კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 25 წლის, ბოლო რამდენიმე კვირაა, მკვეთრი მოძრაობისას ან გადახრისას, მაქვს წელისა და კუდუსუნის არეში ტკივილი (დენის გავლის მსგავსი). რისი ბრალი შეიძლება იყოს? ბავშვობიდან მაქვს სქოლიოზი და შეიძლება, მხოლოდ ეს იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: ძალიან დიდია ალბათობა, რომ მიზეზი მართლაც სქოლიოზი და მასთან დაკავშირებული ნერვებზე ზეწოლა იყოს.

კითხვა: მალე ვთხოვდები და მაინტერესებს ზღვაში შესვლა თუა რეკომენდებული პირველ ღამის შემდეგ?

პასუხი: აუცილებელია ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა და პირველ ხანებში (1-2 კვირა) ზღვაში ბანაობაც არ არის მიზანშეწონილი. ასევე, გარკვეული სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა განვითარდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალგათხოვილისთვის ზღვას მთის კურორტი ჯობია.

კითხვა: მაინტერესებს თუ შეიძლება, დედისგან შვილს გადაედოს ჭიები?

პასუხი: დიახ, ეს შესაძლებელია, თუ ჰიგიენური წესებია დარღვეული.

კითხვა: რა არის ჰიპერჰიდროზი?

პასუხი: ჰიპერჰიდროზი გადაჭარბებული ოფლის წარმოქმნაა.  ოფლის გამოყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თერმოსარეგულაციო მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც სხეული მუდმივ ტემპერატურას ინარჩუნებს. განასხვავებენ ზოგად (გენერალიზებულ) ჰიპერჰიდროზს, როდესაც  ოფლის გამოყოფა მომატებულია მთელ სხეულზე და შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში  მეორეულია, ანუ, სხვა მიზეზით არის განპირობებული და, ლოკალურს, რომელიც პირველადია და სრულიად უმიზეზოდ უვითარდებათ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებს.

კითხვა: თუ შეიძლება, რომ ორი თვის ბავშვს ფეხები მასაჟებით გაუსწორდეს? რა ასაკიდან არის მიღებული მასაჟების დაწყება?

პასუხი: ამ ასაკში ბავშვის ქვედა კიდურების ფორმით ვერ იმსჯელებთ, როგორი ფეხები ექნება მას მომავალში, სანამ ცოტა არ წამოიზრდება. ბავშვის მდგომარეობა თავდაპირველად შეაფასებინეთ პედიატრს, ან, უმჯობესია, ორთოპედს და დამატებით რეკომენდაციებსაც მათგან მიიღებთ.

კითხვა: რა განსხვავებაა გასტროსკოპიასა და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას შორის?

პასუხი: გასტროსკოპიის სრული სახელწოდებაა ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია. ესაა ენდოსკოპიური გამოკვლევის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომლის დროსაც შეიძლება საყლაპავის (ეზოფაგო), კუჭის ღრუსა (გასტრო) და თორმეტგოჯა ნაწლავის (დუოდენუმ) დათვალიერება სპეციალური ინსტრუმენტის – გასტროსკოპის საშუალებით. 

კითხვა: რამ შეიძლება გამოიწვიოს პანკრეასის გადიდება? 

პასუხი: პანკრეასის გადიდება შეიძლება აღინიშნებოდეს მწვავე ან ქრონიკული პანკრეატიტის, მუკოვისციდოზის, კუჭუკანა ჯირკვლის განვითარების ანომალიის, სიმსივნისა და სხვა დაავადებების დროს.

скачать dle 11.3