ზაქიძე, ზაქარია, ზაქარაია, ზაქარეიშვილი, ზაქარიაძე, ზაქროშვილი.

საქართველოში 1 347 ზაქაიძე ცხოვრობს: თბილისში – 386, დუშეთში – 354, მცხეთაში – 212. არიან სხვაგანაც.

მაჭარაძე

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი მაჭარა. ეს სახელი მეტსახელადაც გვხვდება.

გვარი მაჭარაძე მეთექვსმეტე საუკუნიდან მოიხსენიება.

საქართველოში 847 მაჭარაძე ცხოვრობს: თბილისში – 207, ქუთაისში – 93, სამტრედიაში – 73. არიან სხვაგანაც.

გაგნიძე

გვარის ფუძეა მეტსახელი გაგანა.

1721 წლის აღწერაში მოიხსენიებიან გიორგი, პაატა და ხარება გაგნიძეები.

გაგნიძეები ასურეთში სოფელ ქლუხორიდან გადასახლებულან 1957 წელს.

საქართველოში 3 741 გაგნიძე ცხოვრობს: თბილისში – 1 559, ხაშურში – 309, თელავში – 298. არიან სხვაგანაც.

მოისწრაფეშვილი

გვარი გვხვდება ორი ფორმით, კერძოდ: მოისწრაფიშვილი და მოისწრაფეშვილი.

მათ პირველ საცხოვრებლად დაფიქსირებულია ლანჩხუთი.

მოისწრაფა, მოისწრაფე საკუთარი სახელია. დროზე ადრე დაბადებულ შვილზე ამბობენ – იჩქარე, ისწრაფე, მოისწრაფეო და აქედან წარმოიშვა ეს სახელიც.

საქართველოში 184 მოისწრაფეშვილი ცხოვრობს: ლანჩხუთში – 179, თბილისში – 3, ოზურგეთში – 2.

იტრიაშვილი

გვარის ფუძედ გამოყენებული იტრია დაფიქსირებულია, როგორც საკუთარი სახელი. ეს სახელი გვხვდება გვარში იტრიაშვილი და ეს ისტორიულ წყაროებშიცაა აღნიშნული. იტრია უძველესი სოფელიცაა.

ილია მაისურაძეს მიაჩნდა, რომ სოფელ იტრიიდან წასულებმა თან წაიღეს საკუთარი სოფლის სახელი იტრია და დაიწყო ახალი გვარის – იტრიაშვილების ათვლა.

სავარაუდოდ, ეს გვარი მეთვრამეტე საუკუნის შემდგომ გაჩენილი უნდა იყოს. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების საბუთებში იტრიაშვილი არ ჩანს.

იტრიაშვილი მცირერიცხოვანი გვარია.

საქართველოში 31 იტრიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 30, ბათუმში – 1.

კაჭახიძე

გვარის ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი კაჭა. ასევე, აქედანაა წარმოშობილი გვარები: კაჭარავა, კაჭახა, კაჭარი. კაჭარი უწყალო ადგილას რიყის მსგავსი ქვაცაა. 

საქართველოში 377 კაჭახიძე ცხოვრობს: თბილისში – 150, სამტრედიაში – 95, ქუთაისში – 80. არიან სხვაგანაც.

კოშაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოშა.

„ფიცეში მცხოვრებ კოშაძეს ჰყავს განაყოფი, რომელიც ერგო როინისა და მისი ბიძაშვილების – გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს”.

საქართველოში 690 კოშაძე ცხოვრობს: თბილისში – 281, კასპში – 236, გურჯაანში – 43. არიან სხვაგანაც.

მოლოდინაშვილი-მოლოდინი

გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სიტყვა ლოდინი.

პაპუნა მოლოდინაშვილი მოიხსენიება ამირბარ გოსტაბაშვილის ყმების ნუსხაში.

ამავე ძირისაა გვარი მოლოდინი.

საქართველოში 153 მოლოდინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 77, სიღნაღში – 32, ლაგოდეხში – 22. არიან სხვაგანაც.

120 მოლოდინი.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3