კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ადამიანს არ სწყალობს ფულის ენერგია და რატომ არ უნდა გადააგდოთ ნაგავში სახლში აღმოჩენილი უცხო ნივთი

ჩვენ გარშემო ყველაფერს აქვს ენერგია და, ეს, რასაკვირველია, ფულსაც ეხება. მას უყვარს, როცა ლამაზ საფულეში ინახავენ, უფრთხილდებიან, მაგრამ, არ უყვარს, როცა უდიერად ექცევიან, ჭმუჭნიან, ჯიბეში იკუჭავენ. როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი მურთაზი ამბობს, ვინც ასე უდიერად იქცევა, მას ფული არასდროს გაუჩერდება ჯიბეში. ხოლო, თუ როგორ მოვიზიდოთ ფულის ენერგია და როგორ ავიცილოთ ჩვენსკენ მომართული ჯადოს ენერგეტიკა, ამაზე თავად გესაუბრებათ.

მურთაზი: ფული გრძნობს მისადმი ადამიანის დამოკიდებულებას. ამიტომ, როგორც ყველაფერი სამყაროში, ფულიც იმისკენ მიილტვის, ვისაც ის უყვარს, მისი ფასი იცის, ლამაზადაც კეცავს და ხშირადაც ითვლის. ფულს აქვს მენტალური სხეული და სწორედ ამის მეშვეობით გრძნობს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ. თუ თქვენთვის ფული სიამოვნების, სიხარულის, თავისუფლების, ძალაუფლების, სიმშვიდისა და სტაბილურობის მომტანია და არა მხოლოდ, როგორც იტყვიან, „ხელის ჭუჭყი“, მაშინ ის თქვენდამი კეთილგანწყობილი იქნება. 

– გამიგია, რომ ხშირად ხდება ფულის ენერგიის დასუსტება და ამის გამო ადამიანი მუდამ ვალებშია. ამაზე რას გვეტყვით?

– დიახ, ასეა. მაგალითად, თუ თქვენ ხშირად წუწუნებთ მის ნაკლებობაზე, ან, პირიქით, ტრაბახობთ რომ საფულეში ფული სულ გაქვთ, ამით მის ენერგიას ასუსტებთ. ფულს უყვარს, როცა მას თავისი ადგილი აქვს. შეარჩიეთ ლამაზი საფულე, ახალ მთვარეზე კი ამოიღეთ იქიდან ფული და დაანახვეთ მთვარეს – ამით მას უფრო მეტად ასიამოვნებთ და მოიზიდავთ. არ გირჩევთ, მისი განკარგვა სხვას მიანდოთ, რადგან, ფულმა გაბრაზებაც იცის. ნუ იტყვით კონკრეტულ თანხაზე – ეს შავი დღისთვის მაქვს გადანახულიო, არც სხვას დაათვლევინოთ ის. თუ თქვენს ფინანსებს სხვას ანდობთ და მას დაათვლევინებთ, ჩათვალეთ, რომ ფულის ენერგიის ნაწილს ის ითვისებს. არსებობს გარკვეული წესები ფულთან მიმართებაში, რომელიც ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს და დაიცვას. მაგალითად, ფული არ ისესხოთ უცნობი ადამიანისგან, ჯობია, ის ახლობელს გამოართვათ. ამით მისი ენერგეტიკა ოჯახში იტრიალებს და მის დაბრუნებას მალევე შეძლებთ. გარდა ამისა, ის შენარჩუნდება თქვენს საგვარეულოში და მალე შეძლებთ მის გასტუმრებას, მაგრამ, თუ უცნობისგან ისესხებთ ფულს, ამით მისი საგვარეულოს ენერგეტიკა შემოგაქვთ სახლში. არ არის გამორიცხული, ამ ფულმა პრობლემები შეგიქმნათ როგორც თქვენ, ისე თავად გამსესხებელს. ასევე, არ არის გამორიცხული, ამ თანხის დაბრუნების დროს, მას გაჰყვეს თქვენი ოჯახის საგვარეულო ენერგია, რაც მომავალში უფულობას გამოიწვევს. ფულის სესხება უმჯობესია ახალი მთვარის შემდეგ, პირველ კვირაში, მისი დაბრუნება კი სავსე მთვარის შემდეგ ჯობია. ასევე, ფული ისესხეთ დღისით, მზის ჩასვლამდე, რომ მერე მისი დაბრუნება არ გაგიჭირდეთ.

– ის, რომ საფულეში უცხო ქვეყნის ვალუტის შენახვა ფულის ენერგიას იზიდავს, თუა სიმართლე?

– კარგია, თუ საფულეში თილისმად ატარებთ ერთდოლარიანს, ერთლარიანს, ერთთეთრიანს ან ნებისმიერი ქვეყნის ფულის ერთ კუპიურას. ზოგადად, ფულთან დაკავშირებით ოდითგანვე არსებობს ოქროს წესები, რომლებსაც ჩვენი წინაპრებიც იცავდნენ. ამ წესების დაცვა კი ერთგვარ პრიორიტეტს ანიჭებს ადამიანს.

– ბევრისგან მსმენია, სახლში ისეთი ნივთი ვიპოვე, რომელიც ადრე არასდროს გვქონია. საიდან აღმოჩნდა ის ჩვენს ბინაში, აზრზე ვერ მოვდივართ და, არ ვიცით, რა მოვუხერხოთო. 

– დიახ, ეს გადაუჭრელი პრობლემაა ბევრ ოჯახში. ჩემთან ზოგს ბოქლომი მოაქვს, ზოგს ქინძისთავი, ზოგს ძაფი, ზოგს რა და ზოგს – რა... ვერ ხვდებიან, ვინ დადო ის მათ სახლში, ან, საერთოდ, რა ძალა გააჩნია ამ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ნივთებს. გეტყვით, რომ, ეს აღმოჩენილი ნივთები ძალიან საშიშია, რადგან, შესაძლოა, ისეთი ნეგატიური ძალით იყოს დამუხტული ანუ მოჯადოებული, რომ თქვენი ბედ-იღბალი თავდაყირა დააყენოს, სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდოთ და თავის მოკვლამდეც კი მიგიყვანოთ. რა არის ჯადო, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ და მაინც ვერ ხვდებიან ბოლომდე, რა შედეგები მოსდევს მას? მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ, ჯადო – ეს არის წინასწარ განზრახული ბოროტება კონკრეტული პიროვნების მიმართ. რომელიღაც საგანი გაჟღენთილია ცუდი ენერგიით და მიმართულია იმ ადამიანისკენ, ვისთვისაც ეს კეთდება. რაც მეტია ბოღმა და შური, მით უფრო ძლიერია ჯადო. რაც შეეხება მის განეიტრალებას, არსებობს უძველესი ხერხები, რომლებიც ამ ნეგატიურ ენერგიას ებრძვიან და ახერხებენ კიდეც მისი ზემოქმედების განეიტრალებას. მოკლედ, კარგი იქნება, თუ შეკერავთ ნაჭრის პატარა ლურჯ ტომსიკას, მასში ჩაყრით მარილს და ატარებთ თილისმად, რომ ნეგატიური ენერგია არ მოგეკაროთ და ზიანი არ მიაყენოს თქვენს ცხოვრებას. სახლში კი ჯადოს განეიტრალება ასე შეგიძლიათ: დაყარეთ პატარა თეფშზე მარილი, მასზე დააწვეთეთ ლურჯი სანთლის წვეთები, მოუკიდეთ ცეცხლი და, კვამლს რომ აუშვებს, ამ თეფშით შემოიარეთ ოთახი, საათის ისრის მიმართულებით. ეს რიტუალი უნდა ჩაატაროთ თვის ბოლო კვირაში, შაბათ დღეს, საღამოს საათებში. ეს კვამლი სახლს იცავს ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან. ამ რიტუალის გაკეთების დროს სახლის კარ-ფანჯარა კარგად დაკეტეთ, შემდეგ კი, როცა კვამლი მარილს აღარ აუვა, კარ-ფანჯარა გამოხსენით. ამ კვამლს გარეთ გაჰყვება ის ცუდი ენერგია, რომელიც სახლში იყო დაგროვილი და ხელს გიშლიდათ წარმატებული და მშვიდი ცხოვრების მოწყობაში. თუ სახლში ასეთ ნივთს აღმოვაჩენთ და მას ნაგავში მოისვრით, ეს, რასაკვირველია, საშიშია. რა მნიშვნელობა აქვს მისაღებ ოთახში გამოჭიმავთ მას თვალშისაცემ ადგილას თუ ნაგვის ურნაში ჩააგდებთ?! მისი ენერგია მაინც სახლში ტრიალებს და მოქმედებას მაინც განაგრძობს. უმჯობესია, სახლში აღმოჩენილი საეჭვო ნივთი ღამით გზაჯვარედინზე გაიტანოთ და იქ დატოვოთ, ან, მდინარეში წყალში მოისროლოთ. უბრალოდ, ინფორმაცია უნდა გქონდეს ასეთ რამეებზე და გაერკვევი, რა გიქმნის ცხოვრებაში წინაღობებს, რისგან უნდა დაიცვა თავი და როგორ აირიდო პრობლემები თუ გაუგებრობები. 

– ძველი ხალხი ამბობს, რომ, სარკე ჯადოს გვარიდებს თავიდან, ბევრი უბედურებისგან გვიცავს და სიკეთის მოტანაც შეუძლია. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

– ეს მართალია. სარკე, თუ მისი სწორად მართვა იცით, გათვალვისა და ჯადოსგან დაგიცავთ. სხვათა შორის, ნეგატიური ინფორმაციისა და ბოროტი ადამიანების ზრახვების განეიტრალება ყველაზე უკეთ სარკეს შეუძლია. კარგად გაწმინდეთ სარკე წყალში გახსნილი ძმრით, დადექით მის წინ, დიდხანს უცქირეთ საკუთარ თავს, მოდუნდით და თან გონებაში იმეორეთ, რომ თქვენ ძლიერი პიროვნება ხართ; რომ თქვენზე ვერ იმოქმედებს სხვა ადამიანის ფარული ზრახვები, შური და ბოღმა. მერე თვალები დახუჭეთ და იფიქრეთ კარგზე. გაახილეთ თვალები, ისევ დააკვირდით საკუთარ თავს სარკეში და მიხვდებით, რომ უფრო გაძლიერდით, მეტად თავდაჯერებული და ძლიერი პიროვნება გახდით. ამ დროს სარკე თქვენგან იღებს უარყოფით ენერგიას და გმუხტავთ დადებითით. ეს რიტუალი საკუთარ ძალებში თვითრწმენას ჰბადებს, რაც ადამიანის წარმატებისთვის, დამეთანხმეთ, ნამდვილად აუცილებელია. სხვათა შორის, ამით აურასაც ისუფთავებთ. თუ ხვდებით, რომ ხშირად ითვალებით, ჩასვით ჩარჩოში თქვენი ფოტო, რომელიც მოგწონთ და კარგად გიჩანთ სახე, დადეთ ისე, რომ სარკეს უყურებდეს და ასე დატოვეთ რამდენიმე დღის განმავლობაში – ეს ავ თვალსა და მისგან გამოწვეულ ნეგატიურ მოქმედებას აგარიდებთ; ხოლო, თუ დეპრესიული ადამიანი ხართ, მაშინ ხშირად დადექით სარკესთან და იფიქრეთ წარსულში განცდილ სასიამოვნო დღეებზე, რომანტიკულ შეხვედრებზე და ასე შემდეგ. ეს დაგამშვიდებთ კიდეც და ოპტიმიზმისკენაც გიბიძგებთ. ოდითგანვე ცნობილია, რომ, თუ ადამიანს ხშირი კონტაქტი აქვს სარკესთან, ადვილად გაანეიტრალებს ჯადოს, გათვალვას და საგვარეულო წყევლასაც კი.

скачать dle 11.3