კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაც იყო – არის, რაც არის – იქნება

ანუ, „შორი  ცა სევდიან ნისლებს ცრის“

მართალია, ჩვენებურ სანაპირო ზოლში „შორი ცა სევდიან ნისლებს ცრის“, მაგრამ, ფესტივალი „ღამის სერენადები“ მაინც შედგა და მსმენელ-მაყურებელიც ასიამოვნა (განსხვავებით მზისგან), თუმცა, ფესტივალზე არანაკლებ საინტერესო ფაქტიც მომხდარა.

კერძოდ, თუკი „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, დავით რობაქიძეს, ვერწმუნებით, „ღამის სერენადებზე“, რომელიც ბათუმის ბულვარის საზაფხულო თეატრში იმართება, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ავტომობილით მისულა.

ეს ფაქტი კი იმიტომაა აღნიშვნის ღირსი, რომ  ბულვარის ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილება აკრძალულია (ბუნებრივია, გარდა დასუფთავების, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სამაშველო სამსახურის ავტომანქანებისა), მაგრამ, აჭარის ნომერ პირველი ლეიბორისტის მახვილმა თვალმა ბ-ნი ბერიძის ავტომანქანა არათუ შენიშნა, კადრადაც აქცია და ფოტომასალა მყისვე სოციალურ ქსელშიც განათავსა. 

 აჭარის უმაღლესი საბჭო ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არანაირად არ გამოხმაურებია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, თბილისის მთაწმინდის პარკის დირექტორი ორიოდე კვირის წინათ ჩიოდა, მინისტრები პარკის ტერიტორიაზე ავტომანქანებით გადაადგილებას მოითხოვენო, არც ისაა გამორიცხული, ავტონომიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესაც გასჩენოდა მსგავსი სურვილი. მაგრამ, თუკი მთაწმინდის პარკის შემთხვევაში, თავნება მინისტრებს მთავრობის კანცელარიამ დაუცაცხანა, საკითხავიც აი, ის არის, ვის დაეკისრება აჭარის უზენასესი საბჭოს თავმჯდომარის მიწაზე დაბრუნება.

 თავის მხრივ, ფაქტის თვითმხილველი ბ-ნი რობაქიძე აცხადებს, რომ: „რაც 25 აგვისტოს საღამოს მოხდა, საქართველოს ისტორიაში არც ერთ მმართველს არ უკადრია (25 აგვისტოს გაუსეირნია ბ-ნ ბერიძეს ავტოთი)”, თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, მმართველებს ბევრი და ამაზე მეტიც უკადრიათ, პრობლემა ის მგონია, კვლავაც რომ კადრულობენ. 

скачать dle 11.3