კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბიუჯეტი – კეთილშობილების მუზა

„რელიგია  – ხალხის ოპიუმი“?!

იმ მარტივი მიზეზით, რომ მინარეთის ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებული ვითარება ფრიად ბუნდოვანია: არც ლოგიკას ექვემდებარება, ისტერიულადაც შუქდება და დაინტერსებული მხარეებიც სათავისო აქცენტებს აკეთებენ, შეფასებისგან თავს შევიკავებ (თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, რწმენის თავისუფლება უზენაესია), მხოლოდ ციტატას მოვიხმობ არტაანის მუფთის, აქინის მიერ თურქული პრესისთვის მიცემული ინტერვიუდან (მინარეთი თურქულმა მხარემ შეუძინა მუსლიმან ქართველებს): „ახალციხეში ჭელა მუსლიმებით დასახლებული სოფელია, მაგრამ, გარედან როცა შევხედავთ, მინარეთის არარსებობა დიდი დანაკლისი იყო. არტაანში მომუშავე სასულიერო პირებთან ერთად, მინარეთის გაკეთების ვალდებულება ავიღეთ. ეს ჩვენმა სასულიერო პირებმა შემოგვთავაზეს. ჩვენც ხსენებული მეჩეთის მინარეთი გავაკეთეთ. ამ მინარეთის არსებობის შემთხვევაში, ყველასთვის გასაგები იქნება, რომ ეს სოფელი მუსლიმანურია.“

მანამდე კი სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის სოფელ ჭელის რამდენიმე მკვიდრი დააკავეს (მოგეხსენებათ, ოფიციალური ვერსიით, მინარეთი განუბაჟებელი იყო, რის გამოც ის შემოსავლების სამსახურმა დააყადაღა), სასამართლომ მათ ნაწილს 400-400-ლარიანი ჯარიმები შეუფარდა, დანარჩენებს – 2 000-ლარიანი. რაკი სოფელ ჭელაში აჭარელი ეკომიგრანტები ცხოვრობენ, აჭარის ავტონომიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ამ ჯარიმებს აჭარის მთავრობა დაფარავს.

აჭარის მთავრობის მეთაურის კეთილშობილური ზრახვები გასაგებია (რომანტიკოსს, საერთოდაც, ამაღელვებლადაც კი შეიძლება, მოეჩვენოს), თუმცა, ისიცაა, რომ საკუთარი ჯიბის ხარჯზე კეთილშობილება უფრო დამაჯერებელი, გნებავთ, გულწრფელი არ იქნებოდა? მაგრამ, როგორც ჩანს, ტყემლით, ანუ ბიუჯეტის ხარჯით, მაინც სულ სხვაა. 

скачать dle 11.3