კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კარლ ლაგერფილდი და ფრანსუა პინო დევიდ დათუნას გამოფენაზე

პარიზში ზუსტად ერთი თვე რჩება მნიშვნელოვან მოვლენამდე ევროპის სამხატვრო სამყაროში, რომელმაც სათავე უნდა დაუდოს ახალ არტ-რევოლუციას. პარიზის ცენტრში, ფეშენებელურ  მატინიონის ავენიუზე, წარმოშობით თბილისელი, ნიუ-იორკში მცხოვრები ამერიკელი მხატვრის დევიდ დათუნას საგამოფენო პროექტის Power and Beauty-ის („ძალა და სილამაზე”) – პრეზენტაცია შედგება, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მხატვრისთვის დამახასიათებელ მანერაში შესრულებული ნამუშევრების სერია. ექსპოზიციის ცენტრში კი საფრანგეთის დროშა იქნება მოქცეული, რომელიც, ტრადიციულად, ხელოვანის სტილის გათვალისწინებით, ოპტიკური ლინზებით არის აწყობილი. 

მხატვრის ფრანგულ გამოფენაზე სტუმრის სტატუსით უკვე ოფიციალურად არიან მიწვეულები: კარლ ლაგერფილდი, კატრინ დენევი, ცნობილი კოლექციონერი და მილიარდერი ფრანსუა პინო, რომლის ხელოვნების ნიმუშების კოლექციაში ინახება დევიდ დათუნას ნამუშევრები; ფრანგული ავტომრეწველობის გიგანტი კომპანიის  მფლობელი ფილიპ პეჟო; საფრანგეთის ექსპრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის ოჯახის წევრები და ფრანგული ბომონდის სხვა წარმომადგენლები. გამოფენა საზეიმოდ 10 ოქტომბერს გაიხსნება და, პარიზი, კერძოდ, მონმარტრი, რომელიც დევიდ დათუნასთვის დიდი ხანია, რაც შემოქმედებით მექად იქცა ევროპულ არტ-სცენაზე, ამჯერად ახალი „რევოლუციის”  დასაბამად იქცევა.

შეგახსენებთ, რომ დევიდ დათუნა ცნობილი გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მისი ნამუშევრების სერიამ, სახელწოდებით – „მილიონების მზერა,” მოწონება დაიმსახურა ხელოვნებისა და კოლექციონერების სამყაროში. ამჟამად დევიდ დათუნას ნამუშევრების ფასი რამდენიმე ასეულ ათას დოლარს და მილიონსაც კი აჭარბებს.

скачать dle 11.3