კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოაწყო ბერა ივანიშვილმა მერიკო ადარვას გამო ალაფურშეტი და როგორ ცეკვავდა და ხტუნაობდა ის პრემიერის სასახლეში

„მოსკოვში დავიბადე, მამა ნიგერიელია, მის გვარზე ვარ – მარიამ ადარვა, ისე მერიკოს მეძახიან. დედა და მამა ერთად სწავლობდნენ ბელორუსიაში, იქ გაიცნეს ერთმანეთი და შეუღლდნენ. მერე მე დავიბადე და 3 თვის ვიყავი, თბილისში რომ ჩამომიყვანეს. მას შემდეგ სულ აქ ვცხოვრობ. მერე მამა წავიდა სამუშაოდ და დედაც გაჰყვა, მე კი ბებიასთან და დეიდასთან ვიზრდებოდი. დეიდა დედასავით მყავს, ყველაფერია ჩემთვის...“ – ეს არის ამონარიდი მერიკო ადარვას ძველი ინტერვიუდან. მერიკო, რომელიც 16 წლის ასაკში „მის თბილისი“ გახდა, იმდენად მხიარული ადამიანია, რომ მის გვერდით წუთითაც არ მოიწყენ. რაც მთავარია, მან ცოტა ხნის წინ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა და მომავალში მსახიობობას აპირებს. 

მერიკო ადარვა: მას შემდეგ, რაც „მის თბილისი“ გავხდი, სამოდელო სფეროდან ჩემზე მოთხოვნა უფრო გაიზარდა, მეძახდნენ ცნობილი დიზაინერების ჩვენებებზე. შენთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ „სიყვარულის ბალადაში“ გადამიღეს; ასევე, გადაღებები მქონდა „იმედის“ სერიალებში, ოღონდ, ეპიზოდურ როლებში, ახლა კი მთავარ როლებს ველოდები – ვნახოთ, რა იქნება. წელს სკოლა დავამთავრე და თეატრალურში ჩავაბარე სამსახიობოზე. გარდა ამისა, ბარმენად ვმუშაობ.

– ამ საქმეში გქონდა გამოცდილება?

– არანაირი. თავიდან ისეთ საშინელებებს ვაკეთებდი, ვინმე რომ არ შეწირვოდა ჩემს მომზადებულ კოქტეილებს, ჯერ მე ვსინჯავდი, ვიწამლებოდი და მერე სხვებს ვწამლავდი. ახლა უკვე კარგად გამომდის და ჩემი საფირმო კოქტეილიც მაქვს – „პრომო“, რომელიც მთელ ბარში ყველაზე ძვირიანი კოქტეილია. ისეთი სასმელია, როგორც კი სვამენ, მაშინვე ენერგიაზე მოდიან, წამებში თვრებიან და მეორე უნდებათ. 

– საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როდესაც ბართან მოდიან, კოქტეილს გიკვეთენ და შენ მერე ქართულად უწყებ საუბარს? 

– ერთი ბიჭი მოვიდა ბართან, არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში. დაჯდა ბართან და ინგლისურად მეუბნება, თუ შეიძლება, ვისკი დამისხიო. თავიდან ვერ გავიგე, რა მითხრა და ქართულად ვკითხე – რა გნებავთ-მეთქი. ამომხედა, იფიქრა: მომელანდაო, ისევ დახარა თავი და კიდევ ინგლისურად მკითხა რაღაც. მე ვუთხარი: ქართული კარგად ვიცი და რას იტანჯები-მეთქი. იცი, რა ქნა? მაშინვე ადგა –  იფიქრა, ჰალუცინაციები მაქვსო, რადგან, კითხულობდა: ასეთი რა დავლიე, რომ რაღაცეები მელანდებაო. ძლივს დავაწყნარე და გამოვიყვანე შოკიდან, დაცვაც კი უხსნიდა, არ გელანდებაო. კიდევ, ბერასთან ვიყავი ქასთინგზე და, არ იცი, იქ რეები მოხდა.

– რა მოხდა? რა ქასთინგზე იყავი?

– ამიკო ჩოხარაძე ჩემი მეგობარია. ერთხელაც დამირეკა – ბერა კლიპს იღებს, გოგონების ქასთინგი აქვს და მოდიო. ძალიან ბევრი გოგონა ვიყავით, მათ შორის, რამდენიმე ფერადკანიანიც. ჩემი რიგი რომ მოვიდა, შევედი ქასთინგზე და ამიკომ თვალი ჩამიკრა – ხმა არ ამოიღო, სანამ თვითონ არ დაგელაპარაკებაო. არადა, მე უნდა ამომეღო ხმა, უნდა მეთქვა ჩემ შესახებ რაღაცეები. ბერამ ინგლისურად მკითხა: ვინ ხარ, რატომ მოხვედი და რა გეხერხებაო. მე ქართულად ვუპასუხე: კლიპის ქასთინგზე მოვედი, ცეკვაც შემიძლია და, საერთოდ, ყველაფერი, რაც საჭიროა კლიპისთვის-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა და მხოლოდ ის თქვა: ახლა გარეთ უნდა გავიდეო. ისეთი გაწითლებული შემოვიდა, აშკარად, ბევრი იცინა. რომ დაბრუნდა, ისევ ინგლისურად დამელაპარაკა, მე კი ვუთხარი: ძალიან კარგად ვიცი ქართული, გრამატიკაც, თუ გინდა, კუთხურ დიალექტებზეც დაგელაპარაკები-მეთქი. გაგიჟდა ბიჭი, თან, იმდენი იცინა – ასეთი რამ არ გამიგიაო. ბოლოს, ჩემს პატივსაცემად ალაფურშეტიც კი მოაწყო, თან, სხვა გოგონებიც დაპატიჟა. ყველაფერი აინტერესებდა ჩემ შესახებ და მეც ვუთხარი, რომ ქართველი მყავდა დედა და საქართველოში გავიზარდე. ძალიან კარგი და საინტერესო დღე იყო, სასაცილოც, შოკირებული იყო ბიჭი. მაგრამ, პრემიერის რეზიდენციაში ისეთი ამბები შემემთხვა, რომ მოვყვე, მერე ყველა დამცინებს. 

– რა მოხდა ამისთანა? 

– საჭირო ოთახში დავაპირე შესვლა, იქვე ერთი კაცი იდგა და, რომ მივუახლოვდი, რაღაც მითხრა. ყურადღება არ მიმიქცევია, პირდაპირ შევედი. იქ ყველაფერი სენსორებზე იყო, ძლივს გავერკვიე. ბოლოს, ხელების დაბანას რომ ვაპირებდი, ვერსად ვნახე ხელის დასაბანი. კედელზე რაღაცას მივაჭირე ხელი და, ამ დროს დუში გამოვიდა, წამოვიდა ცხელი წყალი და, უნდა გენახა როგორ ვხტუნაობდი და ვცეკვავდი ცალ ფეხზე, რომ არ დავსველებულიყავი. თან, პატარა ტუალეტი იყო და ვერ ვმოძრაობდი. როგორც იქნა, გამოვრთე, სამაგიეროდ, კარგად დავსველდი. გამოსვლა რომ დავაპირე, აღმოჩნდა, რომ კარი იყო ჩაკეტილი. ამ დროს ამიკო მოვიდა: ცოცხალი ხარ, გოგოო? ცოცხალი კი ვარ, მაგრამ, კარი არ იღება-მეთქი. ამიკო კი მეუბნება: კაცი რომ იდგა კართან, კოდი რომ გითხრა, არ დაიმახსოვრეო? რა კოდი, არც მომისმენია-მეთქი. ანუ, ყველა შემსვლელს სხვადასხვა კოდი ჰქონდა. არც იმ კაცს ახსოვდა, რა კოდი მითხრა. ბოლოს, მოიყვანეს ხალხი, კარი ჩამომიხსნეს და ისე გამომიყვანეს. მოკლედ, დიდი ამბები გადამხდა: თმა საშინლად მქონდა, მაკიაჟი ამერია, ნახევრად სველი ვიყავი. ამ დროს ბერა გამოვიდა და მეუბნება: მიირთვიო. ერთი ის მოვახერხე, ვუთხარი: მე უკვე მივირთვი-მეთქი. საბოლოოდ, კლიპშიც გადამიღეს – შავი „სნეგუროჩკა“ ვიყავი. რომ იღებდნენ, ყველა იცინოდა – საიდან მოიყვანეს შავი „სნეგუროჩკაო“. 

– რომელ დიალექტებზე ლაპარაკობ?

– გურულზე, მეგრული ვიცი კარგად და ცოტა ქუთეისური, კახურსაც ვამუღამებ. ჯერ ქართულად რომ დავილაპარაკებ და მერე მეგრულად, არ იცი, ხალხს რა ემართება. 

– „იმედის“ ახალ სეზონში ახალ სერიალში იქნები?

– დიახ, საპილოტე გადაცემას ვუყურე, რომელშიც გადამიღეს კიდეც და ძალიან კარგია. ზუსტად არ ვიცი, როდის დაიწყება, მაგრამ, დღეს დამირეკეს, რომ უნდა ჩამწერონ. ასე რომ, მსახიობობა გადაწყვეტილი მაქვს, თან, უფრო კომედიური ჟანრი მინდა. უნდა დამაყენო, რომ ვიცინო, ვიღადაო და, შემდეგ, ჩემი შემხედვარე ადამიანი კრუნჩხვებში ჩავარდეს სიცილისგან. ბოლო ზარზე ისეთები გავაკეთე, დირექტორს სიცილისგან ცრემლები მოსდიოდა. ამიტომაც მომცეს მთელ სკოლაში „ყველაზე პრიკოლი“ ადამიანის წოდება. 

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, არ ხარ შეყვარებული?

– სამწუხაროდ, აღარ. მოხდა ისე, რომ ჩემს შეყვარებულს დავშორდი. ეს, პრინციპში, ჩემი ბრალი იყო. დღე და ღამე დაკავებული მაქვს, მაქსიმალისტი ვარ, ამიტომ, მირჩევნია, ჯერ საქმე ავაწყო, მეტზე თუ არა, წარმატების ერთ წერტილზე მაინც ავიდე და მერე მივხედავ ჩემს პირად ცხოვრებას. ძალიან დაკავებული ვარ და, ამიტომ, ვუთხარი: არ მინდა, დავიტანჯოთ არც მე და არც შენ, რადგან, წელიწადში ერთხელ თუ გნახავ, ორივე ვინერვიულებთ ამაზე-მეთქი. რა თქმა უნდა, დაშორება ძალიან ძნელი იყო, მაგრამ, ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არსებობდა. 

– თაყვანისმცემლების ნაკლებობას, ალბათ, არ განიცდი.

– ფეხით არ დავდივარ, მანქანით დავდივარ – თაყვანისმცემლებს დავყავარ, რადგან, უმეტესობასთან ვმეგობრობ, კარგი ურთიერთობა მაქვს. თან, მეგობრებთან რომ მივყავარ და იქ ქართულად ვიწყებ საუბარს, ერთი ამბავი ხდება. მათთვის ეგზოტიკური ვარ. ერთ-ერთი მეგობრის ოჯახში დაბადების დღეზე ვიყავი და ხალხი შოკირებული იყო. იმდენჯერ დალიეს ჩემი სადღეგრძელო, სულ მადლობებს ვიხდიდი. 

– როგორი ბიჭები მოგწონს?

– ხასიათს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ. ზოგი კარგად გამოიყურება, მაგრამ, აუტანელი ხასიათი აღმოაჩნდება ხოლმე. თუ კარგი ხასიათი აქვს, შეუძლია, გამიგოს, ჩემსავით იხალისოს, გაერთოს და გვერდში დამიდგეს, მაშინ, შემიძლია, მასთან ვიყო, სხვა შემთხვევაში – არა.

– ადრე მითხარი, შავკანიანებს რომ ვხედავ, გავრბივარო. ახლაც ასე ხარ?

– კი, ასე ვარ. ახლა თვითონ შავკანიანები მეკითხებიან, რატომ ვერ გვიტანო. ვერ ვიტან კი არა, უბრალოდ, მათ გვერდით რაღაცნაირად ვგრძნობ თავს. საქართველოში რომ ვარ გაზრდილი, ამიტომ მათგან ძალიან განვსხვავდები მენტალობით. ისინი სხვანაირად არიან აღზრდილები, მე – სხვანაირად. სამაგიეროდ, სამორისთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა – ერთმანეთს რომ ვხედავთ, ერთმანეთისკენ გავრბივართ. დედაჩემსაც კარგად იცნობს. სამორი და ბრაიანი ჩემთვის ძმებივით არიან. ისე, ნიგერიაში როგორ უნდა წავიდე, არ ვიცი. აქ შავკანიანებს გავურბივარ და, იქ, ალბათ, დავიმალები. 

скачать dle 11.3