კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან დააგროვა ნაღდ ფულად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ 272 000 ლარიდავით გალეგაშვილი – ნონა ჩარგეიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი 1969 წელსაა დაბადებული. 1991 წელს თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა, ეკონომ

დავით გალეგაშვილი – ნონა ჩარგეიშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი 1969 წელსაა დაბადებული. 1991 წელს თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი მხოლოდ 2008-ში გახდა. მისი შრომითი ბიოგრაფია 1991 წელს „ეროვნულ ბანკში“ იწყება, სადაც 2001 წლამდე იმუშავა, ბოლო თანამდებობით – სავალუტო სამმართველოს უფროსი; 2001-2003 წლებში საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ, 2003-ში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, 2004-2005-ში – საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარედ, 2006 წელს „ტაობანკის“ დირექტორი გახდა, 2008 წელს – „თბილისის წყლის“ მენეჯერი. 2009 წელს რუსთავში, შპს „პროგრესის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა და ამ პოსტზე 2012 წლის ნოემბრამდე მუშაობდა, სანამ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დასახელდებოდა. რაკი სტაჟი არც ჩინოვნიკობის აკლია და არც კერძო სექტორში მუშაობის, ფინანსური დეკლარაციაც მრავალჯერ შეუვსია, ამიტომაც, ბ-ნი გალეგაშვილის ქონებრივი დინამიკის გარკვევისთვის მის მიერ 2005 წელს, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეობისას შევსებულ დეკლარაციასაც გავეცანით, რომ შემდეგ ის 2013 წელს შევსებულისთვის შეგვედარებინა.

2005 წლის დეკლარაციაში ბ-ნი გალეგაშვილი ოჯახის წევრებად მიუთითებდა მეუღლეს – ნონა ჩარგეიშვილს და ორ ქალიშვილს: 1990 წელს დაბადებულ ნათიასა და 1989 წელს დაბადებულ თინათინს.

იმხანად გალეგაშვილების ოჯახის უძრავი ქონება ერთი საცხოვრებელი სახლით შემოიფარგლებოდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც 150 000 ლარი ღირდა და ჩინოვნიკის მეუღლის, ქ-ნი ჩარგეიშვილის საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა, იმ კონკრეტული დეკლარაციის შევსების დროს, ოჯახის უფროსს, ნაღდი ფულის სახით, 32 000 ლარი ჰქონდა.

იქვეა აღნიშნული, რომ იმ წელს ბ-ნ გალეგაშვილს ხარჯიც ჰქონია – 3 150 ლარად შეუძენია ტელევიზორი, რემონტი კი 4 300 ლარი დასჯდომია. ხოლო, როგორც საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, წლიურ ხელფასად 35 072 ლარი მიუღია. საბანკო არც სესხები ჰქონია და არც დეპოზიტები.

მას შემდეგ, 2012 წლის ნოემბრამდე, მას სახელმწიფო სექტორში არ უმუშავია, მაგრამ, 2013 შევსებული დეკლარაციით, ვიგებთ, რომ ახლა უკვე ბ-ნი გალეგაშვილის საკუთრებაა: საცხოვრებელი ბინა თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე (104 კვადრატული მეტრი ფართობის); მიწის ნაკვეთი გრიგოლეთში (2 301 კვადრატული მეტრი ფართობის); მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბაზე (434  კვადრატული მეტრი ფართობის); ქ-ნი ჩარგეიშვილის უძრავ ქონებას კი არაფერი შეჰმატებია:  მას კვლავაც მხოლოდ ის საცხოვრებელი ბინა აქვს ჭავჭავაძის გამზირზე.

დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული კვლავ ოჯახის უფროსს ჰქონდა: არც მეტი, არც ნაკლები, 272 000 ლარი.

გარდა ამისა, ვიგებთ, რომ დავით გალეგაშვილი არის შპს „კომპანია კ 2-ის“ პარტნიორი (თუმცა, როგორც დეკლარაციაში შენიშნავს, ამ შპს-ს მისთვის არანაირი შემოსავალი არ მოუტანია); ასევე, შპს „ჰერიოს“ პარტნიორი და მმართველი დირექტორი  – ამ საქმიანობას მისთვის 2011 წელს 53 200 ლარი მოუტანია; ასევე, გახლდათ, შპს „დიპეკსის“ პარტნიორი და დირექტორი, თუმცა, შემოსავალი არ მიუღია. შპს „პროგრესის“ დირექტორობაში მან 77 722 ლარი აიღო ხელფასის სახით. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ნიუ კრედიტ ოფისის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობამ კი, სულ რაღაც 1 000 ლარი მოუტანა. დეკლარაციიდანვე ვიგებთ, რომ 2012 წლის ნოემბერში, როდესაც ბ-ნი გალეგაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, წილები შპს „ჰერიოსა“ და „კომპანია კ 2-ში“ მინდობით გადასცა, თუმცა ვის, უცნობია; ერთი ისაა, რომ მინდობის პროცესში მონაწილეობა ნოტარიუს ნუნუ გინტურს მიუღია.

იმავე დეკლარაცია გვამცნობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ორთვიანი მუშაობის შედეგად, მის სახელფასო ანაზღაურებას 10 880 ლარი შეუდგინია.

განსხვავებით 2005 წლის დეკლარაციისგან, 2013 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ბანკებიდან დავით გალეგაშვილს, საერთო ჯამში, მილიონი ლარისა და 211 662 აშშ დოლარის ოდენობის სესხი აქვს დასაფარი, მის უმუშევარ მეუღლეს კი – 8 200 ლარისა და 203 850 აშშ დოლარის ოდენობის. შესაბამისად, გასულ წელს ცოლ-ქმარს ამ სესხების მომსახურებისთვის თანხაც დაეხარჯათ, თუმცა, შემოსვალიც ჰქონდათ ავტომანქანის 47 000 ლარად გაყიდვიდან (ბ-ნმა გალეგაშვილმა ავტომანქანა შპს „ჰერიოს“ მიჰყიდა), ასევე, ზეპირი ხელშეკრულებით, 245 000 აშშ დოლარის სესხიც გაუცია უვადოდ, მაგრამ, ჯერჯერობით ამ ოპერაციიდან შემოსავალი არ მიუღია.

скачать dle 11.3