კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ყიდის ნიგოზს მილიონად პრეზიდენტობის კანდიდატი თენგიზ გაბიძაშვილი და რის გამო დაიბარეს ის შინაგან საქმეთა სამინისტროში

თენგიზ გაბიძაშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია. შეხვედრა მის სტაბილურ სამუშაო ადგილას, ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში შედგა. მარტივად მივაგენი, შევედი თუ არა მთელ სიგრძეზე გადაჭიმული აბრა დავინახე: „პრეზიდენტობის კანდიდატის, თენგიზ გაბიძაშვილის საარჩევნო უბანი ¹1“. მთავარ კითხვაზე, თუ რა გახდა პრეზიდენტად გახდომის სურვილის კონკრეტული მიზანი, ნიგვზის თავზე გამოკრულ აბრაზე მიმითითა. მასზე წარწერამ საკმაოდ ამომწურავად გასცა ყველა დასმულ და  მომავალში გონებაში გააზრებულ და, დასასმელად მომზადებულ კითხვას პასუხი და ამიტომ, აქვე გთავაზობთ იმ ნააზრევს, რომელიც აბრის სახით „მოწამლულ ნიგოზთან“ იყო გამოკრული: „აპოკალიფსი. ოქროს  საწმისი. სარკე. სურათი. ეს ნიგოზი სიგარეტი და ბევრი სხვა ხელოვნურად საწამლავად ქცეული პროდუქტი. ვითომ სოციალისტური, ვითომ მონოპოლისტურ-კაპიტალისტური, ვითომ ფეოდალურ-კლასობრივი, ვითომ ეროვნული რელიგიური. თუ რასობრივი მოტივებით ვრცელდება ხალხში. სინამდვილეში იგი ბრაჰმანულ-კასტურ-ეჩმიადინური; სიონისტურ-ფარაონული ანუ იგივეა უკანონო დანათურ-ვამპირულ-ქურდული საწამლავია პატიოსანთა. გიორგიანელთა გასაჟლეტად გამიზნული. ეს ნიგოზი (ფასი: 100 გრ – 1 000 ლარი) და სიგარეტი იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას, დიაბეტს. ამ დაავადებებით კი ბოლო დროს მხოლოდ გლეხური გიორგიანული წარმომავლობის ხალხს კლავენ.“

თენგიზ გაბიძაშვილი: ლეჩხუმელი ვარ, იქ დაბადებული და გაზრდილი, სკოლაც იქვე დავამთავრე. მერე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე. შრომის ეკონომიკის სპეციალისტი ვარ. ვარ დაოჯახებული. 

– ბატონო თენგიზ, საიდან გაჩნდა პრეზიდენტობის კანდიდატობის სურვილი, იდეა?

– ამ აბრაზე რაც მიწერია, იმან გადამაწყვეტინა. ეს არის ჩემი ნაწარმოები – „ოქროს საწმისი“, ორ ნაწილად დავწერე.

– ანუ, ნიგოზმა გადაგაწყვეტინათ პრეზიდენტობა?

– კი, ნიგოზმა და შრომის ხელშეკრულებამ, ამ ხელშეკრულების საშინელი პირობების გამო. შრომითი ხელშეკრულებები შემოვიდა აქ, ახლა. შრომის ეკონომისტი ვარ და, ძალიან კარგად ვიცი, რა არის ის. ვითომ რევოლუცია  და გადატრიალება მოახდინეს და, სინამდვილეში, იქ იყო პარაზიტიზმი. კანონმდებლობა იყო პარაზიტიზმი. კომუნისტების კანონმდებლობაც ასეთი იყო,  ვამპირობაც იყო და ახლა იმ ხელშეკრულებაზე ქურდობა და ყაჩაღობაა დამატებული. ვიფიქრე, რა არის ახლა, რევოლუცია მოახდინეს ვითომ და, კანონში ხალხისთვის პირიქითაა  ყველაფერი. ავდექი და დავწერე ყველაფერი და მერე მაგას დაემატა მთლიანად განხილვა ყველაფრის – რა და რატომ ხდება ეს ყველაფერი.

– ეს რამე ნაწარმოების სახით გამოეცით?

– „ოქროს საწმისი. აპოკალიპსი“. ორი წელიწადი, დღე და ღამე ვმუშაობდი. ადრეც მაქვს ეგ თემები გამორკვეული და ახლა წიგნის სახე მივეცი. არ გამომიცია, მაგრამ, პარლამენტს  და ზოგიერთ ინსტანციებს გავუგზავნე, ალბათ, ერთი ოცი მიმართულებით. მაგრამ, პასუხი არ მიმიღია. მეორე საკითხია კიდევ ძალიან საშიში – პროდუქციის უხარისხობა. სანაგვედაა გადაქცეული ყველაფერი და, რატომ?! იმიტო, რო, შენ რომ ხახვის ბიზნესმენი ხარ და იგი რო კიტრის ბიზნესმენია და, იმას რომ შამოაქვს და მეტს რომ არავის არ აქვს შემოტანის უფლება. მარტო ერთს  შემოაქვს სპეციალურად გამზადებული, გლახა და ხალხს ამას აჭმევენ. ეს ნიგოზი უკრაინიდანაა შემოსული (მიმითითებს წინ მდებარე განსხვავებულ ნიგოზზე, წარწერით: „ბალზამირებული მომწამვლელი უკრაინული ნიგოზი, ფასი 1 მილიონი ლარი“). ნიგოზის ასე ხელოვნურად გაცუდება თეთრკანიანი რასის მოღალატე სიონიზმის მიერ ხდება. ეს არის ერთა და კლასთა ურთიერთდაპისრიპირებაზე აწყობილი ხალხის მოწამვლა-გაჟლეტის მასიური პროცესის ნაწილი. ზამთარში ნიგოზს ბალზამი რად უნდა?! ჯერ ერთი, ასე პირდაპირ ბალზამის დასხმა არ შეიძლება, აქ კი პირდაპირაა დასხმული. ზამთარში, 40 გრადუს ყინვაში, რად უნდა ბალზამი?! ესე იგი, ხალხის დაწყვეტაზე ფიქრობენ ესენი. ამ ყველაფრის მეთაური სიონიზმია! პარაზიტები არიან. საერთოდ, ღმერთმა ასე დააწესა, რომ მათ მოწინააღმდეგე უნდა ჰყავდეთ, მაგრამ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მთლიანად უნდა გაწყვიტონ. ესენი კი მთლიანად გაწყვეტაზე არიან გადასული. საბოლოო ჯამში კი ისაა, რომ დედამიწის განადგურებაა დაგეგმილი.

– ვის მიერაა დაგეგმილი ეს?

– აი, პარაზიტები რომ ბობოქრობენ 33 საუკუნეა, მაგათი. თუ კარგი პროდუქტი შემოვიდა, მოწილედ უხდებიან. პარაზიტებს კი მოწილედ ვერ უხდებიან, ცუდს და გაფუჭებულს ხელს ვერავინ ჰკიდებს, რადგან, მას პარაზიტიზმი იცავს. ჰოდა, კარგს თუ შემოიტანენ, მოწილე  ჰყავს  და, ამიტომ, მეორე შემოტანაზე იძულებული გახდება, თვითონ დაასხას ის საწამლავი. ეს მეორე ჩემი სოფლიდან ჩამოტანილი ნიგოზია და იმიტომაც მიწერია მის აბრაზე – მოდით და მომეშველეთ-მეთქი. არც ერთი არ განძრეულა, იმიტომ, რომ ყველგან ეგენი არიან. იმ სკამებზე არც ერთი არაა გასაჩერებელი, მოსაცილებელი ხალხია ყველა მაგენი.

– ბატონო თენგიზ, თქვენ დამოუკიდებელი კანდიდატი ხართ?

– კი, დამოუკიდებელი. რეგისტრაცია კი გავიარე, მაგრამ, იქ საჭიროა ხმები, მაგაში კი ფულს იხდიან და მე ფული სად მაქვს?!

– თქვენ კონკურენტებზე რა აზრის ხართ?

– კონკურენტი არა მყავს. იგენი არიან იმათი პირმშო, ვისზეც ახლა ვამბობდი. ჩემნაირები, დამალულია ზოგიერთი, როლშია,  მასხრობს ხალხზე – 1 000 ლარს მივცემ, 500 ლარს მივცემო. საიდან მისცემს?! რა იცის მაგან ბიუჯეტი?! ვინაა, საიდანაა, რა ქონება აქვს რო, ხალხს ურიგებს?! არ იცის იმან არაფერი. გაგატან იმას, რაც დავწერე, წაიკითხე და მიხვდები. დიდი ხანია, რაც ჩერნობილი ააფეთქეს ამ სიონისტებმა და მონოპოლია გამოაცხადეს. კომუნისტური პარტიის რიგებში ვიყავი, ქალაქის საბჭოში ვმუშაობდი და ოცდახუთგვერდიანი წერილი მივწერე პატიაშვილს. ერთი წელიწადი იწვალეს, იქიდან როგორმე რომ გამევეგდე. 500- კაციანმა პარტორგანიზაციამ გამრიცხა ქალაქის საბჭოს წევრობიდან. არავინ არ მომცა სამსახური. შაშიაშვილთან მივედი, მაგრამ, იქედანაც არაფერი – მოჯამაგირედაც არ დამაყენა და წამოვედი მერე ბაზარში. თხუთმეტი წელი შესრულდება მალე, რაც ბაზარში ვარ. 

– რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამას თუ გაეცანით?

– საიდან?! ან ჩემი პროგრამა იცის ვინმემ?! ზუსტად ის 120-გვერდიანი აპოკალიპსი, შენ რო უნდა წაიკითხო, იქ წერია ყველაფერი. დაწერილი გავგზავნე ილია მეორესთან, პრემიერთან, მაგრამ, პასუხი, ჯერჯერობით, არ მიმიღია. შსს-მ დამიბარა – ეტყობა, პარლამენტმა გადააგზავნა შსს-ში  და დამიბარეს იქ – თქვენი ნაწარმოები ჩვენთან გადმოაგზავნესო. ის ნაწარმოები გამოძიებული საქმეა, კაცო, იმას ძიება აღარ უნდა, შრომის კანონმდებლობის გულისთვის დავწერე. მე რა დასაკითხი ვიყავი, ყველაფერი იქ მეწერა. 

– რომელიმე მედიის საშუალება თუ იყო მოსული და თუ ჩაგწერათ?

– „რუსთავი 2“ იყო მოსული. ჯერ არ უნდოდათ აქ მოსვლა – იცოდნენ, რომ ნიგვზის ისტორიის გარეშე არ გავუშვებდი აქედან და ისენიც იმ პარაზიტების დამცველები არიან. შაქრიანი დიაბეტი მაქვს და შაქრის საზომი მაქვს აგერ. ახლავე რომ დაგიმტკიცო, რომ ეს ნიგოზი შაქრის დონეს სწევს, შევჭამ და გავისინჯავ.

– არ არის საჭირო. 

– ნივთიერებათა ცვლას შლის და სპობს ადამიანს ეს ბალზამირებული, შემოტანილი ნიგოზი. ყველა ყიდდა ამ ნიგოზს და, არ ამბობდა, რა იყო. აყოლილი არიან ამ სისტემას, რა ქნას ხალხმა, რა?! ქვეყანაში არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, სულ სიონური ლაქიები არიან, სულ, ხოდა, მე თუ იქ მოვხვდები, მე ყველას გადავსვამ იქეთ ნაპირზე, მეორე მხარეზე, აქეთ რო დავხვდები, ყველას თავს მივატეხინებ. მათხოვრები არიან, მათხოვრები!

– პირველი ნაბიჯები, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რა იქნება?

– პირველი იქნება ამნისტია. მაგრამ, არა ისეთი, როგორიც იყო. საყოველთაო პატიება უნდა გამოვაცხადოთ. სააყოველთაო პატიებაში შედის ყველა შავი ფულის დაკანონება, ყველა  შავი ეკონომიკის დაკანონება. ქურდი-მურდი მე არ ვიცი. გამოვა ის ქურდი და ჩვეულებრივი ბიზნესმენი იქნება. თუ კაცი არ ჰყავს მოკლული და თუ ნაწამები არ ჰყავს კიდო, გამოვიდეს. 

– კიდევ რა ცვლილებებს გეგმავთ? მაგალითად, სოფლის მეურნეობაზე თუ გაქვთ რამე გეგმა ან ცვლილება?

– სოფლის მეურნეობა მაქვს ძირითადათ და პატარა მედიცინასაც მივაყოლებ ცოტას. სხვა ყველაფერზე ბევრი  მაქვს ნაფიქრი. აკადემია მინდა გავაკეთო. ყველაფერი იქნება, ყველა მიმართულებით იმუშავებს. „ოქროს საწმისში“ მაქვს ეგ ნახსნები. რეგიონებს არ შევეხები –  ეგ ცხოვრებამ შექმნა ასე. 

– ეს აბრა თქვენ დაამზადეთ?

– კი, გავაკეთებინე. 48 ლარი გადავიხადე. არავინ არ მეხმარება. ახალი ტიპის დონკიხოტი ვარ. ორი პატარა შვილი მყავს, მეექვსე და მესამე კლასებში. ახლა მაგ ჩემი დაწერილის გამოქვეყნებისთვის თავი არ მიაკლა, ახალგაზრდა ხარ. მე მაინც არავინ მომცემს ხმას.

თენგიზ გაბიძაშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია. შეხვედრა მის სტაბილურ სამუშაო ადგილას, ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში შედგა. მარტივად მივაგენი, შევედი თუ არა მთელ სიგრძეზე გადაჭიმული აბრა დავინახე: „პრეზიდენტობის კანდიდატის, თენგიზ გაბიძაშვილის საარჩევნო უბანი ¹1“. მთავარ კითხვაზე, თუ რა გახდა პრეზიდენტად გახდომის სურვილის კონკრეტული მიზანი, ნიგვზის თავზე გამოკრულ აბრაზე მიმითითა. მასზე წარწერამ საკმაოდ ამომწურავად გასცა ყველა დასმულ და  მომავალში გონებაში გააზრებულ და, დასასმელად მომზადებულ კითხვას პასუხი და ამიტომ, აქვე გთავაზობთ იმ ნააზრევს, რომელიც აბრის სახით „მოწამლულ ნიგოზთან“ იყო გამოკრული: „აპოკალიფსი. ოქროს  საწმისი. სარკე. სურათი. ეს ნიგოზი სიგარეტი და ბევრი სხვა ხელოვნურად საწამლავად ქცეული პროდუქტი. ვითომ სოციალისტური, ვითომ მონოპოლისტურ-კაპიტალისტური, ვითომ ფეოდალურ-კლასობრივი, ვითომ ეროვნული რელიგიური. თუ რასობრივი მოტივებით ვრცელდება ხალხში. სინამდვილეში იგი ბრაჰმანულ-კასტურ-ეჩმიადინური; სიონისტურ-ფარაონული ანუ იგივეა უკანონო დანათურ-ვამპირულ-ქურდული საწამლავია პატიოსანთა. გიორგიანელთა გასაჟლეტად გამიზნული. ეს ნიგოზი (ფასი: 100 გრ – 1 000 ლარი) და სიგარეტი იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას, დიაბეტს. ამ დაავადებებით კი ბოლო დროს მხოლოდ გლეხური გიორგიანული წარმომავლობის ხალხს კლავენ.“

 

скачать dle 11.3