კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საპრეზიდენტო რისხვა

კართან დაყუდებულები

ვიდრე ჩვენ, ერთი მხრივ, ვარკვევთ, რატომ გვადარებენ ცხოველებს, მეორე მხრივ კი, ვერ დაგვიდგენია, უნდა ჰქონდეს თუ არა მეჩეთს მინარეთი, ლიტვის პრეზიდენტმა უნგრეთიდან და აზერბაიჯანიდან ელჩები გამოიწვია.

საპრეზიდენტო რისხვის მოტივი შემდეგნაირია: 8 ივლისს, youtube-ზე ხსენებული ელჩების საკუთარ კოლეგებთან საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც დიპლომატები აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობას არჩევდნენ, ზედაც, ლიტვის პრემიერ-მინისტრის სანკტ-პეტერბურგში მოსალოდნელ ვიზიტს აფასებდნენ, თურქმენეთზე ქილიკობდნენ და ამ ყოველივეს დიპლომატისთვის ერთობ შეუფერებლად აკეთებდნენ.

ერთ-ერთი დიპლომატი, თურმე, იმასაც აღიარებდა, რომ მხარს სომხეთს უჭერს, იმ ნიშნით, რომ ქრისტიანები არიან. ერთი სიტყვით, ამ კონკრეტულ დიპლომატებს შავი დღე გაუთენდათ (რა დაგღუპავს და შენი ენაო): ლიტვის პრეზიდენტმა დიპლომატები მთავრობის მოთხოვნით არა მხოლოდ გაიწვია, მეტიც, მათი მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობასაც ვერ ხედავენ.

ხოლო, თუ ამ ყოველივეს ჩვენს ბედკრულ სამშობლოზე განვაზოგადებთ, მაგალითად, დიდუბის მოქმედმა გამგებელმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ამაყად დაწერა: „ქოცები ზოოპარკის ბინადრები“ (სხვა მაგალითებზე ამჯერად არ შევჩერდები, იმიტომ, რომ ეს ყველაზე ცხელ-ცხელია), მისთვის კი ბუზიც არავის აუფრენია (როგორც იჯდა, ისევე მყარად ზის თავის სკამზე), ვფიქრობ, ფრიად ნათელია, რატომ გახდა ლიტვა „ნატო“-ევროკავშირის წევრი, ჩვენ კი კვლავაც (და, ეჭვი მაქვს, კარგა ხანს) ღია კართან გვაყურყუტებენ.

скачать dle 11.3