კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოლიბაქტერიების ალყაში

„უნდა მისცე ნასოსი“

იმ მარტივი მიზეზით, რომ ძვირად ღირებული სიამოვნებაა, ხორცი, მაინცდამაინც, მოჭარბებულად არ გვხვდება საქართველოს მოქალაქის რაციონში. თუმცა, თუ ამ ჩვენებურ ხორცპროდუქტებში კოლიბაქტერიების არსებობას გავიხსენებთ, ისიც საკითხავია,  ხომ არ აჯობებდა, საერთოდაც თუ არ მოხვდებოდა?!

როგორც უნდა იყოს, ამ ბოლო დროს მაკონტროლებლებმა მეხორცეებს დაუარეს, ანუ, სარეალიზაციო წერტილების შემოწმება დაიწყეს, რამაც ამ უკანასკნელთა აღშფოთება გამოიწვია, იმის მიუხედავადაც, რომ ფრიად არასახარბიელო სურათი დაიხატა: ჯერ ერთი, ამ სარეალიზაციო წერტილების ნაწილი დაიკეტა სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, მათი მეპატრონეები დაჯარიმდნენ, ხორცი კი ლაბორატორიაში გაიგზავნა.

იმისთვის, რომ მეხორცემ პროდუქცია გაყიდოს, ის სასაკლაოზე უნდა დაკლას (ამ მოთხოვნას ის საფუძველი აქვს, რომ, ხორცი, ძირითადად, დაკვლა-გატყავებისას ზიანდება კოლიბაქტერიებით, იმას გარდა, რომ სასაკლაოებზე პირუტყვის ჯანმრთელობასაც ამოწმებენ), მაგრამ, მეხორცეებს კანონის ეს ნორმა არ მოსწონთ: ხორცის თვითღირებულებას ზრდისო. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ კოლიბაქტერიები მხოლოდ ფეკალურ მასებში ცხოვრობენ, არასწორად დაკვლა-გატყავება კი ხორცის კოლიბაქტერიებით დასნებოვნების აუცილებელი პირობაა, მეპროტესტე მეხორცეთა მისამართით იბადება რიტორიკული კითხვა: მაინც, რატომ უნდა მივირთვათ ფეკალიებით დაბინძურებული პროდუქცია?!  

скачать dle 11.3