კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საერთო აქვთ მერილინ მონროს, მონიკა ლევინსკისა და ვერა ბეიკერს და ამერიკის რომელი პრეზიდენტის ყოფილმა მძღოლმა გათქვა საიდუმლო რომანის ისტორია

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეუღლეს, ლიუდმილას, ოფიციალურად დაშორდა, კვლავ გააქტიურდა საუბარი პუტინისა და ალინა კაბაევას რომანის შესახებ. ბულვარული პრესის ვერსიით, სწორედ კაბაევა გახდა პრეზიდენტის ოჯახის დანგრევის მიზეზი. საინტერესო იქნება, გავიხსნეოთ სხვა არანაკლებ ცნობილი პრეზიდენტებისა და მმართველების საყვარლები.

გალინა კოლოტნიცკაია

 ლიბიის ლიდერს, მუამარ კადაფს უყვარდა ქალების გარემოცვაში ყოფნა, მისი პირადი დაცვაც კი სპეცრაზმელი ქალებისგან შედგებოდა. სკანდალური „ვიკილიქსის” წყალობით, რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ცნობა, რომ კადაფზე დიდი გავლენა ჰქონდა 38 წლის მედდას, უკრაინელ გალინა კოლოტნიცკაიას, რომელიც ლიბიელი დიქტატორის პირადი ექიმის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა, სინამდვილეში, კადაფის ნომერ პირველი საყვარელი იყო და მის გარეშე ჯამაჰარიის ლიდერი უუნარო ხდებოდა. კადაფის სიკვდილისა და მისი რეჟიმის დაცემის შემდეგ გალინას ასავალ-დასავალი უცნობია, სავარაუდოდ იგი სამშობლოში დაბრუნდა.

ირინა აბელსკაია

ირინა აბელსკაია, ალექსანდრ ლუკაშენკოს მკურნალი ექიმი, ბელარუსის პრეზიდენტის საყვარლებს შორის ყველაზე გავლენიანია – ასე მიიჩნევენ ბელარუსული ოპოზიციური პრესის წარმომადგენლები. ირინა 1994 წლიდან არის ლუკაშენკოს ექიმი და მას შემდეგ გვერდიდან არ შორდება ევროპის უკანასკნელ დიქტატორს. 2001 წელს ირინა მინსკის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახდა, ხოლო დედამისი ირინა პოსტოიალკო კი ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრი. 2004 წელს ირინამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი გაუჩინა.

ალინა კაბაევა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და გიმნასტ ალინა კაბაევას ურთიერთობაში უამრავი საიდუმლოა. მას შემდეგ, რაც ვლადიმირი და ლიუდმილა ოფიციალურად გაიყარნენ, კიდევ უფრო აქტუალური გახდა კაბაევას გვარის ხსენება ამ სკანდალში. პუტინისა და კაბაევას რომანის შესახებ საუბრები 2006 წელს დაიწყო, როდესაც ალინამ სპორტული კარიერა დაასრულა და პრეზიდენტისგან სახელმწიფო ჯილდო მიიღო. ამბობენ, რომ პუტინი ჯერ კიდევ 2008 წელს გაეყარა მეუღლეს და მის პასპორტში მმაჩის ბიუროში გაკეთებული ბეჭედი დიდი ხანია არსებობს, თუმცა, განქორწინების შესახებ ოფიციალურად მხოლოდ 2013 წლის ზაფხულში გახდა ცნობილი. 2009 წელს გავრცელდა ცნობა, რომ კაბაევამ პუტინს ნანატრი ვაჟი გაუჩინა, რომელსაც დიმიტრი დაარქვეს და ინტერნეტში ბავშვის ფოტოებიც კი დაიდო, თუმცა, ინფორმაცია არ დადასტურდა. 2013 წელს ამერიკულმა „ნიუ-იორკ პოსტმა” კიდევ უფრო სენსაციური ცნობა გაავრცელა: თითქოს კაბაევამ პუტინს მეორე შვილი გაუჩინა და შვილებთან ერთად ის სოჭში, პუტინის რეზიდენციაში ცხოვრობს.

მერილინ მონრო

მერილინ მონრო მეოცე საუკუნის ცნობილი ადამიანების საყვარლებს შორის ყველაზე ცნობილი საყვარელი იყო. მისი და პრეზიდენტ ჯონ კენედის რომანის შესახებ დღემდე საუბრობენ და ეს თემა აქტუალობას არ კარგავს. კენედიმ და მონრომ ერთმანეთი 1960 წელს გაიცნეს, თუმცა, მათი რომანი ერთი წლის შემდეგ დაიწყო, ამასთან, თეთრ სახლში მონრო მხოლოდ ოფიციალური ვიზიტების დროს მიდიოდა. ამერიკის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები 24-საათიანი რეჟიმით უთვალთვალებდნენ მონროს, რადგან, პრეზიდენტთან რომანის გამო, მას შეეძლო, ზიანი მიეყენებინა სახელმწიფოსთვის. არსებობს ვერსია, რომ მონროს სიკვდილი 1962 წელს სწორედ კენედისთან რომანს უკავშირდებოდა – სექსსიმბოლომ ძალიან ბევრი რამ იცოდა და მისი მოშორება აუცილებელი გახდა. 

მონიკა ლევინსკი

ამერიკის კიდევ ერთი პრეზიდენტის სასიყვარულო რომანი 1990-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ თემად იქცა მსოფლიოში. საუბარია ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სასიყვარულო ურთიერთობაზე, რომლის აფიშირებით ლევინსკი საქვეყნოდ გახდა ცნობილი. თემის გაჟონვისთანავე კლინტონმა დაიფიცა, რომ არ ჰქონია სექსი ლევინსკისთან, თუმცა, მონიკამ ინტიმური ურთიერთობის დამადასტურებელი ფაქტების გამჟღავნება დაიწყო – მან ის კაბა აჩვენა საზოგადოებას, რომელიც ეცვა კლინტონთან სექსის დროს და, ასევე, სხვა დამადასტურებელი ცნობებიც წარადგინა. კლინტონის კარიერაში ლევინსკის ისტორია შავ ლაქად ითვლება, ხოლო მონიკა ლევინსკიმ პრეზიდენტთან რომანით სიცოცხლის ბოლომდე გაინაღდა პოპულარობა.

ვერა ბეიკერი

ვერა ბეიკერი ამერიკის კიდევ ერთი პრეზიდენტის საყვარელია. საუბარია ბარაკ ობამაზე, რომელიც, ამერიკული ბულვარული პრესის ცნობით, არც ისეთი სამაგალითო მეოჯახეა, როგორც მასზე საუბრობენ. რამდენიმე ხნის წინ პრესაში გავრცელდა სენსაციური ინტერვიუ, რომელშიც ობამას ყოფილმა მძღოლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი საიდუმლო ვითარებაში ხვდებოდა თავის თანაშემწეს. ისტორია 2004 წელს მოხდა, იმ პერიოდში ობამა ილინოისის შტატის სენატორის თანამდებობისთვის იბრძოდა და ვერა ბეიკერი მას საარჩევნო თანხების მოზიდვაში ეხმარებოდა. მძღოლის თქმით, მან რამდენჯერმე მიიყვანა წყვილი ვაშინგტონის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ისინი ღამით რჩებოდნენ. ამბობენ, რომ მიშელ ობამამ მეუღლის ღალატის გაგებისთანავე ყველა ღონე იხმარა და ჩამოაშორა ქალი, რომელიც მას ოჯახს უნგრევდა. ამჟამად ვერა ბეიკერი მარტინიკაზე ერთ-ერთ ტელეკომპანიაში მუშაობს.

სილვია კრისტელი

განთქმული „ემანუელა” სილვია კრისტელი, საფრანგეთის პრეზიდენტის, ვალერი ჟისკარ დ’ესტენის საყვარელი იყო და ამის შესახებ ყველამ იცოდა, თვით პრეზიდენტს კი ეს ფაქტი საერთოდ არ აწუხებდა. სილვია თან ახლდა პრეზიდენტს ყველა საგარეო და საშინაო ვიზიტის დროს. კრისტელი უბრალო ლამაზმანი არ გახლდათ, ის იყო 1973 წლის საფრანგეთის „მის ტელევიზიის“ ტიტულის მფლობელი, ხოლო, 1974 წელს კინოეკრანებზე გახმაურებული ეროტიკული ფილმის, „ემანუელას” გამოსვლის შემდეგ, 1970-იანი წლების სექსსიმბოლო გახდა.

ევა ბრაუნი

ევა ბრაუნმა და ადოლფ ჰიტლერმა ერთმანეთი 1929 წელს, ჰოფმანის ფოტოსტუდიაში გაიცნეს. იმ დროისთვის ევა 17 წლის იყო, ხოლო ადოლფი – 40 წლის. ჰიტლერის ოფიციალური საყვარელი ევა 1932 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც ჰიტლერის ფავორიტი, გელი რაუბელი გარდაიცვალა. ევამ რამდენჯერმე სცადა, თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე, თუმცა, უშედეგოდ. 1945 წლამდე ევა დიდ დროს ატარებდა ადოლფ ჰიტლერთან ერთად სხვადასხვა რეზიდენციაში. 1945 წლის 7 მარტიდან კი ისინი ერთად გადავიდნენ ბერლინში, ფიურერის ბუნკერში, სადაც 29 აპრილს დაქორწინდნენ, ხოლო მეორე დღეს თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე.

скачать dle 11.3