კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელმა მილიარდერებმა დაიწყეს საკუთარი კარიერა ნულიდან

იყო დიდძალი ქონების მემკვიდრე – თანამედროვე მსოფლიოში აღარ არის მოდური. დღევანდელი მილიარდერების უმეტესობამ დიდძალი კაპიტალი საკუთარი შრომით შექმნა – მათ არც ოჯახი და არც მომაკვდავი ნათესავის დატოვებული მილიონები არ დახმარებიათ. 

დღევანდელ ნომერში იმ მილიარადერების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, რომლებმაც მილიარდიანი ქონების დაგროვება ნულიდან დაიწყეს.

 

ინგვარ კამპრადი – 3,3 მილიარდი ამერიკული დოლარი

ინგვარ კამპრადმა პირველი ფული ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოიმუშავა, როდესაც ის პატარა ველოსიპედით ქუჩაში დასეირნობდა და თან ასანთს ყიდდა. შემდგომში მან გაზარდა გასაყიდი პროდუქციის ასორტიმენტი და ასანთის გარდა თევზის, საახალწლო სათამაშოების, ბურთულიანი კალმისტრებისა და ფანქრების გაყიდვა დაიწყო. დაგროვილი ფული 17 წლის ასაკში კამპრადმა საკუთარი კომპანიის განვითარებაში ჩადო, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოში ცნობილ ბრენდად – „იკეად” გადაიქცა. მილიარდიანი ქონების მიუხედავად, კამპრადი თავისი მოკრძალებული ცხოვრებითაა ცნობილი: იგი მხოლოდ ეკონომ-კლასით დაფრინავს, სადილობს იაფიან რესტორნებში, ხოლო ავეჯი მის სახლში მთლიანად „იკეადან” არის.

ლი კა-შინი – 31 მილიარდი ამერიკული დოლარი

წარმოშობით ჩინელმა ლიმ 1940 წელს მიატოვა სამშობლო და ჰონკონგში დაფუძნდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ის იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. 14 წლის ასაკში ლი იძულებული გახდა, მიეტოვებინა სკოლა და პლასტმასის ქარხანაში ემუშავა, სადაც დღეში 16 საათს ატარებდა. 1950 წელს ლიმ საკუთარი კომპანიის დაფუძნება განიზრახა და ნასესხები ფულით პლასტმასის პროდუქციის მწარმოებელი „ჩეუნგ კონგ ინდასთრისი” დააარსა. ჟურნალი „ფორბსი” ლი კა-შინს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ჩინელად მიიჩნევს. 

რომან აბრამოვიჩი – 10,2 მილიარდი ამერიკული დოლარი

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი, 4 წლის ასაკში დაობლდა და მას ბიძა და ბებია ზრდიდნენ. მისი ბიზნესკარიერა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაიწყო, როდესაც მან პოლიმერისგან წარმოებული სათამაშოების კოოპერატივი გახსნა. აბრამოვიჩის საუკეთესო თვისებად დღესაც ითვლება ნიჭი იმისა, რომ იგი მუდამ საჭირო დროს და საჭირო ადგილას ჩნდება.

შელდონ ადელსონი – 26,5 მილიარდი ამერიკული დოლარი

უბრალო ბოსტონელი ტაქსის მძღოლის შვილმა, შელდონ ადელსონმა, ბიზნესკარიერა 12 წლის ასაკში გაზეთების გაყიდვით დაიწყო. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს ის საიპოთეკო ბროკერად და ფინანსურ კონსულტანტადაც მუშაობდა. დღესდღეობით კი იგი ამერიკის უმსხვილეს მაგნატად ითვლება, რომლის საკუთრებაშიც ლას-ვეგასის სასტუმროები და კაზინოებია.

ამანსიო ორტეგა – 57 მილიონი ამერიკული დოლარი

თავისი კარიერა რკინიგზის მუშის შვილმა, ამანსიო ორტეგამ, ტანსაცმლის მაღაზიაში უბრალო კლერკად დაიწყო. მოგვიანებით მან 25 დოლარით წამოიწყო საკუთარი საქმე და პირველი პერანგი შეკერა გასაყიდად. დღესდღეობით ორტეგა ბრენდ „ზარას” მფლობელია, რომლის მაღაზიათა ქსელი მსოფლიოს 64 ქვეყანაშია გახსნილი და 3 ათასზე მეტ მაღაზიას მოიცავს.

კირკ კერკორიანი – 3,3 მილიარდი ამერიკული დოლარი

სომეხი ემიგრანტების შვილმა, კირკ კერკორიანმა, 8 წლის ასაკში მიატოვა სკოლა და კრივით დაინტერესდა. მართალია, სპორტში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი შემდგომი პროფესია თვითმფრინავის პილოტირება გახდა. სწორედ ამ გზით მოხვდა ის პირველად ლას-ვეგასში, სადაც დაგროვილი 60 ათასი დოლარით მცირე ავიაკომპანია „ტრანს ინტერნეიშენალი” დააარსა, რომელიც მოგვიანებით 104 მილიონ დოლარად გაყიდა. კერკორიანი სხვადასხვა დროს ჰოლივუდურ სტუდიებს „იუნაითედ არტისტსა” და „მეტრო გოლდენ მაიერს” ფლობდა. დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე უხუცეს მილიარდერად მიიჩნევა.

მიკი ჯაგტიანი – 4 მილიარდი ამერიკული დოლარი

მიკი ჯაგტიანი ოდესღაც ბუღალტრობასა და ლონდონში სწავლაზე ოცნებობდა. ლონდონში მოხვდა კიდეც, მაგრამ, სწავლის ნაცვლად, სასტუმროში დამლაგებლად და ტაქსის მძღოლად მუშაობდა. 21 წლის ასაკში მიკიმ  ოჯახი დაკარგა და სრულიად მარტო აღმოჩნდა ბაჰრეინში 6 ათასი დოლარით. ამ ფულით მან საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია გახსნა და ეს საქმე მოგვიანებით ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბიზნესად იქცა. სავაჭრო ნიშანი „ლენდმარკი” აზიის კონტინენტზე 280 მაღაზიას აერთიანებს და ყოველწლიურად 650-მილიონიან მოგებას აძლევს ჯაგტიანს.

რიჩარდ დესმონდი – 1,9 მილიარდი ამერიკული დოლარი

მშობლების დაშორების შემდეგ, რიჩარდი დედასთან ერთად დარჩა პატარა ბინაში, რომელიც ავტოფარეხის თავზე იყო განთავსებული. 14 წლის ასაკში მან სკოლა მიატოვა, რომ დედას ფინანსურად დახმარებოდა და ადგილობრივ თეატრში მეგარდერობედ დაიწყო მუშაობა. 21 წლის ასაკში დესმონდი გაზეთ „ტომსონ ნიუსფეიფერში” გადავიდა სამუშაოდ, ხოლო 22 წლისამ უკვე საკუთარი გაზეთის გამოცემა დაიწყო. დღეისათვის რიჩარდ დესმონდი ისეთი ცნობილი ჟურნალ-გაზეთების გამომცემელია როგორებიცაა: „OK,“ „დეილი ექსპრესი,“ „დეილი სთარი,“ „სანდეი ექსპრესი.“

ჯოან როულინგი – 13 მილიარდი ამერიკული დოლარი

თანამედროვეობის უცნობილესი მწერალი და ყველა ბავშვის სათაყვანებელი წიგნის – „ჰარი პოტერის” ავტორი, ჯოან როულინგი, წლების განმავლობაში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. „პოტერიანას” პირველი წიგნის დაწერის მომენტში როულინგი სახელმწიფოს დახმარებას იღებდა და ამით ცხოვრობდა, მაგრამ, წიგნის პოპულარობამ და მწერლის აღიარებამ პირველი წიგნის გამოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ ჯოან როულინგს მილიონერის სტატუსი მიაკუთვნა.

скачать dle 11.3