კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გაანდო ბადრი პატარკაციშვილის ძმამ ცოლს ნინასთან დაკავშირებით და ვინ გახვია ის სკანდალში

ბადრი პატარკაციშვილის უმცროსი ძმა, კობა პატარკაციშვილი, საქართველოში სამი  წლის წინ დაბრუნდა ამერიკიდან.  ის თბილისში მეუღლესთან  და 3 წლის ნიკოლასთან   ერთად ცხოვრობს.  იმის მიუხედავად, რომ პატარკაციშვილების ოჯახის  მიმართ ბოლო წლებში  საკმაოდ დიდი ინტერესი იყო, კობა პატარკაციშვილმა შეძლო და, სამი წელი, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე რეპლიკას,  თბილისში სკანდალების გარეშე გაატარა, მაგრამ, თბილისი რისი თბილისია, ასე იოლად რომ „დაეთმო“ და... ჩვენი რესპონდენტი შოუ-ბიზნესში ცნობილ ქალთან გადაღებულ ფოტოს  ლამის თან  გადააყოლეს.    

 

– კობა,  ნინა წკრიალაშვილთან გადაღებული ფოტოს წყალობით, სოციალური  ქსელების  მთავარი „სამიზნე” გახდი: ზოგი რას ყვება და ზოგი – რას. თავად რას იტყვი, რა გაკავშირებს მასთან? 

 – რაც საქართველოში ჩამოვედი, არც ერთ სკანდალში არ გავხვეულვარ. ცხოვრების ისეთი წესი მაქვს, ჭორებში ჩემი გახვევა იოლი არაა, რადგან, ვცდილობ, თავი ავარიდო ხმაურსა და ზედმეტ ყურადღებას, იაფასიან პოპულარობას არ ვეძებ – ეს  არც მიმაჩნია სწორად და არც მცალია ამისთვის – ჩემი საქმეებით ვარ დაკავებული. ჩვენი ოჯახი ისედაც ბევრჯერ მოექცა ყურადღების ცენტრში, ამიტომაც, ზედმეტი საუბრებისგან ყოველთვის ვიცავ თავს.  როგორც ჩანს,  ვიღაცეებმა ძალიან მოინდომეს, რომ ჩემთვისაც აეგორებინათ ჭორები (იცინის). იმის მიუხედავად, რომ ამ თემას დიდი ხანია, ატრიალებენ, პასუხი არავისთვის გამიცია – ეს საკმაოდ სასაცილო თემაა ჩემთვის. თუმცა, ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ და გეტყვით, რომ ქალბატონ  ნინასთან ნამდვილად არაფერი მაკავშირებს.  მას საერთოდ არ ვიცნობდი, ჩვენ ერთმანეთი გავიცანით იურმალაში, სადაც მე ჩავედი ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად. ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი დისშვილი, მისი მეუღლე  და მათი  ბავშვი.  დაახლოებით 25  ქართველი ვიყავით  სულ ჩასული, შესაბამისად, ყველამ გავიცანით ერთმანეთი. ჩვენ ხომ ყველა ერთად ვგულშემატკირობდით ჩვენს კონკურსანტს – სალომეს,  შესაბამისად, „ერთ ნავში“ ვისხედით ყველა და,  როგორ შეიძლებოდა, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ გვქონოდა?! მით უფრო, რომ მეც და ქალბატონი ნინაც ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანები ვართ. რაც შეეხება ფოტოებს,  მე ფოტო მარტო ქალბატონ ნინასთან არ გადამიღია  – ძალიან ბევრი ფოტო გადავიღე შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც და, იმედია, ისინიც მალე გამოჩნდება სოციალურ ქსელებში (იცინის).

– ნინასთან გადაღებული ფოტო პიკანტურია.

– ვერ დაგეთანხმებით, ჩვეულებრივი ფოტოა, განსაკუთრებული არაფერი.  იმ დროს, როდესაც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ეს ფოტო გადაიღო, მე ტელეფონზე ვესაუბრებოდი ახლობელს, რომელიც მხიარულ ამბავს მიყვებოდა და ამიტომაც მაქვს ფოტოზე ძალიან გაღიმებული იერი. ძალიან მერიდება და ვწუხვარ, თუ ქალბატონ ნინას ამ ფოტოს გამო უსიამოვნება გადახდა თავს, თუმცა, ჩვენ ორივემ ბევრი ვიცინეთ ამ სკანდალსა და ჭორებზე. ფოტო არც ერთს არ გვქონდა ნანახი, სანამ ერთი ამბავი არ ატყდა.  ისიც კი  თქვეს,  რომ ფინანსურად მე დავეხმარე გამგზავრებაში, რომ გზის ფული მე გადავუხადე; კიდევ, თქვეს,  რომ ჩვენ ერთად წავედით დასასვენებლად; ისიც კი დაწერეს, ნინა ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდება და რა კავშირი აქვს მას კობა პატარკაციშვილთანო. მინდა გითხრათ, რომ მე ადამიანებს არ ვარჩევ პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით და არც იმის მიხედვით ვიწყებ მეგობრულ ურთიერთობას ვინმესთან, თუ რომელ პოლიტიკურ გუნდშია ის. 

– თქვენი მეუღლის ყურამდე მიაღწია ამ ამბებმა?

– გამიმართლა, რომ მყავს მეუღლე, რომელიც ასეთ რამეებს ყურადღებას არ აქცევს. მე თვითონ ვუამბე მას, ვანესა თვითონაც სოციალური ქსელის მომხმარებელია და გაგებით შეხვდა ამ ისტორიას, იხალისა კიდეც ამ ფოტოზე.  უკვე რვა წელია, რაც ოჯახი გვაქვს და პატივს ვცემთ ერთმანეთს, ასე რომ, მსგავსი ჭორები ჩვენს ურთიერთობაში ვერაფერს შეცვლის. მან იცის, რომ ჩემ მიმართ უფრო მეტი ყურადღება შეიძლება არსებობდეს, ვიდრე სხვების მიმართ და მზად არის ასეთი „სიურპრიზებისთვის”. ვანესა  დომენიკელია, ცოტა ქართული ხასიათიც  აქვს.  სხვათა შორის ლათინოამერიკელები  ძალიან ჰგვანან ქართველებს  – იქაც ჩვენსავით გახსნილი და  თბილი ხალხი ცხოვრობს; ამინდიც ხელს უწყობთ – სულ მზეა, სიცხე; ულამაზესი ადგილებია, იქაურობა სამოთხეს ჰგავს, ეგზოტიკითა და სპეციფიკური თავისებურებებით.  როცა დომენიკში ჩავდივარ, ძალიან თბილად მხვდებიან,  სიურპრიზებს მიწყობენ,  ცდილობენ, მასიამოვნონ. ვანესას თბილისიც ძალიან მოსწონს, უკვე გაიჩინა აქ ახლო წრე, ქართული ენაც ისწავლა. ადრე მეც ვსწავლობდი მის ენას, მაგრამ რაც ვანესამ ქართული ისწავლა, მე ესპანურისკენ აღარ გამიხედავს (იცინის).  

– ხომ არ ფიქრობ, რომ სპეციალურად არის აგორებული ეს თემა?

– როცა წავიკითხე მასალა, რომელიც  ჩვენზე დაიბეჭდა, გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს ჭორები ვრცელდება  მიზანდასახულად, ვიღაც ან მე მმტრობს, ან – ქალბატონ ნინას. არ ვიცი, ვისთვის უნდა იყოს ეს თემა საინტერესო. მე უამრავ ადამიანთან მაქვს ახლო ურთიერთობები, მათ შორის ბევრი ცნობილი ქალბატონია  და, ასე მოუფრთხილებლად არ შეიძლება  აბსურდული  ჭორების შეთხზვა. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ კონსერვატიული ადამიანი ვარ, ჩემს ცხოვრებას ვერ მოვაქეც ასეთ ჩარჩოებში, ყველაფერზე უარს ვერ იტყვი –  ისე მიყვარს თავისუფლება, რომ, იმაზე ფიქრით ვერ ვიცხოვრებ, ვინ რა ფოტოს გაასკანდალებს სოციალურ ქსელსა თუ მედიაში.            

 – ნინასთან დაკავშირებულ ისტორიამდე  ვერ გადაურჩი კიდევ ერთ სკანდალს – ორი წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა  შენზე  თქვა, კანონიერ ქურდებთან არის შეკრულიო. 

– მე მას მაშინვე გავეცი  პასუხი. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ამ ქვეყნიდან წავედი, სულ სამი-ოთხი წელია, რაც საქართველოში დავბრუნდი და აქ დავმკვიდრდი.  დღემდე მეცინეება ამ ჭორზე, რომელიც ზოგიერთებმა ახლა ისევ გაიხსენეს. შვიდი წელი ვსწავლობდი ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში, სადაც „კანონიერ ქურდობას” არ ასწავლიან, და თუ ასწავლიან, მაშინაც ვთქვი და გავიმეორებ: ეტყობა, მიხეილ სააკაშვილმა და მე  ერთი და იგივე  სკოლა გავიიარეთ-მეთქი. არ ვიცი, მაშინ რა არგუმენტები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, როცა თქვა, ბადრი პატარაკაციშვილის ძმა კანონიერ ქურდებთან არის დაკავშირებულიო. არ ვიცი, საიდან უნდა მქონოდა მათთან კავშირი – ცხოვრების ნახევარზე მეტი უცხოეთში გავატარე, სადაც არც კი იციან, რა არის კანონიერი ქურდი, ხოლო, როცა  საქართველოში დავბრუნდი, მათი ხანა უკვე დამთავრებული იყო (იცინის).     

– როგორ შეიცვალა პატაკაციშვილების ოჯახის ცხოვრება ბოლო პერიოდში?

– არაფერი განსაკუთრებული ჩვენთან არ ხდება,  ცხოვრება ნორმალურ რეჟიმში ჩადგა. ყველა ჩვენი საქმით ვართ დაკავებული. ინა და მისი ქალიშვილები ხშირად ჩამოდიან თბილისში. ბადრის გარდაცვალებით გამოწვეულმა ტკივილმა ჩვენ განსაკუთრებულად შეგვკრა.  იმის მიუხედავად, რომ მავანს და მავანს ძალიან უნდოდა, ისე გამოეჩინა, თითქოს  ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება იყო, ჩვენ ვცხოვრობთ, როგორც ერთი დიდი ოჯახი, რომელიც უფრო გაიზარდა და  გამრავლდა.    

скачать dle 11.3