კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული პოლიტიკის ფროიდისეული მოტივები

„ზოოპარკი საქართველოა, მხეცები ჩვენ ვართ ყველაო“

ასოციაციები ისეთი ფარცაგი რამაა, ღმერთმა უწყის, სად მიგიყვანს (ამიტომაც, თავი შორს უნდა დაიჭირო) და, ეს რომ ასეა, ამას წინა კვირას განვითარებული მოვლენებიც მოწმობს: თავდაპირველად, საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი თავი ზებრას შეადარა (მართალია, კონტექსტში, ზებრა ხომ არ ვარო, მაგრამ, თუ ფროიდს დავესესხებით, ეს პარალელი მეტად საგულისხმოა), შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი – ზოოპარკის დირექტორს. 

როგორც ჩანს, მიგნება მეტად მოეწონა, რადგან, მთელი გასული კვირის განმავლობაში „ზოოპარკის დირექტორს“ სულ სხვადასხვა კონტექსტში მოიხსენიებდა. შესაბამისად, ხან რჩევებს აძლევდა, ხანაც – აფრთხილებდა, თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც სულ სხვააა.

სახელდობრ, თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ „ზოოპარკის დირექტორად“ მოხსენიებული პრემიერ-მინისტრია, ლოგიკურად გამოდის, რომ ზოოპარკად პირველ პირს ქვეყანა ეჩვენება (და სულაც ვერ ამსუბუქებს ამ თემას დიდუბის გამგებლის დაკონკრეტება: „ქოცები – ზოოპარკის ბინადრები“), ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ ზოოპარკში ცხოველები ცხოვრობენ, ქვეყნის მოსახლეობა ცხოველებად მიაჩნია (მეორე მხრივ, ცხოველები იმდენად კეთილშობილური არსებები არიან, შესაძლოა, ეს შედარება საწყენი არც იყოს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ფსიქოანალიზური კვლევა არ აწყენდა).

ამდენად, თუკი აქამომდე „ჩონგური საქართველოა“, ჩვენი პრეზიდენტის თვალით სრულიად განსხვავებული რეალობა იშლება: „ზოოპარკი საქართველოა, მხეცები ჩვენ ვართ ყველაო“?! 

скачать dle 11.3