კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2018 (114)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)

ბლინები ქათმის გულების სატენით

საჭირო ინგრედიენტები:  ბლინებისთვის: 100 გრამი ფქვილი, 1 კვერცხი, 1 სადილის კოვზი შაქარი, 200 მილილიტრი რძე, 80 მილილიტრი წყალი, 1 სუფრის კოვზი ზეთი, მარილი – გემოვნებით; გულსართისთვის: 700 გრამი ქათმის გულები, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 7 ცალი პილპილის მარცვალი, 1 ჩაის კოვზი მარილი, 2 მოზრდილი თავი ხახვი, ზეთი – შესაწვავად.

მომზადების წესი: ჯერ მოამზადეთ ბლინები: ფქვილსა და მარილს შეათქვიფეთ კვერცხი. რძეს შეურიეთ წყალი, შაქარი, დაუმატეთ ფქვილისა და კვერცხის მასას, კარგად გათქვიფეთ და თქვეფისას დაუმატეთ ზეთი. მიიღებთ არაჟნის კონსისტენციის მასას. ბლინები გამოაცხვეთ გახურებულ ტაფაზე. გულსართისთვის ქათმის გულები მოხარშეთ 2 ლიტრ  წყალში პილპილთან, დაფნის ფოთოლთან და მარილთან ერთად, შემდეგ დააქუცმაცეთ ბლენდერში. ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი გულების ფარშთან ერთად. ეს ყველაფერი ჩააბრუნეთ ბლენდერში, დაუმატეთ ცოტა ბულიონი და ისევ გათქვიფეთ. გულსართი გაანაწილეთ ბლინებზე, გადაახვიეთ და შეწვით ზეთში. სუფრაზე ბლინებთან ერთად ფიალებით მიიტანეთ ქათმის გულების ბულიონი. 

скачать dle 11.3