კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უმკურნალა ჩინელ ბიჭს სიდედრმა ძმრიანი „ნასკებით“

გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს, ოღონდ, ცოტა გავცივდი.

ასეთი ზაფხული, თურმე, დიდი ხანია, არ ახსოვთ ქართველებს. ღამით საბანი გვახურავს, არადა, აგვისტოში აქ ისეთი სიცხეა ხოლმე, ხალხის გაშტერების ხარჯზე საგზაო შემთხვევები იმატებს. ქართველებს ამინდის გამოცნობის სხვადასხვა ხერხი აქვთ. პირველი და ყველაზე  ადვილი ხერხი საინფორმაციო გამოშვებაში მოსმენილი  პროგნოზია, რომელიც ყოველთვის  მართლდება, მაგრამ, თარიღები არ ემთხვევა ხოლმე, მაგალითად, ხვალისთვის გამოცხადებული ამინდი, შეიძლება, ერთ კვირაში ახდეს. სოფლებში ხალხის პროგნოზი უფრო მრავალფეროვანია, მაგალითად:  მეორე დღის ამინდი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაფრინავენ მერცხლები, სად იძინებს  კატა, დაახველა თუ არა ბებერმა  ძაღლმა და ასე შემდეგ. ჩვენი  ოჯახი არც ერთ ამ საშუალებას არ იყენებს, ყველაზე უტყუარი  პროგნოზი ლამზირას დედას, ანუ, ჩემს სიდედრს აქვს: თუ თქვა, სახსრებში მამტვრევსო, ესე იგი, წვიმა მოვა; თუ წნევამ აუწია, ღრუბლიანი  ამინდი და ქარი იქნება; თუ სული ეხუთება ესე იგი დაცხება  და ასე შემდეგ, ერთხელ ვუთხარი, მაგ სინოპტიკოსობას ექიმთან  წახვიდე, არ გირჩევნია-მეთქი? ასე მითხრა, ნაწილ-ნაწილ რომ დავიშალო, შენნაირს ცხრას ვაჯობებო. დედა, როგორც ადრე მოგწერე, ქართველები, სანამ მოძრაობისა და მეტყველების უნარი არ დაეკარგებათ, ექიმთან არ მიდიან.

როგორც გითხარი, ჩემი სიდედრის სახსრების ტკივილის მეორე  დღეს გავცივდი და მაღალი სიცხე  მომცა. მე ექიმთან წასვლა და წამლის დალევა მინდოდა, მაგრამ, ვინ მომცა უფლება! უცებ მოვარდა ჩემი სიდედრი  და რაღაცის მურაბა და ძმარი მოიტანა. ეს მურაბა ცხელ წყალში ჩაასხეს  და, ისეთი ცხელი დამალევინეს, პირი ახლაც გამომწვარი მაქვს. იმ ძმარში კი წინდები ჩაყარეს, კარგად დაალბეს და მერე ფეხზე  ჩამაცვეს. ისეთი სუნი ამდიოდა, ჩემი ძველი ბინის სუნი „შანელის“  სურნელად მოგეჩვენებოდა. რაღაც რეზინის ბურთიც მოიტანა – ოყნა თუ რაღაცა, რომელშიც რაღაცა ჩაასხეს. რომ გავიგე, რასაც მიპირებდნენ, დანა მივიდე ყელზე და ვთქვი – თუ მომეკარებით,  ყელს გამოვიჭრი-მეთქი. მოკლედ, ექიმის გარდა ყველა საშუალებას მიმართავენ ქართველები ავადმყოფობისას. გრიპი საერთოდაც არ მიაჩნიათ ავადმოფობად. პატარა ბავშვმა თავი თუ გაიტეხა, იცინიან  და ეუბნებიან: რა გაღრიალებს, კაცი არ ხარო?! სხვათა შორის, კაცები თავზე დარჩენილი  ნაიარევებით ძალიან ამაყობენ, თუმცა, ვერ მივხვდი, რატომ. ჯერჯერობით სულ ეს არის, დედა. მერე კიდევ მოგწერ. ძალიან მენატრებით ყველა. 

 

გკოცნით

თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3