კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰოლივუდის რომელმა ვარსკვლავებმა აღიარეს საჯაროდ თავიანთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ 2013 წლის აგვისტოში

ცნობილი მსახიობების მხრიდან  აგვისტოში  „ქამინ აუთი,” ანუ, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ღიად დაფიქსირების ორი შემთხვევა მოხდა – საუბარია „გაქცევის” ვარსკვლავის – უენტვორტ მილერისა და „პარფიუმერში” მთავარი როლის შემსრულებლის, ბენ უიშოუს ორ აღიარებაზე, რამაც შოკის  მომგვრელი ეფექტი იქონია მათ თაყვანისმცემელ მანდილოსნებზე. საყოველთაო ინტერესის გათავლისწინებით, გთავაზობთ მილერისა და უიშოუს შესახებ გავრცელებულ ფაქტებს.

უენტვორტ მილერი

  * უენტვორტ ერლ მილერ მესამე დაიბადა 1972 წლის 2 ივნისს, ჩიპინგ-ნორტონში, ინგლისში. უენტვორტის მამა ვაჟის დაბადების მომენტში ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა. მალე ოჯახი ნიუ-იორკში, ბრუკლინში გადავიდა საცხოვრებლად. უენტვორტს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების.

* უენტვორტის მამა წარმოშობით აფროამერიკელია, იამაიკური, სომალიური, ებრაულ-გერმანული, ჩეროკის ტომის ინდიელებისა და ბრიტანული ფესვებით; ხოლო დედას რუსული, ფრანგული, სირიული, ჰოლანდიური და ლიბანური წარმომავლობა აქვს. უენტვორტის მამა პროფესიით ადვოკატია, დედა კი – სკოლის მასწავლებელი.

* უენტვორტის სამსახიობო დებიუტი საბავშვო ბაღში შედგა: მამამ მას დინოზავრის კოსტიუმი შეუკერა, ხოლო დინოზავრის თავი ქაღალდისგან გააკეთა და უენტვორტმა ამ კოსტიუმით მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

* უენტვორტი ბრუკლინში, მიდვუდის სკოლაში სწავლობდა. შავკანიანი მამის გამო თანაკლასელები მას „ნიგერს” უწოდებდნენ და ხშირად უყვიროდნენ, რომ „პლანტაციაზე” წასულიყო სამუშაოდ. უენტვორტი ხშირად ხდებოდა რასისტული გამოხტომების მსხვერპლი. უფროს კლასებში მას „სუნიან ზანგს” ეძახდნენ, რის გამოც მას ხშირად ჰქონდა კონფლიქტი თანაკლასელებთან.   

* უენტვორტ მილერს პრინსტონის ცნობილი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული ინგლისური ენის სპეციალისტის დიპლომით. სადიპლომო თემაზე მუშაობის პერიოდში უენტვორტმა ორი ცნობილი რომანის – „ჯეინ ეარისა” და „ანტუანეტას” სტრუქტურები შეადარა ერთმანეთს.

* კოლეჯში სწავლისას უენტვორტი სიმღერით იყო დაკავებული და სასწავლებლის აკაპელაში მღეროდა, რომელთან ერთადაც ნახევარი მსოფლიო მოიარა გასტროლებით.

* პრინსტონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მშობლებისთვის მოულოდნელად, უენტვორტი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა და მსახიობობა გადაწყვიტა.

* კარიერის დასაწყიში უენტვორტ მილერი ოთხი წლის განმავლობაში უშედეგოდ დადოდა ქასთინგებზე. მას არ ჰქონდა ბინის დაქირავების საშუალება და თითქმის ყოველ ღამეს სხვადასხვა ადგილებში ათენებდა.

* თავდაპირველად უენტვორტ მილერი გამოჩნდა სერიალებში: „ბაფი – ვამპირების გამანადგურებლი”, „სასწრაფო”, „საუკეთესო” და „დინოტოპია”. ამ უკანასკნელში უენტვორტი ცნობილმა რეჟისორმა რობერტ ბენტონმა შეამჩნია და მიიწვია თავის პროექტში „შელახული რეპუტაცია”. უენტვორტ მილერის პარტნიორები ფილმში ენტონი ჰოპკინსი და ნიკოლ კიდმანი იყვნენ, უენტვორტმა კი, ფილმში პრაქტიკულად, საკუთარი თავი განასახიერა – თეთრკანიანი ადამიანი, რომლის მშობელი შავკანიანია. 

* 2005-2009 წლებში უენტვორტ მილერი მთავარ როლს ასრულებდა სუპერპოპულარულ ტელესერიალში – „გაქცევა”. მისი კინოგმირი, მაიკლ სკოფილდი, ტელესერიალების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პერსონაჟად ითვლება. საგულისხმოა, რომ ამ როლზე უენტვორტ მილერი გადაღებების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დაამტკიცეს.

* მაიკლ სკოფილდის როლისთვის უენტვორტ მილერს სხეულზე  ყოველდღე უკეთებდნენ ტატუირებას საღებავებით – ციხიდან გაქცევის გეგმის ნახატის სახით გადატანას სხეულზე გრიმიორები ხუთ საათზე მეტ დროს ანდომებდნენ, ხოლო ნახატის მოშორებას 45 წუთი სჭირდებოდა.

* უენტვორტ მილერი ცნობილი „კოფემანია” – ის დღეში რამდენიმე ჭიქა ყავას სვამს და უპირატესობას „სტარბაქსის” ყავებს ანიჭებს.

* 2010 წელს უენტვორტ მილერმა, ტედ ფოლკის ფსევდონიმით, დაწერა სცენარი, სახელწოდებით – „ბიძია ჩარლი”. მოგვიანებით ამ სცენარის მიხედვით სამხრეთკორეელმა რეჟისორმა პაკ ჩან უკმა გადაიღო თრილერი „სტოკერი”, სადაც მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, მეთიუ გუდი და მია ვასიკოვსკა ასრულებენ.

* უენტვორტ მილერმა 2013 წლის აგვისტოში ღიად განაცხადა, რომ ის გეია და უარი განაცხადა რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩასვლაზე * ამით მან პროტესტი გამოხატა რუსეთში მიღებული ჰომოფობიური კანონების წინააღმდეგ.

ბენ უიშოუ

* ბენ უიშოუ დაიბადა 1980 წლის 14 ოქტომბერს, ინგლისში, ბერდფორდშირში. მისი მშობლები არიან კოსმეტოლოგი ლინდა ჰოუპი და ინფორმაციული ტექნოლოგიების მკვლევარი ჯოზეფ უიშოუ. ბენს ჰყავს ტყუპისცალი ძმა – ჯეიმსი.

* პროფესიული განათლება ბენს დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში აქვს მიღებული, რომელიც 2003 წელს დაამთავრა. სწავლის პარალელურად ის „ტინ სპირიტის” დასის წევრი იყო და მთავარ როლებს ასრულებდა ისეთ სპექტაკლებში, როგორებიცაა „ჰამლეტი” და „თოლია”.

* ბენ უიშოუს ვარსკვლავურ როლად ითვლება მთავარი როლი ტომ ტიკვერის გახმაურებულ ფილმში „პარფიუმერი: ერთი მკვლელობის ისტორია”, სადაც მან ჟან-ბატისტ გრენუას როლი შეასრულა.  

* „პარფიუმერის” ქასთინგზე უიშოუს კანდიდატურა ლეონარდო დიკაპრიოსა და ორლანდო ბლუმს ამჯობინეს – პირადად რეჟისორის მოთხოვნა იყო, რომ გრენუას როლი უიშოუს ეთამაშა.

* ბენს პროფესიონალური ხმა აქვს. რომ არა მსახიობობა, ის საოპერო მომღერალი გახდებოდა.

* ბენი კატების მოყვარულია. სხვადასხვა დროს, ლონდონში, მის სახლში 8-13 კატა ცხოვრობდა.

* ბენ უიშოუს ჰობია მოგზაურობა, მუსიკა და ცეკვა.

* აღსანიშნავია ბენ უიშოუს დასამახსოვრებელი როლები ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „ვენეციელი ვაჭარი”, „მე იქ არ ვარ”, სადაც მან ბობ დილანი განასახიერა, „007: კოორდინატი „სკაიფოლი” ჯეიმს ბონდის ასისტენტის – ქიუს როლი და „ღრუბლიანი ატლასი”. 

* ბენ უიშოუ რეჟისორ ტომ ტიკვერის ფავორიტი მსახიობია.

* 2013 წლის 12 აგვისტოს მსახიობის წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ბენ უიშოუ გეია და 2012 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაში ცხოვრობს  მაიკლ ბრედშოუსთან, რომელიც 2009 წელს გაიცნო. უიშოუს „ქამინ აუთმა” თეატრალური და კინოსამყარო შოკში ჩააგდო.

скачать dle 11.3