კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ვარლამ ნიკოლაძე „ვარლამ ხოჯა“ და თურქული სერიალების მაფიოზი

ვარლამ ნიკოლაძე თბილისიდან 90-იან წლებში წავიდა. თურქეთში მოტყუებით ჩასული, სრულიად მარტო დარჩა და უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა. ქართველმა, რომელმაც ერთი თურქული სიტყვაც არ იცოდა, შემდგომში თურქეთში საკუთარი თეატრი დააფუძნა; მთელ მსოფლიოში ცნობილ თურქულ სერიალებში როლები მიიღო. მას ოთხი ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ გამორჩევით ქალიშვილი – ტატა უყვარს; უფროსს კი – გიორგის, რომელსაც ქართველი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, ხშირად ეჩხუბება და შემოქმედებას უწუნებს.

ვარლამ ნიკოლაძე: მაშინდელი სიტუაცია 90-იანების შენს თაობას, ალბათ, კარგად არ ემახსოვრება. აღარ მინდოდა მანდ ყოფნა – პატარა ქალაქია და პატარა ქალაქში უამრავი სისულელე მოხდა. მერე, იმის გამო, რომ იმ პროცესებში აქტიურად ვიყავი ჩართული, დამაბრალეს ათასი სისულელე – დასახვრეტთა სიები ჰქონდა შედგენილიო. ძალიან მეტკინა გული. თბილისიდან ერთხელ ტელევიზიის ჟურნალისტები იყვნენ ჩამოსულები, ჩემზე და ჩემს თეატრზე სიუჟეტი გააკეთეს და ბოლოს მეუბნება ჟურნალისტი: რა კარგი და თბილი ადამიანი ხართ და, მართალია, თქვენზე რომ ამბობენ, დასახვრეტთა სია ჰქონდა შედგენილიო? კი-მეთქი, – მშვიდად ვუპასუხე, – ერთკაციანი სია იყო და ის მყავდა შეყვანილი, ვინც ეგ ჭორი მოიგონა-მეთქი (იცინის). ახალ, 1992 წელს უკვე თურქეთში შევხვდი. ისე მწყდება თბილისზე გული... არაჩვეულებრივია, სულ სხვანაირია თბილისი – საბჭოთა, შავბნელ დროსაც კი, მაგრამ, დღეს რომ ჩამოვდივარ, აბსოლუტურად სხვა სურათს ვხედავ. თავიდან ყოველთვე მიწევდა გადასვლა-გადმოსვლა, ტურისტული ვიზით ვიყავი და ძალიან გავწვალდი. თბილისში საშინელება ხდებოდა, მახსოვს, ხალხს საჭმელი არ ჰქონდა. ერთხელ, ჩემს შვილთან მივდიოდი და თავისუფლების მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავედი. ჩემ წინ ხნიერი კაცი მიდიოდა, საკმაოდ შელახული ლაბადით. კიბეზე რომ ჩავედით, დაიხარა და კინაღამ ზედ გადავაწყდი. იმ კაცს არც შეუმჩნევია, რომ დავეჯახე, ძირს დაგდებული პურის პატარა ნაჭერი აიღო, სულიც არ შეუბერავს, ისე ჩაიდო პირში და შეჭამა – კინოში  ნანახი კადრივით მახსოვს. არც მერე იყო კარგი სიტუაცია – ნაწილი გრიალებს, უმრავლესობა კი ისეა გამათხოვრებული, აღარ იცის, თავი რით ირჩინოს.

– თქვენ ამბობდით, რომ მგზნებარე ანტიშევარდნაძისტი იყავით.

– ახლაც ვარ. არავინ არ ვიყავით მზად, რომ დამოუკიდებლად გვეცხოვრა, თორემ, მიტინგებზე ჩვენც ძალიან აქტიურად დავდიოდით. არავინ არ იცოდა, როგორ უნდა ემართა ქვეყანა და ყველა ნაღმზე ავფეთქდით. ზვიადმა იცოდა, იატაკქვეშეთიდან როგორ უნდა ებრძოლა, მაგრამ, დღის შუქზე რომ გამოვიდა, გაუჭირდა მერე. გენიალური კაცია ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ გარემოცვა არ მომწონს მისიც. მიტინგებს  რაც შეეხება, მუდმივად დავდიოდი, მიმყავდა კიდეც მიტინგი, თუმცა, 9 აპრილის ღამეს იქ არ ვყოფილვარ, ამერიკაში ვიყავი წასული – მაშინ გვქონდა ბედნიერება, შტატებში წავსულიყავით. ჩვენთან ერთად იყო ხელოვნების სკოლიდან წამოსული ნინიკო სურგულაძე – გაგიჟდა ხალხი, ლაიზა მინელის სჯობდა. მოკლედ, ვართ გახარებულები, ბედნიერები და, ტელევიზორში ვხედავ 9 აპრილის კადრებს, გარდაცვლილებში გამოაცხადეს მზია ჭინჭარაძეც  – ჩემი ახლობელი, გამოვვარდი თავქუდმოგლეჯილი, თორემ, ვაპირებდი იქ დარჩენას.

– ომშიც ხომ არ დაგიპირებიათ წასვლა?

– არა! ტირის თოფის გარდა ხელში არანაირი იარაღი არ მჭერია არასოდეს – პნევმატური თოფით ხშირად მომიგია.

– თურქეთში როგორ აღმოჩნდით?

– მე ამერიკაში მინდოდა წასვლა, მქონდა შანსები... სახლიდან ფაქსებს ვგზავნიდი გაეროში, ბუტროს ბუტროს გალისთან... წერილებს (იცინის)... არც ერთი არ მისულა ადრესატამდე, ყველა სუკმა დაბლოკა. თურქეთში ნაცნობებმა წამომიყვანეს. მანამდე მთელი ერთი წელი სახლში ვიყავი გამოკეტილი – მომატყუეს, სასტუმრო გვაქვს, ქართული კულტურის ცენტრს ვხსნითო, მერე თვითონ დაიკარგნენ და მე დავრჩი აქ – უფულოდ, ერთი სიტყვა არ ვიცოდი თურქული და უკან დასაბრუნებელი ფულიც არ მქონდა. ტყავის ქურთუკების დუქანში დამლაგებლად ვმუშაობდი, რომ ლუკმაპური მეშოვა. მერე ვიღაცას შევეცოდე, ნახა, რომ სიმღერა და დაკვრა ვიცოდი და წამიყვანა ახალგახსნილ ამერიკულ ბარში. ბარის მეპატრონე დღემდე ჩემი უახლოესი ადამიანია. მატერიალურად გაუსაძლისი იყო პირველი ორი წელი, თან, თურქეთი დიდი ქვეყანაა, არის ფუნდამენტალისტური განწყობებიც და არის აბსოლუტურად ევროპული ნაწილიც – ჭრელი ქვეყანაა. სუფრის გაშლა, სიმღერა აქ დიდად არ უყვართ ასეთი რაღაცეები, რამდენიც გინდა, უკარი და უმღერე (იცინის), მაინცდამაინც დიდი რეაქცია არ აქვთ.

– თურმე, მეძავებით სავსე სასტუმროში ცხოვრობდით...

– კი, ასე იყო. ორდოლარიან, საშინელ სასტუმროში ვცხოვრობდი, რომელიც, ძირითადად, პროსტიტუციით იყო დაკავებული. სხვათა შორის, ქართველი მეძავებიც ბევრნი იყვნენ იქ. ვუყურებდი და ნერვები მეშლებოდა, მაგრამ, რას ვეტყოდი, ხომ არ მივიდოდი და ვცემდი?! აქ ქართველი ქალი ვინც ჩამოდის, უმრავლესობა მაგ საქმით არის დაკავებული; ძალიან იშვიათად, რომ ვინმე პატიოსნად შრომობდეს და ჭიკარტებსა და ნიორს ყიდდეს! უკვე აღარ შემეძლო იქ გაძლება. მერე იმ ბარის მეპატრონემ ბარის თავზე მიქირავა შესანიშნავი დუპლექსი – დიდი მადლობელი ვარ ბატონი ერქანის.

– თურქული საერთოდ არ იცოდით, არა?

– არც ერთი სიტყვა, მაგრამ, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ 500-მდე თურქული სიტყვა ვიცი – თურმე, ქართული  რომ მგონია – „ფენჯერ“, „საათ“, „ქირა“ და ასე შემდეგ, თურქული სიტყვები ყოფილა. უკვე სამ თვეში თარჯიმნობას ვწევდი „ბაინდერ ჰოლდინგის“ ხელმძღვანელობისთვის.

– ამჟამად იზმითში ვცხოვრობო, მითხარით.

– ბევრგან ვცხოვრობდი მანამდე – ტრაპიზონში, სტამბულში, იზმირში... სტამბულში ცხოვრება საშინელებაა: მუდმივად პოლიტიკური პროტესტი, ყოველდღე არეულობა – სულ დადიან, აბრახუნებენ დოლებზე, ყვირიან. გავიქეცი სტამბულიდან. იზმითი ზესტაფონისხელა ქალაქია,  მაგრამ, აქაურ დონეზე როდის მოვა საქართველო, არ ვიცი! რომ გვგონია, ქართველები უფრო განვითარებულები ვართ, არ არის ეგრე საქმე. 

– თქვენ „ეზელსა“ და რამდენიმე ცნობილ თურქულ სერიალში ითამაშეთ.

– „ეზელში“ მაფიოზის როლი ვითამაშე – პირველ სერიალში როლი ჩემმა სტუდენტებმა შემომთავაზეს. ძალიან საინტერესო სცენარი იყო, კრიალოსნების დამამზადებელ ბრმა ოსტატს ვთამაშობდი, რომელიც ბატონს რჩევებს აძლევდა (იცინის). დამირეკეს და მითხრეს: „ვარლამ ხოჯა“ („ხოჯა“ მასწავლებელს, ბატონს ნიშნავს), ასეთი და ასეთი როლი გვაქვს და თუ ითამაშებთ. თუ ამ როლს თქვენ არ ითამაშებთ, სერიალს წარმოებაში არ ჩავუშვებთო. ამ ბრმის როლთან  დაკავშირებით საინტერესო რაღაც შემემთხვა:  ერთხელ ავტოფარეხიდან მანქანით გამოვდივარ და წინ გადამიდგნენ მეზობლები (საერთოდ, ასეთი რამ იქ არ ხდება). მოვიდა ერთი, მიყურებს, მაკვირდება, მერე მხარზე ხელი მომითათუნა და თანაგრძნობით მკითხა: „აბი (რაც ძალიან პატივსაცემი მიმართვაა თურქეთში), ალბათ, ძალიან ძნელია მანქანის მართვა, არა?“ (იცინის). თურმე, ნუ იტყვით, ისე მითამაშია ეს როლი, მართლა ბრმა ვეგონე (იცინის). „ეზელში“ მაფიოზის როლი მქონდა, რომელიც ახალი სახეა – გვიან შემოდის სერიალში და მანამდე არსებულ ყველა სერიოზულ მაფიოზს ანადგურებს. უმაღლესი რეიტინგი ჰქონდა „ეზელს“. იყო კიდევ რამდენიმე როლი სერიალებში.

– ქუჩაშიც გცნობენ, ალბათ...

– დიახ. განსაკუთრებით „ეზელის“ მერე – მოდიოდნენ, მელაპარაკებოდნენ... ბავშვები, დიდები – ყველანი.

– სულ კრიმინალის როლებს რატომ გაძლევდნენ, ქართველებზეა ასეთი სტერეოტიპი? 

– არა, უბრალოდ, ეს ჩემი „მურტალი სიფათის“ გამო ხდება ხოლმე (იცინის). სახეზე რომ შემომხედავს ადამიანი, ალბათ, ვერც წარმოვუდგენივარ სხვა როლში. ვიხვეწებოდი, რამე კომედიური როლი მომეცით-მეთქი – მისტერ პიტკინივით (იცინის). იმდენი ვიშრომე, მაგიდას ვახტებოდი და ჰაერში ვჩერდებოდი... არა და არ მეღირსა. სერიალში იმპროვიზაციას მივმართე და თურქები გაგიჟდნენ – რა მაგარი არტისტი ხარო (იცინის) – ბანქო დავხიე ნერვიულობისგან სცენაში...

– შვილებზე მინდა გკითხოთ: ვიცი, რომ ხუთი შვილი გყავთ...

– დიახ, ხუთი შვილი მყავს ოთხი ქორწინებიდან და ყველა მეუღლეს ძალიან ნორმალური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან – აბა, სხვაგვარად როგორ იქნება?! ჩემი ვაჟი, დათოც აქ მუშაობს, კინემატოგრაფისტია. ყველაზე მეტად ტატა მიყვარს – ქალიშვილთან მაინც სხვა დამოკიდებულება აქვს მამას, სხვა სითბოა გოგო. გიორგის რაც შეეხება, სულ ვეჩხუბები – ნიჭიერია, მაგრამ, რაღაცეები არ მომწონს მის შემოქმედებაში. ვეუბნები, ეგრე თუ გააგრძელებ, აღარავინ მოგისმენს-მეთქი. მეჩხუბება ხოლმე – შენ რა გესმისო. უხ, მე მაგათი მამა! (იცინის).

скачать dle 11.3