კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

ლომი ტყეში გამოვიდა, გაიხედ-გამოიხედა და ღრიალით იხმო მთელი ტყის ბინადრები. მოვიდნენ ცხოველები‚ მოფრინდნენ ფრინველები. ლომმა უბრძანა:

– ეს ტყე ტუალეტად რომ გადაგიქცევიათ‚ რას ჰგავს?! ერთ კვირაში მოვალ‚ ვინმეს „რამეს“ თუ ვნახავ‚ გავბრდღვნი!

გავიდა ერთი კვირა. ლომი კვლავ გამოვიდა ტყეში და სისუფთავემ კარგ ხასიათზე დააყენა. აიხედა ზევით და ხედავს ტოტზე ბუ ზის.

– რა იყო‚ ბუ‚ რას მიყურებ?

– ბუ‚ არა‚ ბეღურა ვარ‚ ჩემო მბრძანებელო. ტყუალეტში მინდდააა...

***

საავადმყოფოსთან ახლოს ბარია. მივიდა ტიპი და სასმელი ორი ჭიქით შეუკვეთა.

– იცით‚ ამ საავადმყოფოში ჩემი მეგობარი წევს და მის ნაცვლადაც ვსვამ....

ასე გაგრძელდა მთელი ორი კვირა. ერთ დღეს კი კაცმა მხოლოდ ერთი ჭიქა მოითხოვა.

– ნუთუ‚ თქვენი მეგობარი გარდაიცვალა? – შეიცხადა ბარმენმა.

– არა... მე გადავეჩვიე სასმელს...

***

– ორი ახალი ამბავი მაქვს...

– კარგით დაიწყე!

– მერე, მე როდის გითხარი‚ რომ კარგი ამბავი მაქვს?!

***

– ბოლოს და ბოლოს, გაიგე‚ რომ მე ქალი ვარ და არა მოსამსახურე – მზარეული‚ ჭურჭლის მრეცხავი‚ დამლაგებელი...

– მე კიდევ კაცი ვარ და არა ბანკომატი...

***

სასოწარკვეთილი გამყიდველი ქალი ხანდახან ცდილობს, თავისი პირადი ცხოვრება დროებით მაინც მოაწესრიგოს და... რეზინის ქალში ძვრება...

***

სასმელი ჭკუას არც უმატებს და არც აკლებს‚ უბრალოდ‚ ალკოჰოლის მიღებით შეგიძლიათ, შეამოწმოთ‚ გაქვთ თუ არა ის საერთოდ.

***

რა შეიძლება, არ იყოს ქალის ჩანთაში?

– რა თქმა უნდა‚ ადგილი...

***

სტუდენტმა პროფესორს ლექციიდან გათავისუფლება სთხოვა – ანგინა მაქვსო. ლექციის შემდეგ სახლისკენ მიმავალმა პროფესორმა დაინახა‚ რომ ეს სტუდენტი არაჩვეულებრივ ქალთან ერთად სეირნობს. პროფესორმა მობილური ამოიღო და ურეკავს:

– ყმაწვილო‚ ეგეთი ანგინით ლოგინში უნდა იწვე...

***

ცოლ-ქმარი პლაჟზე‚ შეზლონგებზე ზის. გამოიარა მაგარმა ქალმა და კაცს ლოყაზე მოუთათუნა ხელი. ცოლმა ბოროტად გააყოლა ქალს თვალი და ქმარს ეკითხება:

– ვინ იყო?

– მოიცა‚ ქალო‚ რა დროს ეგ არის‚ ჯობია‚ მომაფიქრებინა‚ იმას რა ვუთხრა – შენ ვინა ხარ...

***

ტიპი მაღაზიის დირექტორთან შედის...

– რას ჰგავს ეს?! ხალხს რატომ ატყუებ?

– რა ხდება‚ ბატონო?

– თქვენთან სარეცხის ფხვნილი ვიყიდე‚ ზედ აწერია, 100 გრამი უფასოდო... მივიტანე სახლში‚ გავხსენი და – შიგ მარტო ფხვნილია!

***

აღელვებული ტიპი იარაღის მაღაზიაში შევარდა:

– ჩქარა, რევოლვერი და ტყვიები!

– უკაცრავად‚ რატომ ჩქარობთ‚ რისთვის გნებავთ?

– ყელში ამომივიდა‚ მეტი აღარ შემიძლია! სიდედრი უნდა მოვკლა!

– დამშვიდდით. გარწმუნებთ‚ ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად ააცილებთ!

***

ქალი ჩვილი ბავშვით ავტობუსში ზის. ბავშვი ატირდა. დედამ ჯერ სათამაშო ააჩხაკუნა‚ მატყუარა საწოვარა ჩაუდო – ბავშვი არ ჩუმდება... ბოლოს ამოიღო და ძუძუს აძლევს... 

– ჭამე და გაჩუმდი‚ თორემ‚ აი‚ იმ ძიას მივცემ... – და ახედა გვერდით მდგარ მამაკაცს... ასე განმეორდა რამდენჯერმე... კაცმა ითმინა და ბოლოს ეუბნება:

– ქალბატონო‚ ჩამოყალიბდით‚ თორემ, ჩემი გაჩერებიდან უკვე მესამე გამოვიარეთ...

***

ერთდროულად ორ ქალთან ურთიერთობა‚ რომლებსაც სხვადასხვა ფერის თმა აქვთ‚ ზედმიწევნით ამაღლებს მოწესრიგებულობისა და სისუფთავის სურვილს.

***

მასწავლებელს ბნელ კუთხეში დახვდნენ:

– საფულე‚ სასწრაფოდ!

– ცარიელია‚ რად გინდა?

– მაშინ‚ საათი!

– საათი? საათებს ვერ მოგცემთ‚ კლასის ხელმძღვანელობას კი სიამოვნებით დაგითმობთ...

***

– ძვირფასო, შენ გინახავს დაჭმუჭნილი 15 000 დოლარი? – ეკითხება ცოლი ქმარს და გარაჟის კარს ნელ-ნელა აღებს.

***

ბრტყელი მკერდი‚ ვიწრო უკანალი‚ ბეწვიანი ფეხები‚ სახეზე – იარები და წვერი... გასაოცარია‚ ეს ნიშნები როგორ ამშვენებს ზოგიერთს‚ ზოგს კი როგორ აუშნოებს.

***

ვეება ძაღლი შევიდა მაღაზიაში. ჯერ შერეული სექციის გამყიდველთან მივიდა. გამყიდველმა ძაღლის ყელზე ჩამოკიდებული პარკიდან ფურცელი ამოიღო‚ შემდეგ პარკში ჩაულაგა პროდუქტი და ძაღლს მისცა. ძაღლი ხორცის სექციას მიადგა და ახლა მეხორცემ ჩაუდო ხორცი პარკში... 

დაინტერესდა ერთი მყიდველი და უკან გაჰყვა. ძაღლი პრესის კიოსკს მიადგა... ასე დატვირთული შევიდა ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში‚ ავიდა მეოთხე სართულზე და კარზე ფეხით მოაფხაჭუნა. კარის გაღებას არ დაელოდა, კაცმა ისე დაიწყო ძაღლის ქება...

– ძაღლი კი არა‚ თავად ჭკუაა‚ ბატონო! ეს რა ვნახე‚ ასეთს არც მოვსწრებივარ და არც გამიგია...

– ამაზე ამბობ, ჭკვიანიაო?! – შეაწყვეტინა პატრონმა‚ – სუფთა შტერია‚ უკვე მერამდენედ ავიწყდება გასაღების წაღება და მაინცდამაინც მე უნდა ავდგე და კარი გავუღო... 

***

– შენ ჩემი ოცნების ქალი ხარ – ლამაზი‚ მხიარული‚ განათლებული...

– მაგას იმიტომ ამბობ‚ რომ ჩემთან სექსი გინდა...

– ამასთან‚ ჭკვიანიც....

скачать dle 11.3