კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევრაზიული ხაფანგი

ანუ „ბედი მომეც…“

ვიდრე ჩვენ ვარკვევდით, რა იგულისხმა პრემიერ-მინისტრმა ჯერ არარსებულ ევრაზიის კავშირთან მიმართებაში და, სანამ განმარტავდა, რომ დასავლური ორიენტაციის კურსი უცვლელია, ჩვენი მეზობელი სომხეთის პრეზიდენტი თავის რუს კოლეგას შეხვდა.

შეხვდა, თვალებშიც ჩახედა და პრ. პუტინს შეჰპირდა, რომ სომხეთი მზადაა, ჯერ ერთი, საბაჟო კავშირში შესასვლელად და, რაც მთავარია, მომავალში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნაში მონაწილეობის მისაღებად.

ეს კიდევ ნახევარი უბედობა იქნებოდა, რომ არა უფრო ადრე პრ. პუტინის ბაქოში ვიზიტი, სადაც მას ილჰამ ალიევთან ფრიად მეგობრული შეხვედრა ჰქონდა. მეორე მხრივ, საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსაც კარზე უკაკუნებს, რფ-ში კი აზერაბიჯანელ მილიარდერთა ოპოზიციური გაერთიანებაა შექმნილი, რომელთა მიზანიც პრეზიდენტ ალიევის ჩანაცვლებაა, მაგრამ, თუკი ამ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის ღიმილიან სახეს გავიხსენებთ პრ. პუტინთან შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოა, რომ ორმხრივად სარგებლიანი გარიგებასავით შედგა.

თუ გავიხსენებთ, რომ ამ ეტაპზე რფ-ისთვის ყველაზე საშური საქმე ევრაზიული კავშირისთვის ყოფილ საბჭოთა სივრცეში წევრების დაბევებაა, არც ისაა გამორიცხული, აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან ამაზე თანხმობაც მიეღო.

ამის გათვალისწინებით კი, გამოდის, რომ რა კურსიც უნდა გამოცხადდეს, ხაფანგში ვართ, რადგან, საქართველოს დერეფნის ფუნქციას დასავლეთისთვის მხოლოდ აზერბაიჯანთან ტანდემში აქვს მნიშვნელობა.

скачать dle 11.3