კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიკითხა ჩინელმა ბიჭმა ძველი მეგობრები

გამარჯობა დედა, როგორ ხარ? მე არამიშავს, ვცხოვრობ ძველებურად. დიდი ხანია, ჩვენს ნათესავებზე არ მომიწერია, რომლებთან ერთადაც ვცხოვრობდი. გუშინ ლამზირას ვთხოვე, წავიდეთ, მოვინახულოთ, ძალიან მომენატრნენ-მეთქი. ჯერ კი მითხრა, იმ ნესტიან სარდაფში რა მინდაო, მაგრამ მერე წამომყვა.  ჩემს ძველ ოთახში, სადაც სამი წელი ვიცხოვრე, ძველებიდან მარტო ტენგი და ხაი შანგი დამხვდნენ. დანარჩენი 12 ადამიანი ახლები იყვნენ და არც ერთს არ ვიცნობ. ჩვენი სტუმრობისას ოთხი კაცი გარეთ გამოვიდა, რომ დაჯდომის საშუალება გვქონოდა. ერთადერთ სკამზე, რა თქმა უნდა, ლამზირა დაჯდა. მე კი სამსართულიან საწოლს მივეყუდე. ტენგს არ დაეზარა და ყველას ამბავი მითხრა. ლუსი თურმე ციხეში ჩაუსვამთ სამი თვით, არადა თავისთვის მუშაობდა და მასაჟს უკეთებდა ქართველებს. რა დააშავა, არ მესმის. ხუნხუასაც ჩემსავით ქართველი ცოლი მოუყვანია და ახლა ბედნიერად ცხოვრობს ხარაგაულში. ძალიან მდიდარი ოჯახი შეხვედრია, ხუთი ძროხა ჰყავთო, ასე მითხრა ტენგმა. ჩანგი და დინი ევროპაში წასულან სამუშაოს საძებნად, საქართველო მოენატრებათ, მაგრამ რა ქნან, ფული სჭირდებათ. სინგისთვის უთქვამთ, მოვაგროვებთ ერთ-ორ კაპიკს და ჩამოვალთ, რომ აქ რამე ბიზნესი დავიწყოთო. ვიღაც ქუთაისელებს წაუყვანიათ მაგარ სამუშაოს დაგაწყებინებთო. სანგს და ლიანგს ერთმანეთი შეჰყვარებიათ და დაქორწინებულან და ლაგოდეხში წასულან. იქ საზამთრო მოჰყავთ. მე ძალიან გამიხარდა მათი სიყვარულის ამბავი. ლამზირამ კი თქვა: შეუყვარდებოდათ, აბა რა იქნებოდა, სამი წელი ერთ საწოლში ეძინათო. იმედი მაქვს, კეთილი სურვილით თქვა. ვონგი, რომელიღაც პარტიაში გაწევრიანებულა და მოქალაქეებს ატყუებს რაღაცეებს. მაგრამ ისიც კარგად ყოფილა. მისთვის პეროვსკაიას ქუჩაზე რაღაც ბიზნესი ჩაუბარებიათ და კარგ ფულს შოულობსო. ხაი შანგი ნაგვის მანქანაზე მოწყობილა მძღოლად და მეეზოვე ქალი უყვარს თურმე, მაგრამ ის ქალი ასაკოვანი ყოფილა და ჯერ ვერ ხვდება, ხაი შანგის სიყვარულს. ალბათ, ვერც იმას მიხვდება, მოქალაქეობის მისაღებად რომ მოიყვანს ცოლად. ჩვენი დიასახლისი და ჩემი მეჯვარე, ისევ იქ ცხოვრობს. ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა, გაგიჟდა, ცრემლებიც კი მოადგა. ქართული წესით, ჩვენი ბავშვის ნათლიაც ეს ქალი იქნება, მაგრამ ლამზირამ წამჩურჩულა, ამ ფქვილიან ქალს ნათლიად არ წამოიყვანო. ალბათ, როგორც ქართველებმა იციან, ვინმე მდიდარი ჰყავს ამოღებული მიზანში. ერთი სიტყვით, ბევრი ძველი ამბავი გავიხსენეთ, ბევრიც ვიცინეთ. ლამზირას არაფერზე არ გასცინებია. სულ მეუბნებოდა, სუნთქვა მიჭირს, წამოეთრიე სახლშიო. მაგრამ, მაინც კარგი დრო გავატარეთ. ასეა ჩვენი ამბები, დედა. მერე კიდევ მოგწერ, ძალიან მენატრებით ყველა. 

 

გკოცნით,

თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3