კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

კარლეილი: დიდი ადამიანი თავის სიდიადეს პატარა ადამიანთან დამოკიდებულებაში ამჟღავნებს.

გრიბოედოვი: ადამიანის სრულყოფა არის ცხოვრების აზრი.

გოეთე: საშიშია ის, ვისაც დასაკარგავი არა აქვს რა.

დემოკრიტე: აწმყო ეკუთვნით ცოცხალთ, ნამყო – მეცნიერთ და მომავალი – დიდბუნებოვან ადამიანებს.

შელინგი: ადამიანი რამდენადმე იზრდება, როდესაც თავის თავს და თავის სიმძლავრეს შეიცნობს ხოლმე. ჩაუნერგეთ ადამიანს შეგნება იმისა, თუ რაცაა ის, და მალე ისწავლის იქცეს იმად, რაც ის ნამდვილად უნდა იყოს.

კირკეგორი: ადამიანთა უმეტესობა ისე გულმოდგინედ დასდევს სიამოვნებას, რომ წინ უსწრებს მას.

ესქილე: ბედნიერისთვის იოლია, ჭკუა ასწავლოს უბედურს.

ნავოი: სიტყვით შეიძლება სიკვდილი აირიდო, სიტყვით შეიძლება მკვდარი გააცოცხლო.

ჯონსონი: სიფრთხილე ისეთი თვალსაზრისია, რომელთაც შეიძლება, უსაფრთხოდ იცხოვრო, მაგრამ ბედნიერად კი – ვერა.

ჰორაციუსი: და სიღარიბემ, უტიფარმა, მე მაიძულა ლექსთა წერისთვის მიმეყო ხელი.

ჰებელი: რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის – ამას უწოდებენ სიყვარულს.

რუსო: სიცოცხლე არის ხანგრძლივი თავის ტკივილი ძალიან ხმაურიან ქუჩაში.

ბოდლერი: ადამიანი ყოველთვის მთვრალი უნდა იყოს, მხოლოდ ამას აქვს აზრი. მაგრამ მთვრალი რით? – ღვინით, პოეზიით ან სათნოებით. აირჩიეთ, რომელიც გენებოთ და აუცილებლად დათვერით.

მენი: ჩვეულება თოკია. ჩვენ ყოველდღე ერთ ძაფს ვუმატებთ მას და ბოლოს და ბოლოს მისი გაწყვეტა აღარ შეგვიძლია.

ლოკი: დღემდე ვერავინ შესძლო, იყოს იმდენად ცბიერი, რომ არ გაამჟღავნოს ეს თვისება.

ბალზაკი: ცილისწამება გულგრილია არარაობის მიმართ.

შპელენგერი: მშვიდობა ომის გაგრძელებაა სხვა საშუალებებით.

ლოგაუ: არაფერი სჯობს იმ ომს, რომელიც მშვიდობას ბადებს; საზიზღარია მშვიდობა, თუ ის ომს გვიმზადებს.

კლიუჩევსკი: ერთნი მუდამ ავად არიან იმის გამო, რომ ძალიან ზრუნავენ თავიანთ ჯანმრთელობაზე, ხოლო მეორენი ჯანსაღნი არიან მხოლოდ იმიტომ, რომ დაავადების არ ეშინიათ.

ჰებარდი: აღზრდა იმ მიზანს უნდა ემსახურებოდეს, რომ ბავშვებმა ადვილად შეძლონ ცხოვრების გაგრძელება მასწავლებლის გარეშე.

რენანი: როდესაც ქალი ცხოვრებით უკმაყოფილოა, მისგან ან ზედმეტად ბევრს ვითხოვთ, ან პირიქით, ვაკლებთ.

იბსენი: ბავშვები და მეგობრები მხოლოდ მაშინ გვიყვარს, თუ სიყვარული შეგვიძლია. სიყვარულს კი მამაკაცს ქალი ასწავლის.

скачать dle 11.3