კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2018 (114)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)

იუმორი

მივიდა მაქსიმ გალკინი ზღვასთან‚ დაიჭირა ოქროს თევზი... და თევზი ეუბნება:

– დაბრუნდი შენს ბებერთან‚ ისედაც ყველაფერი გაქვს...

***

– თუ რამე პრობლემა გექნება‚ ჩემი ტელეფონის ნომერი ხომ გაქვს?

– მაქვს.

– ჰოდა‚ წაშალე...

***

– როცა ბარში ვზივარ‚ კოქტეილს ვსვამ და რომელიმე მამაკაცი მიახლოვდება და მეუბნება‚ რომ ჩემსას გადაიხდის‚ მაშინვე ვიღებ ჩანთიდან გაზის და დენის ქვითრებს...

***

არის სამი რამ‚ რისი დანახვაც საშინელებაა დიდი „ლოთობის“ მეორე დღეს: სახე‚ საფულე და... გამოტოვებული ზარების სია.

***

– ამბობენ‚ რომ მაგარი საყვარელი ის არის‚ რომლის პარტნიორი ქალი სექსის შემდეგ ეგრევე იძინებს

– აჰ‚ არა‚ ეგენი სუსტები არიან‚ ჩემთან ქალი დაჟე სექსის დროს იძინებს...

***

ძალიან ეჭვიანი ქმარი მივლინებაში მიდის და მეგობარს უბარებს:

– ჩემს ცოლს ყურადღება მიაქციე‚ თუ რამე უჩვეულოს შეამჩნევ‚ მაშინვე შემატყობინე.

გადის სამი დღე და მეგობარი რეკავს:

– სასწრაფოდ ჩამოდი!

ჩამოვიდა ქმარი და გულგახეთქილი მივარდა მეგობართან:

– აბა‚ მომიყევი‚ რა მოხდა?

– თავიდან ყოველ საღამოს მოდიოდა ვიღაც კაცი და დილით მიდიოდა.... 

– და, მაშინვე რატომ არ დამირეკე?

– უჩვეულო  გუშინდლიდან დაიწყო – ის კაცი არ მოვიდა...

***

– რით განსხვავდება ინგლისელი სტუმარი დაუპატიჟებელი ნათესავისგან?

– ინგლისელი გამოუმშვიდობებლად მიდის‚ დაუპატიჟებელი ნათესავი კი ბევრჯერ გამოგემშვიდობება და არ მიდის...

***

ნამდვილი მამაკაცი ისაა‚ ვინც საწოლიდან დასასვენებლად დგება.

***

– ბრალდებულო‚ ახსენით‚ რატომ დაარტყით დაზარალებულს‚ თქვენს მეზობელს?

– მას ქალაქში‚ კორპუსში‚ მეთორმეტე სართულზე, საიდუმლოდ ჰყავს ქათმები.

– და თქვენ ამით რამეში გეშლებათ ხელი?

– ბატონო მოსამართლევ‚ სამი თვეა‚ უფრო მეტიც, ფსიქიატრთან ვმკურნალობ – ქათმების კაკანი და მამლების ყივილი ჩემი ავადმყოფი გონების წარმოსახვა მეგონა...

***

სოციოლოგებმა  დაადგინეს‚ რომ მამაკაცი სახინკლეში ორი მიზეზის გამო ზის:

1) მას არ ჰყავს ცოლი;

2) მას ჰყავს ცოლი.

***

გაპრანჭული ახალგაზრდა ქალი გაჭედილ ავტობუსშია. საშინლად უნდა გაზების გაშვება, ძლივს იკავებს... საბედნიეროდ‚ მუსიკა ხმამაღლაა ჩართული... „დაუმიზნა“ ბასის რიტმს და, როგორც იქნა‚ გათავისუფლდა... მიმოიხედა და ხედავს, ირგვლივ მგზავრები შემოცლია და ეჭვით უყურებენ... უცებ გაახსენდა, რომ ფლეერს უსმენდა...

***

– შეჭამე ეს ტორტის ნაჭერი‚ ძვირფასო...

– მადლობა‚ არ მინდა.

– ნახე‚ როგორი მადის აღმძვრელია‚ ლამაზი... ჭამე...

– მადლობა‚ არ მშია...

– სულ ცოტა მაინც...

– კარგი, რა‚ შემეშვი‚ შვიდი საათის შემდეგ არ ვჭამ...

– ჭამე ტორტი‚ შენი დედაც... შიგ ბეჭედია‚ ხელი უნდა გთხოვო!

***

– გახსოვდეს‚ შენ ჩემზე უფროსი ხარ და ჩემზე ადრე მოკვდები...

– ჰო... გამოდის‚ ჩემი იარაღის გამოჩენა მომიწევს‚ რომ ეგ ფაქტი დააზუსტო...

***

ასაკოვან ბანკირს ახალგაზრდა, ლამაზ ქალზე დაქორწინება უნდა.

– რას მთავაზობ? – ეკითხება ქალი.

– სამსართულიანი კერძო სახლი‚ აუზით... აგარაკები ზღვაზე‚ მთაში... ყოველ წელს დასვენება და მოგზაურობა აზიისა და ევროპის რომელ ქვეყნებსაც აირჩევ... მეგობრებისთვის‚ შოპინგებისთვის სახარჯო ფული – რამდენსაც მოითხოვ... ჩემი სიკვდილის შემთხვევაში‚ ყველა ვარიანტში ყველაფერი და, კიდევ, 500 ათასი ევრო შენ დაგრჩება...

– იცი‚ მე ყოველდღე მინდა სექსი...

– პრობლემა არ არის‚ ხუთშაბათს ჩამწერე...

***

ქორწილის შემდეგ სიძე სამსახურში პირველად გამოცხადდა.

– აბა‚ როგორი იყო პირველი ღამე?

– ეჰ‚ არ მახსოვს. გონება მაშინ დავკარგე‚ როდესაც წამწამები მოიხსნა...

***

ტურისტი ეკითხება კოწიას:

– შეგიძლიათ, მითხრათ‚ როგორ ავიდე იმ მთაზე?

შეხედა ტურისტს კოწიამ‚ მერე ახედა მთას:

– ახლავე ადიხარ‚ ბიძია‚ ოუშვა ძაღლი?!

***

ჩატარდა გამოკითხვა: „როგორ გადავიყვაროთ ქალი“. ძირითადად სამი პასუხი დაფიქსირდა: „დავივიწყოთ“‚ „ვიპოვოთ სხვა ქალი“ და – ყველაზე ორიგინალური: „დავაყენოთ მაღვიძარაზე მისი ხმა“...

***

ჩუქჩა მონადირემ‚ როგორც იქნა‚ მოკლა დათვი‚ ტყავი სიდედრს უსახსოვრა‚ ხორცი სახლში მოიტანა‚ საცირკო ველოსიპედი კი შვილს ერგო.

***

მაღაზიაში:

– ქალბატონო‚ ეს კაბა გასუქებთ...

– მართლა? მე კი ნამცხვრებს ვაბრალებდი...

***

ქმარი შუაღამისას აღვიძებს ცოლს და ორ აბსა და წყლიან ჭიქას აწვდის.

– ეს რა არის?

– თავის ტკივილის წამალი.

– თავი რომ არ მტკივა?

– აჰა‚ ძალიან კარგი..

скачать dle 11.3