კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვარდს გაეფურჩქნა კოკორი“

ვეფხვებთან, ანუ, ძეგლებთან მეომრები

რაკი აქამომდე, ანუ, პირველ ოქტომბრამდე, მოქმედებდა პრინციპი: „მეფის სიტყვა კანონია“, ამ უკანასკნელს კი არც სტალინი ეპიტნავებოდა (სხვათა შორის, არც დავით აღმაშენებლის ძეგლებს სწყალობდა და მემედ აბაშიძის ხომ საერთოდაც მოიძულა) და არც მეორე მსოფლიო ომის მემორიალები, ერთნიცა და მეორენიცა საქართველოს მოქალაქეების თვალებს მოაშორეს.

აწ კი, რაკი თავისუფლება იგრძნო, ძირითადად, იოსებ სტალინის ძეგლები უკუმიმართულებით აამოძრავეს. მაგალითად, თელავში შინმოუსვლელთა მემორიალი აღადგინეს და სტალინის ძეგლიც თავის ადგილს დაუბრუნდა. იმ მიზეზით, რომ თავისუფლებაა (ამიტომაც, ისეთებიც არიან, სტალინი რომ გულზე არ ეხატებათ), დიდი ბელადის ძეგლი ნაირფერად შეიღება. ჰოდა, რაკი შეიღება, თელავის გამგეობამ სტალინის ძეგლის დემონტაჟის ბრძანება გასცა; ზედაც, საზოგადოება „სტალინის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეც გააფრთხილა – 5 დღის ვადაში ძეგლი საკუთარი სახსრებით მოაშთეთო.

თავის მხრივ, „სტალინელები“ ძეგლის დემონტაჟს არ აპირებენ, პირიქით, ხელმოწერებს აგროვებენ ძეგლის დატოვების მოთხოვნით.

ამასობაში კი სტალინის ბიუსტს დღის სინათლე სოფელ ვანთაშიც უნახავს. ჩვენ არ ვიცით, რატომ ვერ ივიწყებენ ჩვენი თანამემამულეები იოსებ ბესარიონის ძეს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ბოლო 9 წელიწადი ძეგლებთან ბრძოლის თვალსაზრისით გამორჩეული იყო, ზედაც, დავუმატებთ, კვლავაც ძეგლებით ვართ დაკავებული (ამჯერად დადგმით), თან, ეს დრამა თავზესაყრელი პრობლემების ფონზე ვითარდება, სავარაუდოა, რომ ხალხური ზეპირსიტყვიერების თანამედროვე პერიფრაზი შემდეგნაირია: „ერთ შვილ ხომ  მაინც გავზარდე ძეგლებთან მეომარია“. 

скачать dle 11.3