კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მშობლები „ჩემიანები“ აღარ არიან

დაახლოებით 15 წლის წინ ჩემი მშობლები რუსეთში წავიდნენ სამუშაოდ, რადგან აქ მათი სამსახურები დაიხურა, უმუშევრები დარჩნენ და ოჯახს ვეღარ არჩენდნენ. უფრო სწორად, თავიდან მამაჩემი წავიდა ურალში, სადაც მისი ჯარის მეგობარი მუშაობდა და იმან უთხრა: ჩამოდი და მაღალხელფასიან სამუშაოზე მოგაწყობო. ორი წლის შემდეგ კი დედაც მასთან გაემგზავრა – არ უნდოდა, მისი ქმარი იქ მარტო ყოფილიყო და, როგორც თვითონ ამბობდა, რუს ქალებში „ეგულავა“. ცხადია, ახალგაზრდა კაცი ოჯახიდან ცხრა მთას იქით რომ მიდის, ქალთანაც გაივლის და, შეიძლება, უარესიც ქნას. მოკლედ, დედაჩემმა გამოაცხადა, რად მინდა მისი გამოგზავნილი ფული, ოჯახი თუ დამენგრაო და ქმართან გაემგზავრა. ახლა რომ ვფიქრობ, ხან ვამართლებ დედაჩემის საქციელს – უყვარდა ქმარი და მარტო არ მიატოვა; მაგრამ, მეორე მხრივ, ვერაფრით ვერ ვიგებ, როგორ უნდა დატოვოს ქალმა სამი პატარა შვილი თუნდაც ქმრის გამო და თუნდაც საიმედო ხელში. მოკლედ, დედამ მე და ჩემი და-ძმა ბებიას, ბაბუას (თავის მშობლებს) და დეიდას ჩაგვაბარა და წავიდა. თვითონ დარწმუნებული იყო, რომ წელიწადში ორ-სამჯერ მოახერხებდა ჩამოსვლას, მაგრამ, ისე გავიდა წლები, ვერც ერთხელ ვერ ჩამოვიდნენ. თან, მაშინ კომპიუტერი ჯერ კიდევ არ იყო ისე მასობრივად, რომ ყველას ჰქონოდა და ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ტელეფონის ზარით შემოიფარგლებოდა, ისიც – თვეში ერთხელ. მერე ყვებოდა დედა, ისეთ ადგილას ვცხოვრობდით და ვმუშაობდით, რადიოს გარდა არაფერი გვქონდა და თქვენთან რომ დაგვერეკა, სამი ტრანსპორტი უნდა გამოგვეცვალა, რაიონულ ცენტრში რომ ჩავსულიყავით, რადგან, მხოლოდ იქ იყო საფოსტო განყოფილებაო, მაგრამ, ჩვენ პატარები ვიყავით, დედა გვენატრებოდა (მამაც, მაგრამ დედა უფრო მეტად) და არანაირი მიზეზი არ „ჭრიდა“. დედაც რომ გაემგზავრა, მაშინ მე 13 წლის ვიყავი, ჩემი ძმა – 10 წლის, და კი – 8-ის. ბებია, ბაბუა და დეიდა თან გვყვებოდნენ, ჩვენი მშობლებიც გვიგზავნიდნენ ფულსაც და ათას სხვა რამესაც, ანუ, არაფერი გვაკლდა, მაგრამ, მაინც სულ სევდიანები ვიყავით. ჩემი და ისე გათხოვდა, ბაბუა ისე გარდაიცვალა და დეიდაჩემს ისე გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია, დედამ ჩამოსვლა ვერ მოახერხა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჩემი დის გათხოვება ძალიან უიღბლო აღმოჩნდა – ნარკომანმა ქმარმა ორი თოთო ბავშვით გამოაგდო სახლიდან და არც მის მშობლებს გამოუჩენიათ მერე რამე ყურადღება, ანუ, საერთოდ მოიშორეს თავიდან. გარდა ამისა, ჩემი ძმა გარიცხეს ინსტიტუტიდან და დღემდე უსაქმურად დაყიალობს – ვერაფერს დაუდო გული. თანაც, ისეთი ნერვიულია, ხმას ვერ გასცემ. ამ ყველაფერს მამაჩემი ბებიას და დეიდას აბრალებს – ჩემს შვილებს ყურადღება ვერ მიაქციესო. სხვათა შორის, დედაც მას ეთანხმება და ამაზე ძალიან ვბრაზდები. ვერც ერთი ვერ გრძნობს საკუთარ დანაშაულს, განსაკუთრებით – დედაჩემი. სამივე ძალიან გაუცხოებულები ვართ მშობლებთან და სწყინთ – თქვენ გამო ცხრა მთას იქით ვიყავით გადაკარგულები, მონებივით ვმუშაობდით, რომ ყველაფერი გქონოდათ, თქვენ კი ცივად გვექცევითო. არ ვიცი, შეიძლება, ჩვენც არ ვართ ბოლომდე მართლები, მაგრამ, სამწუხაროდ, ვგრძნობთ, რომ აღარ არიან „ჩვენიანები“ და, არ ვიცი, ეს მდგომარეობა როდის გამოსწორდება.

მეგი, 28 წლის.

 

მე ყოველთვის ჩემი ძმის მხარეზე ვიქნები

ჩემს ძმას შეუყვარდა გოგო, რომლის ცოლად მოყვანაც გადაწყვიტა, მაგრამ, ჩემი მშობლები იყვნენ წინააღმდეგები (ძირითადად – დედაჩემი), რადგან, ის გოგო განათხოვარია და, ხომ იცით, რაც ხდება ხოლმე ასეთ დროს. მაგრამ, ვერ ვხვდები, რატომ არის ეს ფაქტი ასეთი საშინელება. რა ქნას იმ ადამიანმა, თუკი არ გაუმართლა ცხოვრებაში? თავი მოიკლას თუ მონაზვნად აღიკვეცოს?! იმ ბიჭმა ისე მოიტაცა, წესიერად არც კი იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ხათუნას მამამისის შეეშინდა და თქვა, ჩემი ნებით წავყევიო, მერე კი გაირკვა, რომ იმ თავის ძალად ქმარს საერთოდაც არ ჰყვარებია და სადისტურად ექცეოდა. ამიტომ, ერთი თვის შემდეგ ქმრის ოჯახიდან  გამოიპარა და მშობლებთან დაბრუნდა. კიდევ კარგი, ორსულად არ დარჩა, თორემ, ისეთ დღეში აგდებდა ის ნაძირალა, აუცილებლად ავადმყოფი ან დებილი შვილი გაუჩნდებოდა.

ხათუნა თითქმის ჩემი ტოლია, თან, საოცრად წესიერი და კარგი ადამიანია, ძალიან უყვარს ჩემი ძმა და, ამიტომ მე მის მხარეზე ვარ. კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მშობლებს, როცა სარძლოს დაწუნების მიზეზად მის განათხოვრობას ასახელებენ, უფრო სწორად, საშინლად მაღიზიანებს მათი ასეთი საქციელი, რადგან მეც გაყრილი ვარ ქმართან, 2 წლის შვილიც მყავს, მაგრამ, აქტიურად ცდილობენ, კარგად გამათხოვონ: უცოლო, პერსპექტიულ, შეძლებულ და სიმპათიურ მამაკაცს ეძებენ სასიძოდ და, იმას საერთოდ არ კითხულობენ, ასეთ მამაკაცს ან მის ოჯახს თუ აწყობს განათხოვარი და შვილიანი ქალი.

ჩემს მშობლებს ეს პირდაპირ ვუთხარი, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, რითაც ორივე ძალიან გავანაწყენე; ჩემმა დეიდაშვილმა კი, რომელიც ჩემს მშობლებს ეთანხმება, პირში მომახალა, შენ იმიტომ ემხრობი შენს ძმას, არ გინდა, შენზე უკეთესი გოგო მოიყვანოს ცოლად, რომ მერე შენზე „ვერხი“ არ აიღოსო. მოკლედ, ჩვენი ოჯახური მსჯელობა ჯერ კამათში, მერე კი საკმაოდ სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა. ყველაზე მეტად კი იმან გამამწარა, რომ არავის არ აინტერესებდა არც ჩემი ძმის გრძნობები, არც ხათუნას კარგი ადამიანობა, მათთვის მთავარი ის იყო, მეზობლებს არაფერი ეთქვათ და ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებში ეტრაბახად რძლის ოჯახითა და წრით. ერთი სიტყვით, მათმა სიტყვებმა დამარწმუნა, რომ ჩემი ძმა, მათი წყალობით, შეიძლებოდა, დეპრესიაში ჩავარდნილიყო და სამუდამოდ ჩაექნია ხელი ცხოვრებაზე. ამიტომ, მისი აქტიურად დახმარება გადავწყვიტე, მას და ხათუნას ჩუმად მოველაპარაკე და ჩემი გადაწყვეტილებაც ერთ კვირაში მოვიყვანე სისრულეში: მთელი ჩემი დანაზოგი თანხა (მანქანის ყიდვას ვაპირებდი) მივეცი ჩემს ძმას, მან თავისიც დაუმატა, მერე ბილეთები ავუღე და ერთ-ერთ ეგზოტიკურ ქვეყანაში (ჩემი მეგობრის წყალობით, ტურისტული ვიზები გავუკეთე) გავუშვი საქორწინო მოგზაურობაში. რომ დაბრუნდებიან, მერე სიტუაცია გვიჩვენებს, როგორ მოვიქცევით. ბოლოს და ბოლოს, ჩემს ძმას აქვს თავისი ერთოთახიანი ბინა და თავიდან იქ იცხოვრებენ. ჩემს მშობლებს კი ვერასდროს ვერ გავუგებ და ვერ გავამართლებ.

გვანცა, 24 წლის.

скачать dle 11.3