კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაჭრეს ირაკლი კაკაბაძე 15 წლის ასაკში, როგორ მუშაობდა ის ამერიკაში მტვირთავად და როგორ „ყალთაბანდობდნენ” ის და გიორგი მარგველაშვილი

ირაკლი კაკაბაძე რეალობაშიც და სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ აქტიურია. ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების იმედი აქვს, თუმცა ბევრი რამ ისევ შესაცვლელია და რიგ საკითხებში კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკასაც აკრიტიკებს. 

– ირაკლი, ცოტა ხნის წინ დაანონსდა, რომ საერთო-სახალხო აჯანყება მზადდება. არასწორად გავიგეთ რამე თუ რაშია საქმე?

– არაფერი არ დაანონსებულა, არ მინდა მკითხველმა არასწორად გაიგოს რამე, უბრალოდ, ჩემი „ფეისბუქის“ სტატუსების არასწორად წაკითხვა მოხდა. საქმე ისაა, რომ მე ვთქვი: თუ გაგრძელდა ეს პროცესი, ახალაიას მსგავსი ხალხი გაათავისუფლეს ციხიდან; სამართლიანობა არ აღდგა არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკურიც და გაგრძელდა ჩვენი ქვეყნის არსებობა როგორც ნეოლიბერალური, ავტორიტარული, ოლიგარქიული სახელმწიფოსი, მაშინ ხალხს სხვა გზა არ დარჩება, გარდა საერთო-სახალხო აჯანყებისა. სხვათა შორის ეს, კონსტიტუციით გარანტირებული მნიშვნელოვანი უფლებაა.

– ანუ თქვენ ხედავთ იმის ტენდენციას, რომ ავტოკრატიული მმართველობა გაგრძელდეს რეალურად?

– რა თქმა უნდა, ვხედავ! თუნდაც იპოთეკარების საქმე რომ ავიღოთ. თავის დროზე უმრავლესობის წევრებმა და გედევან ფოფხაძემ კარგი კანონპროექტი მოამზადეს, მაგრამ სამწუხაროდ, მთავრობამ უკან დაიხია და დღესდღეობით გვაქვს ისეთი კანონი, რომლის საშუალებითაც, ბანკებისა და მევახშეების მიერ ადამიანების ძარცვა-გლეჯა გრძელდება. 75 000 ოჯახია უკვე გაუბედურებული ამით, ეს მინიმუმ 100 000 ადამიანი ხომ არის? ჩვენი სახელმწიფო დღესდღეობით იცავს მარტო ქონებას და არ იცავს ადამიანებს. ხალხს ძალინ დიდი იმედი ჰქონდა და აქვს ბიძინა ივანიშვილის, რომ ის სიტუაციას შეცვლის. მე იმედი კიდევ მაქვს, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ, ისევე როგორც ბევრი ადამიანი. ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება შეფერხდა და ადამიანების უმრავლესობა ისევ მონობაშია. თავიდან იყო ძალიან კარგი სოციალური რეფორმები, ღარიბ ადამიანებზე გათვლილი, თუნდაც ის, რომ სახელმძღვანელოები უფასო გახდა. 

– ჰო, მაგრამ მაშინ ეგ ნაბიჯი გამომცემლებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების ნაწილმა პოპულიზმად მონათლეს. 

– ადამიანის სიყვარული და ღარიბის დახმარება თუ პოპულიზმად მონათლე, მაშინ გადაგვარებული საზოგადოება ყოფილხარ! საზოგადოება კი არა, კაციჭამიების ორგანიზაცია ხარ მაშინ! ეს არის უკიდურესად მემარჯვენე ბიურგერული ფილოსოფია, რომელიც დამკვიდრებული იყო სააკაშვილის დროს და შევარდნაძის დროსაც, სხვათა შორის, რომელიც სუსტი ადამიანის მოკვლაზე, განადგურებაზეა ორიენტირებული! მაშინ პოპულისტი უწოდონ იესო ქრისტესაც და ყველა სხვა მოძღვრებასაც. სიყვარული რა არის სხვა, თუ არა, სხვისი დახმარება, მით უმეტეს სუსტის. შრომის კოდექსიც ძალიან ნორმალური იყო, მაგრამ მთავრობამ ამჯერადაც უკან დაიხია. მიზეზი კიდევ ის გახლდათ, რომ ძლიერი ზეწოლა იყო მთავრობაზე ბიზნესლობის მხრიდან! ბიზნესლობი ძალიან ძლიერია დღეს საქართველოში და მან ხალხის წარმომადგენლობას და ინტერესებს აჯობა. რეალურად დღეს პარლამენტში წარმოდგენილი უფრო კორპორატიული ლობია, ვიდრე ხალხის ინტერესები. მე არ მინდა, ჩემმა შვილებმა – გიგომ და ანდრომ, რომ გაიზრდებიან, ისეთ ქვეყანაში იცხოვრონ, სადაც განათლება და ჯანდაცვა არის პრივილეგია და არა საყოველთაო უფლება. ეს არის სრულიად მიუღებელი.

– თქვენზე ამბობენ, თანამედროვე არსენა მარაბდელია: ის ხომ მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდაო...

– მე არ ვიცი, ვინ რას მიწოდებს, მაგრამ არსენა მარაბდელი თავის დროზე კარგ საქმეს აკეთებდა, სიმდიდრის განაწილება უნდა მოხდეს. დიდი აფროკარიბელი ფილოსოფოსი ფრანც ფანონი, რომელმაც თავის დროზე ალჟირის გამათავისუფლებელ ბრძოლაში დიდი როლი ითამაშა, ამბობდა, დემოკრატია სოციალური სამართლიანობის გარეშე, არ არსებობსო. თუ თქვენ არ გაქვთ არსებობის მინიმალური სახსრები, ვერ მისცემთ არჩევნებში ხმას, უფრო სწორად, თქვენი ხმა იქნება ნაყიდი. სოციალური სამართლიანობის გარეშე, დემოკრატია არ არსებობს. დღეს საქართველოში ბანკების დიქტატურაა – საოცარ პროცენტებად აძლევენ ხალხს სესხებს! თვითონ უცხოეთიდან სესხულობენ მხოლოდ 2 პროცენტად და საქართველოში მოსახლეობას 36-40-პროცენტად აძლევენ სესხს. იცით, სააკაშვილის მმართველობის დროს ხალხის მონობაშიც ჩათრევა როგორ ხდებოდა? სააკაშვილი რიგით პოლიციელებს აიძულებდა, შეეძინათ „ჯიპი“ საკუთარი სახსრებით და იპოთეკით დაეტვირთათ საკუთარი ქონება. აქედან გამომდინარე, ისინი იძულებულები ხდებოდნენ, მინიმუმ რამდენიმე წლით დარჩენილიყვნენ ამ სამსახურში და ვერ გადასულიყვნენ სხვაგან. ეს ერთი და მეორე, რეალურად, რაც შეიძლება დაუნდობლად გასწორებოდნენ იმ დემონსტრანტებს, თუნდაც 26 მაისს ან 7 ნოემბერს..

– და თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი ვერტიკალური იძულებით არბევდნენ მომიტინგეებს და არა იმიტომ, რომ მათი განწყობა იყო ხელმძღვანელობის ნება-სურვილთან თანმხვედრი?

– რა თქმა უნდა! მართალია, უნდა დადგეს ბევრის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ბევრი მათგანი მართლა მონობის მსხვერპლი იყო.

–  ადრე მითხარით, რომ თავად გახდით მოწმე ნიუ-იორკში პრეზიდენტის ბიძის, თემურ ალასანიას კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა. 

– (ეღიმება) შემსწრე როგორ გითხრათ... ის, რომ თემურ ალასანია გაეროს განიარაღების კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო, თუ არ ვცდები, სტაფის მდივანიც, მოკლედ, სერიოზული თანამდებობა ეკავა – საქმე ის არის, რომ ეს კომიტეტია სწორედ დღევანდელ მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი თაოსანი. იქ არის თავმოყრილი ყოფილი საბჭოთა, ჩეხური, ისრაელის წარმოების და სხვა, იარაღი. ამაზე ბევრი დაწერილა ამერიკულ პრესაში. აბა, ნახეთ, რომელიმე საძიებო სისტემაში თემურ ალასანიაზე რაიმე ინფორმაცია თუ არის? – არაფერი არ მოიპოვება საერთოდ. ყველამ კარგად იცის, რომ ალასანია იყო სუკის წარმომადგენელი და საბჭოთა მზვერავი შტატებსა და კანადაში 70-80-იან წლებში. 80-იან წლებში საბჭოთა კვოტით დაინიშნა ამ კომიტეტში. მე არ მინდა, ამ კაცზე მარტო ცუდი ვილაპარაკო. ის თავის საქმის ძალიან დიდი პროფესიონალია, თავისი რანგით ის სუკის იერარქიაში პუტინს არ ჩამოუვარდება, პირიქით, უფრო კარგი კარიერაც ჰქონდა, ვიდრე პუტინს. რა თქმა უნდა, ის ჩართულია იარაღით ვაჭრობაში. ერთი პერიოდი რესპუბლიკურმა პარტიამ მოითხოვა, აშშ-ს საერთოდ შეეწყვიტა დაფინანსება გაეროსთვის, რაც სადამ ჰუსეინთან დაკავშირებული სკანდალი გასკდა. 

– საბანკო ტერორზე საუბრობდით, მისგან თავის დაღწევა როგორ წარმოგიდგენიათ?

– სოციალურ-ეკონომიკური უფლებების წინ წამოწევით. დღესდღეობით ჩვენ გვთავაზობენ თვითმფრინავიდან ჩამოვარდნის თავისუფლებას – ან შიმშილით უნდა მოკვდე, ან მონობაში გაყო თავი. საბანკო სექტორი და სახელმწიფო მშვენივრად თანაარსებობენ. მაგალითად, ნიკა გილაური და მისი ძმა – ერთი პრემიერი იყო, მეორე ბანკის ხელმძღვანელი და 2 მილიონი ლარი ჰქონდა ხელფასი.

– მოდით, ცოტა გადავუხვიოთ მძიმე თემებს და აი, ამ საინტერესო ფოტოზე მინდა გკითხოთ, სადაც თქვენ, გიორგი მარგველაშვილი, გიო მგელაძე, ლევან ვასაძე ერთად ხართ გადაღებული. 

– ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ, ნაწილი პირველ სკოლაში ვსწავლობდით, ნაწილი – 53-ეში. პერესტროიკის პერიოდი რომ დაიწყო, სტუდენტები ვიყავით. მე და გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფიის ფაკულტეტზე ვსწავლობდით, ჩემი კურსელი იყო, გიო მგელაძე თეატრალურში და ლევან ვასაძე – თსუ-ს გეოლოგიის ფაკულტეტზე. ამ სურათზე 19 წლისები ვართ. ძალიან აქტიურად დავდიოდით მიტინგებში. სერიოზულ მონაწილეობას ვიღებდით დავით გარეჯის ირგვლივ ატეხილ ამბებში. ნუგზარ ფოფხაძე გამოვიდა და შვილებს იფიცებოდა, არ არის დავით გარეჯში პოლიგონიო. არადა, ჩავედით და ვნახეთ, რომ იმ წუთას ხდებოდა აფეთქებები. მეორე დღეს ბიუროს სხდომა იყო, ჯუმბერ პატიაშვილმა თვითონ გორბაჩოვს დაურეკა. მოიყვანეს როდიონოვი და საკმაოდ დატუქსეს. მაშინ დაიბოღმა ქართველებზე და მერე სამაგიეროც გადაგვიხადა მწარედ. სხვათა შორის, მე უნივერსიტეტიდან გამრიცხეს, ძალიან ბევრ მიტინგზე დავდიოდი და დავისაჯე მწარედ.

– გიორგი მარგველაშვილთან დღემდე მეგობრობთ?

– რა თქმა უნდა, ძალიან განათლებული ადამიანია, სამართლიანი. მახსოვს, სკოლის მოსწავლეები ვიყავით მე და გიორგი და კედლებზე სფრეი-საღებავით ვწერდით: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! თან, თავზე კოლგოტს ვიცვამდით, თვალებთან ვჭრიდით. გიორგი მარგველაშვილის სახლი იყო სუკის სასადილოს წინ ზუსტად. გამოვიდა მთვრალი თანამშრომელი, ხედავს, კედელზე საღებავით რაღაცას ვწერთ, 80-იანი წლები იყო. რას აკეთებთო, დაგვიყვირა. ტერორისტები ხართო? ჩვენ ვუპასუხეთ, ქალაქის გალამაზებაში ვეხმარებითო. ეტყობა ან ძალიან მთვრალი იყო, ან შევეცოდეთ და წადით, გამასწარით აქედანო – დაგვიყვირა. 

– ამერიკის თემაზე მინდა გკითხოთ, ალბათ, მაინც რთული იყო. 

– ამერიკაში, ჯერ კიდევ ადრე, 90-იან წლებში წავედი, საბჭოთა კავშირი იყო მაშინ. პოლიტიკური თავშესაფარი მივიღე. „ნიუ-იორკ თაიმსსა“ და „ჩიკაგო ტრიბუნში“ გამოქვეყნდა ჩემი ინტერვიუები. ძალიან ბევრ ადგილას ვმუშაობდი, ფიზიკურად, სიმძიმეებს ვათრევდი, მაღაზიაში მეპატრონის დამხმარედ... კაცმა რომ თქვას, დიდი ხანია, მატერიალურ სიძნელეებს ვებრძვი, დალხენილი არასდროს ვყოფილვარ. უსახსრობასთან ძალიან ახლო მდგომარეობაში ბევრჯერ ვიყავი, მაგრამ ბევრი ფულის პატრონი ვერასოდეს ვიქნები, ეს ვიცი და არც მინდა. ბევრი ფული აფუჭებს ადამიანს. 

ჩემი უფროსი  იყო ამერიკაში ძალიან კარგი ადამიანი, ჯონ მაკდონალდი, რომელიც შესანიშნავი დიპლომატია და აქვს საქართველოსთვის ძალიან კარგი სამშვიდობო გეგმა. 

– თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაძლევდათ იმის საშუალებას, რომ მძიმე სამუშაოები შეგესრულებინათ?

– სხვა რა გზა მქონდა? როცა ოჯახია სარჩენი... ვმუშაობდი გადამზიდავად, ვათრევდი სიმძიმეებს, დორმენად... 17 წლის ასაკიდან დიაბეტი მაქვს, 15 წლის ასაკში დამჭრეს. 2-ჯერ დამჭრეს და 4-ჯერ მაქვს ტვინის შერყევა მიღებული სხვადასხვა ძალადობრივი ქმედების შედეგად. 2005 წელს თავს დამესხნენ, გამძარცვეს და თავში რაღაც ჩამარტყეს, მაგრამ ეს საქმე რატომღაც დღემდე არაა გამოძიებული. 

–  თქვენს შვილებზე გვითხარით ორი სიტყვით.

– გიგო არის 10 წლის, ანდრო – 6-ის. ძალიან მინდა, სწორი სულიერი ორიენტირები ჩამოვუყალიბო. სამწუხაროდ, ინტერნეტის გაფართოების გამო, ბევრი ცდუნებაა და ეს სერიოზული პრობლემაა.

скачать dle 11.3