კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გარემოში უწევს ცხოვრება ირმა გიგანს და რაში უგებენ ის და მამუკა ჩარკვიანი ერთმანეთს თვალებით

ის საოცრად ნიჭიერი პიანისტია, ვირტუოზი, დადებითი ემოციებით სავსე არა მხოლოდ სცენაზე, არამედ, სცენის მიღმაც – პირად ურთიერთობაში. ირმა გიგანი ჯერ კიდევ 5 წლის იყო, როდესაც სოლო კონცერტი გამართა და მას შემდეგ არაერთი წარმატება მოუტანა საკუთარ თავს, ოჯახსა და ჩვენს ქვეყანას. დღეს ირმა უკვე კონსერვატორიის სტუდენტია და ახლო მომავალში არაერთი კონცერტის გამართვას გეგმავს როგორც უცხოეთში, ასევე, საქართველოში.

ირმა გიგანი: წელს სკოლა ექსტერნად დავამთავრე და ჩავაბარე კონსერვატორიაში, ქალბატონ მანანა დოიჯაშვილის კლასში. ძალიან მიყვარს ჩვენი კონსერვატორია, არაჩვეულებრივი გარემოა, პროფესიონალი პედაგოგები; მათთან ბავშვობიდან მიწევს ურთიერთობა, ბავშვებს ხომ თითქმის ყველას ვიცნობ – ჩემი სამეგობროა. ახლა უკვე ვემზადები კონცერტებისთვის, ოღონდ, ჯერჯერობით თარიღი არ ვიცი. ასევე, ვგეგმავ კონცერტს რუსეთში. შეიძლება, ისრაელშიც მქონდეს კონცერტი. 2009 წელს ბატონ ავნერ ბირონთან ერთად ისრაელში ჩავწერე დისკი – მისი დირიჟორობით შევასრულე მოცარტის 21-ე კონცერტი და, ასევე, სოლო პროგრამა. ამის შემდეგ ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, ხშირად დაგვიკრავს ერთად და კიდევ ვაპირებთ ერთად კონცერტის ჩატარებას. საბედნიეროდ, 5 წლის ასაკიდან არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან, პიროვნებებთან მიწევს ურთიერთობა. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობითა და საუბრით კი ხელოვანი ძალიან ბევრ რამეს სწავლობს. ბატონ ავნერთან ერთად ჩატარებული კონცერტი, განსაკუთრებით კი – მუშაობის პროცესი, ძალიან დასამახსოვრებელი იყო. არ შემიძლია, არ გამოვყო და სიცოცხლის ბოლომდე არ ვიყო ბატონ თენგიზ ამირეჯიბის მადლობელი, რომელიც წელს გარდაიცვალა და მასზე საუბარი ძალიან მიჭირს. მე მქონდა ბედნიერება, მასთან მესწავლა ოთხი წლის განმავლობაში – კვირაში ორჯერ მქონდა მსოფლიო დონის მასტერკლასები. ჩემთვის, ასევე, დიდი პატივია, რომ ვარ მის მოსწავლესთან, ქალბატონ მანანა დოიჯაშვილთან და მის სკოლას ვაგრძელებ. 

– რომელიმე კონცერტს გამოყოფდი? 

– ჩემთვის ყველა კონცერტი მნიშვნელოვანია და, ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, არც ერთ კონცერტზე არ ვთქვა უარი, რადგან, როცა რეკავენ ეს უკვე ბედნიერება და დიდი პატივია ჩემთვის. 5 წლის ვიყავი, როდესაც სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მქონდა სოლო კონცერტი და აქედან დაიწყო ყველაფერი. 6 წლის რომ გავხდი, იტალიაში წავედი, გრან-პრით ჩამოვედი და დამეწყო კონცერტები. მოსკოვში, თურქეთში, საფრანგეთში მქონდა კონცერტები; ისრაელში დისკი ჩავწერე; თბილისშიც ბევრი კონცერტი მქონდა. საბედნიეროდ, ყველა ქვეყნაში ძალიან თბილად მხვდებიან. წელს გერმანიაში ვიყავი და იქ ისეთი ტაში, სითბო, გულთბილი სიტყვები მივიღე... საქართველოში როცა გაქვს კონცერტი, მაინც სახლში ხარ, შენი ქვეყანაა და, ამიტომ, კიდევ უფრო გემატება პასუხისმგებლობა. ალბათ, ბუნებრივი იქნება, რომ ვთქვა: აქ დაკვრა უფრო მიყვარს. თუმცა, კონცერტებს ვერ გამოვყოფ, რადგან, ყველგან ერთნაირი ემოციითა და პასუხისმგებლობით გავდივარ.

– როგორც ვიცი, ბატონი ჯანსუღი მოგყვება ხოლმე უცხოეთში გასტროლზე.

– ბაბუ ისრაელში გამომყვა და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეები იყო – იერუსალიმში ვიყავით, ქრისტეს საფლავთან საოცარი ემოცია გვქონდა... მე არც მეგონა, თუ ბაბუ ჩემ გამო წამოვიდოდა და ერთი თვე გაძლებდა უცხო ქვეყანაში. გაოცებული ვიყავი, რადგან, არ შეუძლია საქართველოს გარეშე, სულ ბუზღუნებს ხოლმე.  ისეთი ემოციებით დაგვხვდა ხალხი... თან, იერუსალიმი მოვილოცეთ და ძალიან კმაყოფილები ვიყავით ორივე. ბაბუც და ბებიაც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან, მამაზე და დედაზე აღარაფერს ვამბობ. როდესაც ბავშვი 5 წლიდან სერიოზულად უდგება საქმეს, თან, ასეთ პროფესიას ირჩევს, ძალიან მნიშვნელოვანია იღბალი, ანუ, ისეთი მშობლები უნდა გყავდეს, რომლებიც ამ ყველაფერში ხელს შეგიწყობენ. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მშობლები „შემხვდა,“ რადგან, არ ვიცი, არსებობს თუ არა რამე, რაც ჩემთვის არ გაუკეთებიათ დედას და მამას. ბაბუსთან და ბებოსთან რომ მოვდივარ, ეს კიდევ სულ სხვა სამყაროა. პატარა კონცერტებს ვმართავ ხოლმე და მერე საჩუქრებს ვიღებ ბაბუს ლექსით.

– მახსოვს ერთი საოცრად თბილი ლექსი, რომელიც ბაბუამ მოგიძღვნა და მერე მასზე მამუკა ჩარკვიანმა სიმღერა დაწერა.

– ამ მხრივ ძალიან განებივრებული ვარ. ბავშვობაში დამიწერა ეს ლექსი, რომელიც ძალიან გულისამაჩუყებელია, შემდეგ მამუკამ სიმღერა გააკეთა და ძალიან კარგი გამოვიდა. 

– როგორი ურთიერთობა გაქვს მამუკასთან?

– ახლოს ვართ, რადგან, ბევრ რამეში გვესმის ერთმანეთის. მე ამას მუსიკას ვაბრალებ, რადგან, მუსიკა ისეთი რამ არის, ყველას და ყველაფერს აერთიანებს. თან, მე და მამუკა ამ კუთხით ვგავართ ერთმანეთს. როცა ვუსმენთ, ორივე ერთსა და იმავე რამეს ჩავავლებთ ხოლმე და ამას თვალებით ვხვდებით. 

– როცა პატარა იყავი და რამდენიმე საათი გიწევდა მეცადინეობა, არ გიჭირდა 5 წლის ბავშვს ამის გაკეთება? 

– რომ ვთქვა, არ მეზარებოდა მეცადინეობა-მეთქი, მოგატყუებ. მქონდა ისეთი ასაკი, როდესაც ძალიან ვიღლებოდი, მინდოდა მეგობრებთან ერთად ყოფნა, დაბადების დღეზე წასვლა. ნამდვილად არ მიმუშავია რვა-ათი საათი, ფიზიკურადაც არ შემიძლია. ზოგი ამას ახერხებს და ეს ძალიან დასაფასებელია, მეც რომ შემეძლოს, ძალიან ბედნიერი ვიქნები. როცა კონცერტები მაქვს, ძირითაადად, ოთხი-ხუთი საათი ვმეცადინეობ ხოლმე. როცა ხვდები, წინ რა გელის, ასევე, სცენაზე გასვლის გამო, ძალიან ბევრ რამეს თმობ. მე პატარა ასაკშივე გავაანალიზე ეს ყველაფერი  და, მივხვდი, რა იყო ჩემთვის უკეთესი. თან, ჩემს მშობლებს ჩემთვის არასდროს არაფერი დაუძალებიათ; ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ინიციატივით ხდებოდა. დედაჩემისგან და მამაჩემისგან რასაც მაქსიმალურად ვიღებდი – ეს იყო ხელშეწყობა, თანაც, ისეთი, რომ თავს ვალდებულად მივიჩნევდი, დავმჯდარიყავი და მემეცადინა. ახლაც ასე ვარ და, ალბათ, სულ ასე ვიქნები. მაგრამ, უპირველესად, ყველაფერი ჩემი სურვილიდან მომდინარეობდა, მეორე – ოჯახური სიტუაციიდან, რადგან, ჩვენს ოჯახში მუდმივად არის პოეზია, მუსიკა და ამის გარეშე ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელი იქნებოდა. 24 საათის განმავლობაში საოცარ გარემოში ვიზრდებოდი და ამ კუთხითაც ძალიან განებივრებული ვიყავი. ჩვენს ოჯახში ყოველი დღე განსაკუთრებული და თბილია. ყოველი დილა იწყება და მთავრდება იმით, რომ ერთმანეთს ვეუბნებით, როგორ გვიყვარს ერთმანეთი. შესაბამისად, ჩვენთან სტუმარი რომ მოდიოდა, ეს სიყვარული ხვდებოდა და ასე აქვს გატარებული მთელი ცხოვრება ბებოსაც, ბაბუსაც, დედასაც, მამასაც და მთელ ჩემს ოჯახს. ეს კი, არ შეიძლებოდა, არ დასტყობოდა პოეზიასა და მუსიკას, აქედან გამომდინარე, მეც შემიტყუეს ამ სფეროში. 

– მეგობრებთან ერთად ყოფნას ახერხებ?

– ვერ ვიტყვი, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ძალიან ხშირად ვარ. საბედნიეროდ, ნიჭიერი მეგობრები მყავს, თან, ძალიან კარგი ადამიანები და, ვცდილობ, მათთან ერთად გავატარო დრო. ისინი ჩემთან დადიან კონცერტებზე, მე – მათთან და ასე მაინც ვახერხებთ ერთად ყოფნას. თუმცა, ხშირად მიწევს სადღაც წასვლაზე უარის თქმა.

– როგორი ბავშვი იყავი? ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ. 

– ბავშვობიდან მახსოვს დედაჩემი სულ ამბობდა: სახლში მუშკაა, სცენაზე – ირმაო.

– რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?

– ხასიათით. სახელებსაც ეტყობა, რითაც განსხვავდებიან. ხასიათი ცოტა სვანური მაქვს და ეს ჩემთვის საამაყოც არის, ჰოროსკოპით „ვერძი“ ვარ და, შესაბამისად, საშინლად ჯიუტი. ხანდახან მხვდება ეს წინ, ხანდახან – არა და ვცდილობ, ეს თვისება გამოვასწორო. საერთოდ, მშვიდი ვარ და, ვფიქრობ, რომ ჩემში ბევრი პიროვნებაა თავმოყრილი. როცა ადამიანს შეუძლია, რახმანინოვი სხვანაირად დაუკრას, შოპენი – სხვანაირად, ბეთჰოვენი კი – სხვანაირად, ეს იმას ნიშნავს, რომ, შეიძლება, მას სხვადასხვანაირი ხასიათი ჰქონდეს. ანუ, ცვალებადი ადამიანი ვარ და ეს ჩემს დაკრულსაც ეტყობა. გარდა ამისა, ძალიან ემოციური ვარ, თუმცა, ამაში სიბრაზეს არ ვგულისხმობ. 

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებში?

– არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. იმდენად ვარ მუსიკაში ჩართული, ამ თემაზე არ ვფიქრობ. სიყვარული ისეთი რამ არის, რომ ყველაფერს ეხება – მუსიკასაც და ადამიანსაც.

скачать dle 11.3