კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს 1975 წელს მესამე სამშობიარო სახლიდან გაშვილებულ ვაჟიშვილს 67 წლის ქალბატონი

67 წლის ლია მშვენიერაძე (ფსევდონიმი) ეძებს 1975 წლის გაზაფხულზე დაბადებულ ვაჟიშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს შვილს. ამჟამად ის 38 წლის უნდა იყოს. ჩემი ისტორია საკმაოდ მძიმეა. შვილის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ის ძალიან ჰგავს თავის ძმას, ანუ, ჩემს უფროს ვაჟიშვილს, რომელიც ამჟამად ცოცხალი აღარაა. 1975 წლის გაზაფხულზე ვიმშობიარე თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლში. მეყოლა ვაჟი. იმ დღესვე მითხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. მაშინ მე ეს ამბავი დავიჯერე. მაგრამ, გავიდა წლები და, სრულიად შემთხვევით, ქუჩაში დავინახე კაცი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ჩემს უფროს ვაჟიშვილს. 

ჟურნალისტის შენიშვნა: რუბრიკა „დაკარგულებში“ დაბეჭდილია არაერთი ისტორია, როდესაც დედა ეძებს გაშვილებულ ან რაიმე სხვა მიზეზით დაკარგულ შვილს. ბუნებრივია, რომ ყველა ისტორია ინდივიდუალურია და თითოეული მშობელი ძალიან განიცდის შვილთან კავშირის არქონას. ჩემი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი კი ნამდვილად დაზარალებული დედაა, რომელიც უღმერთოდ მოატყუეს სამშობიარო სახლში. ქალბატონ ლიას (ფსევდონიმი) ძალიან უნდა თავისი შვილის პოვნა. ვთხოვ მკითხველს, ყურადღებით წაიკითხოს ისტორია და დააკვირდეს ფოტოსურათს (ფოტოზე გამოსახულია ლიას უფროსი ვაჟიშვილი, ანუ, დაკარგულის გარდაცვლილი ძმა). თუკი ვინმე ამ სურათს მიამსგავსებთ თავის ახლობელს ან ნაცნობს, აუცილებლად დაგვიკავშირდით. ერთობლივად დავეხმაროთ დედას შვილის პოვნაში.

– გვიამბეთ თქვენი ისტორია, რა მოხდა 1975 წელს თქვენს ცხოვრებაში?

– რთული ცხოვრება მქონდა (მეუღლე სულ ციხეებში ან ეგრეთ წოდებულ „ზაპოიში“ იყო), მაგრამ, ბედს შეგუებული ვიყავი და მეუღლეს არ გავშორებივარ, რადგან შვილი მყავდა. როდესაც ჩემი უფროსი ბიჭი დაახლოებით 2 წლის იყო, ისევ ორსულად დავრჩი. მთელი ორსულობა ნერვიულობაში გავატარე და, როდესაც ორსულობის მეშვიდე თვეში ვიყავი, ნაადრევი მშობიარობა დამეწყო. თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლში მიმიყვანეს და იქ გავაჩინე მეორე ვაჟი. ბიჭი ჯანმრთელი დაიბადა, მე მისი ტირილიც კი გავიგონე. შემდეგ კი მითხრეს, რომ ბავშვი მოკვდა. როგორც უკვე გითხარით, მძიმე მდგომარეობაში ვიყავი და ეჭვიც არ შემპარვია ამ ამბავში. მას შემდეგ გავიდა წლები და ჩემი უფროსი ვაჟიშვილი ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, მისგან ორი შვილიშვილი დამრჩა. ერთხელაც, 1998 წელს, სრულიად შემთხვევით, ქუჩაში დავინახე „ჟიგულიში“ მჯდარი ახალგაზრდა კაცი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ჩემს გარდაცვლილ ვაჟს. მას შემდეგ მოსვენება დავკარგე. ბევრი ვიფიქრე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ სამშობიარო სახლში მომატყუეს.

ძალიან მინდა შვილის პოვნა. იმედია, მან იცის, რომ ნაშვილებია – როგორც წესი, ამას დიდხანს ვერავინ მალავს. მე დიდი მადლობელი ვარ მისი აღმზრდელების და მათ არაფერში ვადანაშაულებ, უბრალოდ, ძალიან მინდა შვილის ნახვა, მინდა, იცოდეს, რომ მე ის არ მიმიტოვებია. 

– დაწვრილებით გვიამბეთ, სად და როგორ ნახეთ თქვენი შვილი 1998 წელს?

– მე და ჩემი რძალი მიხაილოვის საავადმყოფოდან გამოვდიოდით. მაშინ ჩემი უფროსი შვილი დაახლოებით ორი წლის გარდაცვლილი იყო. ამ დროს ლენინგრადის ქუჩიდან „ჟიგულიმ“ გამოიარა (თუ არ ვცდები, თეთრი ფერის „06“ იყო), საჭესთან იჯდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ისე ჰგავდა ჩემს შვილს – გელას, რომ გზაში კინაღამ გული წამივიდა. ჩემმა რძალმა ძლივს დამიჭირა – რა გჭირს, რა დაგემართაო... ის ბიჭი ძალიან ჰგავდა ჩემს ბიჭს და ეჭვიც არ დამრჩენია, რომ ის იყო ჩემი მეორე შვილი. სავარაუდოდ, ის თბილისში უნდა ცხოვრობდეს. თუკი ვინმე გამომეხმაურება და რამე ინფორმაციას მომაწვდის მის შესახებ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ძალიან მინდა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო ჩემი ბიჭი და გულში ჩავიკრა. იმედია, ის მე ყველაფერს მაპატიებს.

თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3